ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University, College & University, ზ. გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა N 19/32, Batumi.

🎭 ახალი სეზონი, ახალი პრემიერა და სცენაზე — კვლავ ჩვენი სტუდენტები! ❤️ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა ახ...
28/09/2026

🎭 ახალი სეზონი, ახალი პრემიერა და სცენაზე — კვლავ ჩვენი სტუდენტები! ❤️

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა ახალი სეზონი მიუზიკლით „LOVE is…“ გახსნა — „ვესტსაიდის ისტორიის“ მოტივებზე შექმნილი სანახაობრივი სპექტაკლით.
▪️ რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე.

✨ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს პრემიერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთ მთავარ როლში, ტონის პერსონაჟში, გიორგი ბაბილოძე ვიხილეთ — ხელოვნების უნივერსიტეტის - სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი.

🎶 მოცეკვავე მსახიობებს შორის ასევე იყვნენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები მეგი ბაჯელიძე და მაია მუმლაძე. გიორგი ჯინჭარაძე - სახვითი, სასცენო და კინო- ტელე ხელოვნების ფაკულტეტი.

როცა ჩვენი სტუდენტები სასწავლო აუდიტორიიდან პროფესიულ სცენაზე გადაინაცვლებენ, ეს ჩვენთვის ორმაგი სიხარულია! 💫

👏 ვულოცავთ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრს ახალ სეზონსა და წარმატებულ პრემიერას, ჩვენს სტუდენტებს კი — კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო სცენურ გამოცდილებას!

წარმატებები და ბევრი დაუვიწყარი როლი! ❤️🎭

✨ ეს პრემიერა განსაკუთრებით სასიხარულოა!

25/09/2026

📢 მოწვევა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად!

საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „ატაკენტ-ექსპო“ საგანმანათლებლო დაწესებულებებს იწვევს XXV საერთაშორისო გამოფენაში „განათლება და კარიერა — 2026“ მონაწილეობის მისაღებად.

📍 ადგილი: ალმათი, საგამოფენო ცენტრი „ატაკენტი“
📅 თარიღი: 18–20 ნოემბერი, 2026 წელი

გამოფენის მიზანია განათლების სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა, ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევაში ხელშეწყობა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

🔹 წარმოაჩინონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისები;
🔹 შეხვდნენ პოტენციურ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს;
🔹 დაამყარონ ახალი საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობები;
🔹 გაცვალონ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

📎 დეტალური ინფორმაცია და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

https://cdn.fbsbx.com/v/t59.2708-21/823963442_1541659297731742_8670670068929431474_n.pdf/DownloadServlet.pdf?_nc_cat=107&ccb=1-7&_nc_sid=2b0e22&_nc_ohc=ZyqewJxYmkoQ7kNvwGlrPYE&_nc_oc=Adru6kfx02g9OMGb95CaWOHkrm3kCBF35-YDZeND-mDkkDuvWjHADf0TkvAtBp7Yzso&_nc_ad=z-m&_nc_cid=0&_nc_zt=7&_nc_ht=cdn.fbsbx.com&_nc_gid=wofivzFr48BpDdG0NIsceg&_nc_ss=7a338&oh=03_Q7cD6QHm8Kl0f66mF3iNBq5d2kmfeKQgw1Yk0gOOPGQdWKwbwg&oe=6AB6B59D&dl=1&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAcGRvZgNzcnRjBmFwcF9pZA80Mzc2MjYzMTY5NzM3ODgAAR4RSS_HNYq7DWYfq8sb-PG_B8WfKeOqwD7lJZPgI_8hdS14Kfuo-OeYXdHxKg_aem_gaOgsqjonbSup_wa74fBgA

22/09/2026

👉🏻22-26 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სკოლა მასპინძლობს C**A - ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას.

👉🏻22-26 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სკოლა მასპინძლობს C**A - ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას. სკოლა ორგანიზებულია UNES...
18/09/2026

👉🏻22-26 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სკოლა მასპინძლობს C**A - ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას. სკოლა ორგანიზებულია UNESCO-ს საერთაშორისო ორგანიზაციების - ICOMOS - ისა და ISPRS - ის საერთაშორისო კომისიის C**A Heritage Documentation-ის მხარდაჭერით ა(ა)იპ „ინჟინრული აზრისა“ და მისი პარტნიორების - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბამბერგის უნივერსიტეტის, აჭარის არქიტექტორთა კავშირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიმმ არქიტექტურის, შპს TECHNO S, თბილისის არქიტექტურული ფორუმის, ღვინის კომპანია 91 მიერ.

📍ღონისძიება ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებაში თანამედროვე 3D ლაზერული სკანირებისა და ციფრული ფოტოგრამეტრიის მეთოდების გამოყენებას, ხელოვნების სფეროში 3D ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას.

📍საქართველოსთვის C**A საზაფხულო სკოლა 2026 -ის ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან სრულ თანხვედრაშია ქვეყნის პრიორიტეტებთან - კულტურის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღრიცხვა-დოკუმენტირება.

📍სასწავლო პროცესს გაუძღვებიან კულტურული მემკვიდრეობის 3D ლაზერული სკანირების სფეროში მოღვაწე C**A კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების მოწინავე სპეციალისტები: ემერიტუს პროფესორი, ანდრეას გეორგოპულოსი, ათენის ტენოლოგიური უნივერსიტეტი, საბერძნეთი; პროფესორი მონა ჰესი, ბამბერგის უნივერსიტეტი, გერმანია; დოქტორი, ელიზა მარიაროსარია, FBK კვლევითი ცენტრი, იტალია; დოქტორანტი, ჰუდა ალარფაჯი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია და ა(ა)იპ ინჟინრული აზრის წამყვანი სპეციალისტები.

🎓✨ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო!დღეს უნივერსიტეტში განსაკუთრებული ემოციებით დახვდ...
14/09/2026

🎓✨ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო!

დღეს უნივერსიტეტში განსაკუთრებული ემოციებით დახვდნენ ახალ სტუდენტებს — პირველკურსელებს, რომლებისთვისაც სტუდენტური ცხოვრების პირველი დღე დაიწყო. 🤍

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადა. ✨

🎓 ღონისძიებაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორებმა. მათ პირველკურსელებს წარმატებები, საინტერესო სტუდენტური წლები და შემოქმედებით გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება უსურვეს.

🎶 საზეიმო განწყობას კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინა სტუდენტების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.

დღეს უნივერსიტეტის სივრცე ახალგაზრდული ენერგიით, ემოციებითა და ახალი მოლოდინებით აივსო. 💫

🎨🎭🎶 ხელოვნების უნივერსიტეტში ჩვენი პირველკურსელების ახალი თავგადასავალი სწორედ დღეს დაიწყო — ახალი მეგობრობებით, აღმოჩენებით, შესაძლებლობებითა და ოცნებებით.

🤍 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველკურსელებო!

თქვენი სტუდენტური ისტორია დღეს დაიწყო…
გისურვებთ, ეს გზა იყოს საინტერესო, წარმატებული და დაუვიწყარი! 🎓✨

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო,  პირველკურსელებს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონიით დ...
14/09/2026

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო, პირველკურსელებს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ.
ღონისძიებაზე სტუდენტებს რექტორმა და პროფესორებმა სიტყვით მიმართეს. სტუდენტების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო,  პირველკურსელებს უნივერსიტეტში საზეიმო...

🎓✨ ახალი ეტაპი იწყება!14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულად უმასპინძლე...
11/09/2026

🎓✨ ახალი ეტაპი იწყება!

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულად უმასპინძლებს ჩვენს პირველკურსელებს! 💙

ეს დღე მათთვის ახალი გზის, ახალი აღმოჩენებისა და ოცნებების რეალობად ქცევის დასაწყისია. 🎨🎭🎶

პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში ყოველთვის განსაკუთრებულია — სწორედ აქ იწყება ახალი მეგობრობები, ახალი შესაძლებლობები და ის თავგადასავალი, რომელიც სტუდენტობის დაუვიწყარ წლებს ქმნის. ✨

ჩვენ გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი დღის მონაწილეები ხდებით და გვჯერა, რომ ერთად ბევრი საინტერესო ისტორია გველოდება! 🤍

📅 14 სექტემბერი
🕚 11:00 საათი
📍 ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

🎉 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უნივერსიტეტში, პირველკურსელებო!
თქვენი სტუდენტური თავგადასავალი იწყება! 🎓✨

✅ ბიზანტინისტთა XXV საერთაშორისო კონგრესი!▪️2026 წლის 23-30 აგვისტოს ავსტრიაში  გაიმართა ბიზანტინისტთა XXV  საერთაშორისო...
02/09/2026

✅ ბიზანტინისტთა XXV საერთაშორისო კონგრესი!

▪️2026 წლის 23-30 აგვისტოს ავსტრიაში გაიმართა ბიზანტინისტთა XXV საერთაშორისო კონგრესი. ბიზანტინოლოგიის საერთაშორისო კონგრესი არის მსოფლიოში უდიდესი აკადემიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ბიზანტიის იმპერიის, მისი ისტორიისა და კულტურის უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებს. 1924 წელს ბუქარესტში გამართული პირველი კონგრესიდან მოყოლებული, იგი დაახლოებით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქალაქში და ბოლო წლებში 1 500-მდე მონაწილეს იზიდავს.

▪️მიმდინარე წელს ვენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ბიზანტინოლოგთა კონგრესში მონაწილოება მიიღო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა. მან წარადგინა მოხსენება „სხალთის მოხატულობა ბიზანიტური ხელოვნების კონტექსტში“. კონგრესის თემატიკა მოიცავს ბიზანტინოლოგიისთვის აქტუალურ ყველა დისციპლინას — ისტორიას, ფილოლოგიას, არქეოლოგიას, ხელოვნების ისტორიას, ციფრულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სხვას.

✔️ამ მრავალფეროვან კვლევით პროექტებს აერთიანებს წარსულში აწმყოს გააზრების ინტერესი და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

📌საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამაზე 🏛️სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტ...
01/09/2026

📌საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე



🏛️სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწალებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 სექტემბრიდან 07 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).


🖇️პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადინონ შემდეგი დოკუმენტები:


✔️განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
✔️პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
✔️2 ცალი ფოტოსურათი 3/4;

✅ბაკალავრის /მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სახელოვნებო/სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2026 წლის კურსდამთავრებულთა-თვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
✅ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).


📌მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა: ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი; მუსიკის მასწავლებელი“ - გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 2026 წლის 08 სექტემბერს 12.00 საათი.


📍მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან). საკონტაქტო პირი: იამზე ჩიჩუა - მობ.: 593359658, პირველი სართული, ოთახი 103.

🎓პირველკურსელთა, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!🏛️ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ ს...
31/08/2026

🎓პირველკურსელთა, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!

🏛️ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას
და გისურვებთ წარმატებებს!

✅ პირველკურსელთა რეგისტრაცია!



📌2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტებთან (შემდგომში პირველკურსელებთან) ხელშეკრულების გაფორმება, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 01 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.



▪️ბხსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:



ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად).

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4).

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის - ვაჟებისათვის).



✔️რეგისტრაცია იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე 10:00-დან 17:00 საათამდე.



🎭🎬▪️სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - ინესა კბილაშვილი, მეორე სართული, ოთახი № 214, ტელ: 599189429).

მოდის დიზაინის, სამსახიობო ხელოვნების (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) და აუდიოვიზუალური ხელოვნე-ბის (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა) საგანმანათლებლო პროგრამებზე.



🎼▪️მუსიკის ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - თამარ ბახტაძე, მესამე სართული, ოთახი № 312, ტელ: 555592409)

სამუსიკო ხელოვნების (ფორტეპიანო/სიმებიანი/ჩასაბერი საკრავები/ვოკალი/სა-გუნდო დირიჟორობა) საგანმანათლებლო პროგრამაზე.



🌏📚▪️განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - თამარ დარჩია, მესამე სართული, ოთახი № 319, ტელ: 591657818)

ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა), კულტურის მენეჯ-მენტი, კულტურული ტურიზმი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებზე.



✔️ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბხსუ-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ერთად!



📍მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან).

Address

ზ. გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა N 19/32
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University:

Shortcuts

Share