03/08/2026
ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულისტკივილით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის გამორჩეული პედაგოგი და კონცერტმაისტერი — თამია დუმბაძე.
ქალბატონი თამია მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, თაობების აღზრდასა და მათ მუსიკალურ ზიარებას. იგი იყო არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით დაჯილდოებული ხელოვანი, არამედ გამორჩეული ადამიანური თვისებებით, უსაზღვრო სითბოთი, ღირსებითა და კოლეგიალობით აღსავსე პიროვნება. მისი, როგორც კონცერტმაისტერის, დახვეწილი მუსიკალური გემოვნება და როგორც პედაგოგის — მოსწავლეთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული და ზრუნვა, სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიასა და თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის აღზრდილებს. ქალბატონი თამიას ამაგი და თბილი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში.