23/07/2015
😍 მსმენელთა თხოვნით,
დაიწყო მეორე ნაკადის შევსება PR მენეჯმენტისა და კომუნიკაციის კურსზე ქ. ბათუმში!
✳დაწყების თარიღი: 28 ივლისი
✳კურსის ღირებულება: 350 ლარი
✳კურსის ხანგრძლივობა: 33 საათი
👆 საჩუქრად, ტრენინგი ჟესტების ენაში!
👉 რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: http://bit.ly/1LLxIzN
📝 კურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა და როლი თანამედროვე სამყაროში. პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. PR სამსახურის ფუნქციები, მიზნები და ამოცანები.
📝 კურსის შედეგად თქვენ შეისწავლით საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდებს, ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და საკვანძო ელემენტებს. შეასრულებთ პრაქტიკულ სამუშაოებს, როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, მეხსიერების გაუმჯობესების, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის სავარჯიშოებს. შეისწავლით ირიბი ზემოქმედებისა და დარწმუნების მეთოდებს. აღმოაჩენთ, გამოავლენთ და განავითარებთ თვისებებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული, წარმატებული და რაც მთავარია მოთხოვნადი სპეციალისტი!
🔴 სასწავლო გეგმა:
· საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარების ეტაპები
· საზოგადოებრივი აზრის მართვა
· საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
· შიდა კორპორაციული კომუნიკაცია
· იმიჯისა და რეპუტაციის მართვა
· ეფექტური კომუნიკაცია და დარწმუნების ხელოვნება
· ღონისძიებების მართვა
· მედიასთან ურთიერთობა
· კრიზისის მართვა
· PR კამპანიის დაგეგმვა არავერბალური კომუნიკაცია (ჟესტების ენა)
✳ კურსი გაიმართება კვირაში 3-ჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
✳ კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა PR აკადემიის ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი!
☀ ტრენინგს წარუძღვება PR აკადემიის დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის კურსის ხელმძღვანელი - ნათია გოცაძე
🔴 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში.
🔴ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, საჯარო მმართველობის დოქტორი.
🔴ამერიკის პიარ ასოციაციის (PRSA) წევრი.
🔴საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების კომპანიის Bluebird დამფუძნებელი.
🔴 ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში.
🔴 სერტიფიცირებული ტრენერი (TOT).
✳ იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
✳ დარეგისტრირდით ბმულზე: http://bit.ly/1LLxIzN