08/12/2014
უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკას პროფესორი რიჩარდ გრაიმსი ეწვია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკას PILnet-ის კლინიკის ექსპერტი, დიდი ბრიტანეთის იორკის სამართლის სკოლის კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი რიჩარდ გრაიმსი ეწვია. ინგლისელმა ექსპერტმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა და კლინიკის მუშაობასათან ერთად, მის სამომავლო პერსპექტივებს გაეცნო. სტუმარმა შეხვედრაზე ისაუბრა იურიდიული კლინიკის დადებითი როლზე სტუდენტების განვითარებასა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში. ინტერაქტიული ხასიათის ღონისძიებაში იურიდიული კლინიკის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორმა რიჩარდ გრაიმსმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
08/12/2014
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წევრებს შეხვედრა გაიმართა. კლუბის თავმჯდომარემ, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ნიკა დუმბაძემ შეკრებილთ კლუბის მუშაობის შედეგები გააცნო. სამეცნიერო კლუბის მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი მურმან გორგოშაძე სტუდენტებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართულენოვან, იურიდიული ხასიათის პერიოდულ გამოცემებზე ესაუბრა.
08/12/2014
სემინარი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
საქართველოს მთავარი პროკურატურის ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა. აჭარის ა.რ. უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ოჯახურ ძალადობაზე, არსებულ პრობლემებსა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეებზე ესაუბრა. კვირეული მთელ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
08/12/2014
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის წარდგინება
სასამართლო საიმიტაციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნენ. პროგრამის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა პროგრამის ახალ მოთხოვნებზე, მის დარგობრივ მახასიათებლებზე, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოზე, სტრუქტურასა და სასწავლო კურსების დინამიკაზე ისაუბრა.
08/12/2014
სტუდენტმა თეკლე ბასილაძემ წარმატებით ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეობის გამოცდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტმა თეკლე ბასილაძემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეობის გამოცდა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი აიღო. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით თბილისში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩატარდა და 832 მონაწილიდან 210-ს მიეცა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ მუშაობის უფლება. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები თეკლე ბასილაძეს ულოცავენ წარმატებას.
08/12/2014
„იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით“
იმიტირებულ საპროცესო დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ელსა ბათუმის ლოკალური ჯგუფის თანამშრომლობით ორგანიზებული პროექტი – „იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით“ განხორციელდა. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ბსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის ოთხივე კურსის სტუდენტებს. მონაწილეები შეირჩნენ აპლიკაციებისა და გასაუბრების საშუალებით. კონკურსის შედეგად დარეგისტრირებული მონაწილეები თავიანთი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ: პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისგან შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული, მესამე და მეოთხე კურსელებისგან 6 სტუდენტი, რომლთაგან სამი სახელმწიფო ბრალმდებელი, სამი კი ბრალდებულის წარმომადგენელი იყო. საინტერესოდ წარმართული პროცესი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოიტანეს გამამართლებელი ვერდიქტი.
08/12/2014
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან
ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ადამ მახარაძე და ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ვილნიუსში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტს შორის. მხარეთა შეთანხმებით, განხორციელდება სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და შემუშავდება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით. უნივერსიტეტის პროფესორებმა ვილნიუსში ყოფნისას მონაწილეობა მიიღეს მიკოლას რომერის უნივერსიტეტს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და მოხსენებები წარადგინეს თემებზე: „კონსტიტუციური ნორმები რელიგიის თავისუფლების შესახებ და სისხლის სამართლებრივი პასუხსმგებლობის ასპექტები“ და „პრეზიდენტის უფლებამოსილებები ახალ ქართულ კონსტიტუციური რეალობაში“.
08/12/2014
,,მეორე საერთაშორისო კონფერენცია - IEC 2014’’
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ,,მეორე საერთაშორისო კონფერენცია - IEC 2014’’ ჩატარდა. ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მეცნიერები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა. კონფერენციის გახსნისას, პლენარულ სხდომაზე, მონაწილეებს მიესალმა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ. მკვლევარმა დარგობრივი სექციის სხდომაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: `ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის პროცესში~ და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
08/12/2014
ბათუმის პროკურორები იურიდიულ ფაკულტეტზე
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ეწვივნენ ბათუმის პროკურორები – ლევან მურვანიძე, შოთა ხორავა და გიორგი რამიშვილი. პროკურორები სტუდენტებს ნარკომანიისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. საუბარი კითხვა–პასუხის რეჟიმში გადაიზარდა. სტუდენტები შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ საკითხზე როგორიცაა ნარკომანიისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია.
08/12/2014
შემეცნებითი ტური რაჭაში
იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები შემეცნებითი ტურის ფარგლებში რაჭაში იმყოფებოდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ეროვნული კულტურისა და ღირებულებებისადმი საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას, მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებას, ზოგადი განათლების გაღრმავებასა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მომავალმა სამართალმცოდნეებმა ორი დღის განმავლობაში მოილოცეს ნიკორწმინდის ტაძარი, ბარაკონის ეკლესია-მონასტერი, მოწამეთა (ქუთაისი) და დაათვალიერეს შოვის კურორტი.
08/12/2014
ფაკულტეტის მორიგი წარმატება
იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს რეზო ფუტკარაძეს და გელა მახარაძეს 2014 წლის სექტემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) წარმატებით ჩაბარებას. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორმოცდათერთმეტმა გამომცდელმა მოიპოვა წარმატება, სასიხარულოა რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებულ გამოსაცდელთა შორის მოხვდნენ. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ რეზოს და ბატონ გელას მომავალ სამართალდამცავ საქმიანობაში
08/12/2014
ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი ამერიკაში
პროექტ ,,ღია სამყაროს“ ფარგლებში 17-27 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიწვევით, იმყოფებოდა იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი რამინ მაჭარაშვილი. მიწვევის მიზანი იყო აშშ-ში გამოცდილების გაზიარება, ცოდნის ამაღლება და ამერიკის გაცნობა. რამინ მაჭარაშვილი მადლობას უხდის IFES-ს და ჩვენს უნივერსიტეტს, რომელებმაც მისცეს შანსი საკუთარი თვალით ენახა ამერიკა და მისი შრომისმოყვარე, მოქალაქეობრივად მოაზროვნე ხალხი, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს.