ერთად ქართული ენისათვის

ერთად ქართული ენისათვის

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ერთად ქართული ენისათვის, Education Website, პეტრე იბერის 5, Bolnisi.

18/05/2021

მოგესალმებით ✨
სასიამოვნო სიახლით დაგიბრუნდით 🥳🤩
🔺თუ ჩვენს გვერდს თვალ-ყურს ადევნებთ,გეცოდინებათ,რომ სკოლაში ჩატარდა დედაენის დღესთან დაკავშირებული პროექტი, რაშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა.
🔺პროექტის/კონცეფციის ფარგლებში, სხვადასხვა ინფორმაციული,საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები განხორციელდა. ჩატარდა ორი კონკურსი, გამარჯვებულები კი გამოვლინდნენ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
🔺მოვიწვიეთ სკოლა,სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები სწავლობენ, მათ მყუდრო და მეგობრულ გარემოში ვესაუბრეთ გამოწვევებზე,რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან და ქართული ენის მნიშვნელობაზე მათ თემში. შეხვედრით ორივე სკოლა კმაყოფილი და მადლიერი დარჩა, ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
📢ახლა კი,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დედა ენის დღესთან დაკავშირებით,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ,მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონცეფციების კონკურსი "როგორ დავიცვათ ქართული ენა" ის კონცეფცია,რაც უკვე განხორციელდა,მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში.
📢"კონკურსში I ადგილი დაიკავა ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა"მ. სკოლის მოსწავლეები: Luka Gabidzashvili Anastasia Kviciani და Ani Zhuzhunashvili დაჯილდოვდებიან 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათითა და დიპლომებით."
✨ მადლობას გიხდით ყველას, თითოეულ მონაწილეს გვერდში დგომისა და მონაწილეობისთვის. მადლობა სკოლას და მადლობა Lika Devnozashvili. რომ არა თქვენ, ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ ეტაპამდე მოსვლა. ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
❤️❤️❤️

24/04/2021

📣👉1931 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა დიდი მწერალი დავით კლდიაშვილი.‼🖤💫

♥️👉დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.

💥🌠7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

📍1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

⭐სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.

💫🔥შემოქმედება:

📣👉დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა. მისი მხატვრული სიტყვა მოთხრობა „შერისხვა“ არის, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“. 1897 წელს დავით კლდიაშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა „მრევლში“.

👉დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოყვა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.

💫💥კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც. დ. კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნის საინტერესო კომიკურ სურათებს: „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ ამჟღავნებენ დ. კდიაშვილის მიერ დრამატული სიტუაციების შესანიშნავ უნარსა და ძალას.‼♥️🖤♥️💫

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 23/04/2021

📣🔥ჩვენი გვერდის სახელით გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს.⭐

👉🌟თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა 2021 წლის 23 აპრილს, ერთი წლით. ჩვენ ვართ მოქალაქეები, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ♥️🔥
📌აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაიმარჯვა ბევრ ჩვემზე დიდ სახელმწიფოებ შორის გამართულ კონკურსში და პირველი შემთხვევა იყო -ს ისტორიაში როდესაც მონაწილეს პირველად შეტანილი განცხადება დაკმაყოფილდა პირველივე ჯერზე. 🌠♥️🌠♥️🌠♥️
ეს არის დამტკიცება, ასევე აღიარება, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რომ ქართულ ლიტერატურას მსოფლიო კულტურაში დიდი ადგილი უკავია.
📣ლიტერატურა არის პატარა ერის მასაზრდოვებელი მთავარი ძალა.🔥
📣ქართული ლიტერატურა მსოფლიო კულტურაში ოქროს ასოებით იწერება.

📣 გილოცავთ კიდევ ერთხელ ქართული ენიდან წარმოშობილი უმდიდრესი ლიტერატურის მსიფლიო აღიარებას‼♥️🔥⭐

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 23/04/2021

📯მოგესალმებით ყველას ‼️

📣დღეს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ეზოში, გაიმართა
კალიგრაფიის და ესეების კონკურსის დაჯილდოვება ‼️🥳📣
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვებაზე მოსწავლეებს გადაეცათ 📣ფასიანი საჩუქრები⭐🌼
📯მკვეთრად იგრძნობოდა ესეების კონკურსში აქამდე ჩატარებული სემინარებიდან მიღებული ცოდნა ‼️❤

📣უახლოეს დღეებში გაიმართება შემაჯამებელი დღე ბოლნისის სიონის V საუკუნის, საქართველოს უძველეს წარწერასთან ⭐‼️📣🥳

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 22/04/2021

📣📣📣მოკლე ისტორია ქართული ენის შესახებ ‼♥️🌟

👉📣დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპებს გავიდა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშგაბით შეიძლება. ამჟამად, ყველაზე ვრცელი ქართული დიასპორა რუსეთშია, შესაბამისად საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ხალხი ამ ქვეყანაში ლაპარაკობს ქართულად

👉📣წარმომავლობა‼

ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.

ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”.

მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი‼.

👉📣დიალექტები‼

📌ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად 2 ჯგუფში არიან განაწილებული, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფოლოგიურად და ლექსიკონით. მიოუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების(აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილო, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი რომელზეც აწ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. კიდევ ერთი “დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი- ტერიტორია შეტყაპუნებული თურქების მიერ .მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ხალხი რომელიც ამ ენაზე საუბრობს ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც “ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.

👉📣ლიტერატურა‼

📌ჰაგიოგრაფიული ნაშრომების გარდა ქართულ კალამს შეუქმნია მრავალი შედევრი, რომელთაც აწიარება ჰპოვეს მთელ მსოფლიოში. ყველა “ხმაურიანი” გამოდგა მე-12 საუკუნის “ვეფხისტყაოსანი”. ეს პოემა აღიარებულია ევროფის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მაგალთად ფრანგულზე, ესპანურზე, გერმანულზე,ინგლისურზე, ივრითულზე (ებრაული), რუსულზე, იაპონურზე, ჩინურზე და ა.შ. “ვეფხისტყაოსანი” ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, ბიბლიასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში 1712 წელს

👉📣 საინტერესო ფაქტები‼

📌* ქართული ენა არის მსოფლიოში 120 ადგილზე მასზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობის მიხედვით (რაოდენობა ითვლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით ანუ 4 მილიონამდე)
📌* ქართულ ენაში არ არსებობს მდედრობითი ან მამრობითი “ის”.
📌* ქართული ზმნა ყოველთვის გულისხმობს თავის თავში ერთ, ორ ან სამ სუბიექტს. (მაგალითად გაუგზავნის ( ის, მას, მას) ეს ერთი სიტყვა სხვა ენაში მთელ წინადადებას მოიცავს)
📌* 1705 წელს, მოსკოვში მეფე არჩილ 2-ის მითითეებით ნუსხური და ხუცური ანბანებით დაიბეჭდა “დავითნი”. 1712 წელს, კი ვახტანგ 6-ის მიერ დაარსებულ სტამბაში, როგორც უკვე ვთქვი, დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, “ბიბლია” და “ახალი აღთქმა”.

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 14/04/2021

მოგესალმებით მეგობრებო🥰📢
ყველას გილოცავთ დღევანდელ, დედაენის დღეს ❤
ეს თარიღი გვახსენებს,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ენა,ქართული.
გუშინ, 13 აპრილს, ჩატარდა სამი აქტივობა:
📍მოსწავლეები დაესწრნენ კონფერენციას, სადაც სერგო ვარდოსანიძე,მანანა ტაბიძე და როსტომ ჩხეიძე საუბრობდნენ ენის სიწმინდის დაცვისა და იმ პრობლემების შესახებ,რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით..
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების (ვირუსის) გამო,კონფერენცია ჩატარდა ზუმის პლატფორმაზე.
📍შეხვედრის დასრულების შემდეგ,მოსწავლეებმა დაწერეს ესე შემდეგ სათაურზე:
"ენის მიმართ დამოკიდებულება არამარტო სამშობლოს,არამედ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაცაა. ენის სიწმინდის დაცვა,პირადი კულტურის საკითხია."
მათ სამუშაოდ 90 წუთი ჰქონდათ და კონკურსს თვალყურს ადევნებდნენ პროექტის ორგანიზატორები:
Luka Gabidzashvili
Anastasia Kviciani
zhuzhunashvili
‼ აქვე გეტყვით,რომ ორივე კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულები,დაჯილდოვდებიან უახლოეს დღეებში.
📍 მესამე და გამორჩეული აქტივობა იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელებთან შეხვედრა გახლავთ. სკოლაში სტუმრად გვყავდნენ, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები,რათა მეგობრულ გარემოში,ჩაისთან ერთად გვესაუბრა იმის შესახებ,თუ რამდენად იყენებენ ისინი ქართულ ენას თემში,როგორ ხდება ამის პოპულარიზაცია და რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი,რომ ერთმანეთს გავუგეთ, თავისუფლად ვისაუბრეთ და არავის შექმნია პრობლემა, საკუთარი აზრის გამოხატვის გამო.
მათთვის საქართველო,სამშობლოა. ყველას სურს,რომ ქართული ენა კარგად ისწავლოს, განათლებაც აქ მიიღონ და რაც მთავარია,ჰქონდეთ ურთიერთობა ჩვენთან.
მადლობა Lika Devnozashvili, რომ დაგვეხმარა ❤
კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს და სიახლეებს აუცილებლად გაგაცნობთ ‼❤

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 10/04/2021

08.04.21
დღე მესამე:
📢როგორც დავაანონსეთ, ხუთშაბათს ჩატარდა ორი აქტივობა -
📍ბავშვებს პრეზენტაციის სახით გავაცანით მათივე აღმოჩენილი, სიტყვის "დამახინჯებული" ფორმები,რომელსაც უშვებენ ყოველდღიურად მედიასა და ჟურნალ-გაზეთებში. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო სიტყვის მცდარი და სწორი ფორმები.
📍ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მასში მონაწილეობა კი მიიღეს IV-IX კლასის მოსწავლეებმა. აღსანიშნავია ისიც,რომ ეს მათი სურვილის გათვალისწინებით მოხდა.
📢გამაჯვებულს გამოვავლენთ 14 აპრილს,ოთხშაბათს,დეტალებს კი აუცილებლად გაგაცნობთ მომდევნო დღეებში.
❤გისურვებთ წარმატებებს❤

06/04/2021

📢მოგესალმებით ყველას.
‼ვინაიდან 7 აპრილი საუფლო დღესასწაულია (გილოცავთ ყველას ხარებას, შეგეწიოთ ამ დღის მადლი) ჩვენი აქტივობები განახლდება ხუთშაბათიდან.
გაგაცნობთ დღის წესრიგს:
📍მედია საშუალებებში აღოჩენილი შეცდომების გასწორება და პრეზენტაცია;
📍საინფორმაციო შეხვედრა: რა გზა განვლო ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსის მოსაპოვებლად;
📍შეხვედრა არაქართულ ენოვან თანატოლებთან;
📍კალიგრაფიის კონკურსი.

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 06/04/2021

‼როგორც დავაანონსეთ,დღეს ჩატარდა პროექტის ერთ-ერთი აქტივობა, "პრესისა და მედიის ერთი საათი." ამან მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
📢თუ როგორ გაართვეს თავი მათ ამ აქტივობას,მომდევნო დღეებში გაგაცნობთ.
#ერთადქართულიენისათვის❤️
ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა"

06/04/2021

06.04.21
დღე მეორე:
პრესისა და მედიის ერთი საათი, დღეს, 12:45 სთ.
მოსწავლეები გაეცნობიან გაზეთებსა და საინფორმაციო გამოშვებებს,ამოიწერენ ქართულ,გრამატიკულ შეცდომებს,ნეოლოგიზმებსა და ბარბარიზმებს. ამით აღმოვაჩენთ იმ ყოველდღიურ ხარვეზებს ქართულ ენაში,რომელსაც მედია და პრესა უშვებს.

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 06/04/2021

05.04.21
📍დღე პირველი:
წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა კვირეულის პირველი,საინფორმაციო შეხვედრა.მოსწავლეებს გავაცანით ქართული ენისა და დამწერლობის წარმოშობის ისტორია, სხვადასხვა თეორიები პრეზენტაციის სახით.

Photos from ერთად ქართული ენისათვის's post 06/04/2021

📢მოგესალმებით
‼️როგორც მოგეხსენებათ, 14 აპრილს არის ქართული ენის დღე,რასთან დაკავშირებითაც,ჩვენ გთავაზობთ საინტერესო კვირეულს. კვირეული შეიცავს შემეცნებით,საინფორმაციო ღონისძიებებს.
‼️მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს,12 წლიდან ზემოთ.
📍კვირის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე.
📍დეტალებისთვის კი მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

Want your school to be the top-listed School/college in Bolnisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


პეტრე იბერის 5
Bolnisi