BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა

BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა This page is for followers of Batumi State University Student Self Government. Comments, videos and photos are welcome.

🚀 🎯 ახალგაზრდებისთვის უფასო ტრენინგები ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით! 🔥✨ გაინტერესებს ლოგისტიკის სფერო...
19/08/2026

🚀 🎯 ახალგაზრდებისთვის უფასო ტრენინგები ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით! 🔥
✨ გაინტერესებს ლოგისტიკის სფერო, ბიზნესის მართვა და თანამედროვე სამუშაო გარემოში საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება?💡

🏛️ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, BSB-LOGINET პროექტის ფარგლებში, აჭარაში ახალგაზრდებისთვის ორ პროფესიულ ტრენინგ-კურსს ახორციელებს: 🌟

⚙️ 1. „ოპერაციების მართვა მოქმედებაში“ 📈
კურსი მოიცავს:
🔹 ოპერაციების მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს; 🎯
🔹 ბიზნესპროცესებისა და ღირებულების ჯაჭვის მართვას; ⛓️
🔹 მოთხოვნის პროგნოზირებასა და მარაგების მართვას; 📊
🔹 პროექტების დაგეგმვასა და რესურსების მართვას; 📅
🔹 შესყიდვებისა და ხარისხის მართვას; ✅
🔹 ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და კარიერულ შესაძლებლობებს ოპერაციების მენეჯმენტში. 💻

💡 კურსი დაგეხმარება როგორც დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის განვითარებაში, ისე საკუთარი ბიზნესიდეის ოპერაციული მოდელის ჩამოყალიბებაში.🚀

📦 2. „ლოგისტიკური მარაგები და ტერმინალებისა და საწყობების მართვა“ 🚚
კურსი მოიცავს:
🔹 ლოგისტიკური მარაგების მართვას; 📦
🔹 საწყობის დაგეგმვასა და ორგანიზებას; 🏢
🔹 მარაგების პროგნოზირებასა და ოპტიმიზაციას; 📈
🔹 საწყობისა და ტერმინალების თანამედროვე ტექნოლოგიებს; 🤖
🔹 WMS/TMS საინფორმაციო სისტემებს; 💻
🔹 ტერმინალის ინფრასტრუქტურასა და ტვირთბრუნვის ორგანიზებას; 🚢
🔹 საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტაციას; 🛃
🔹 საქართველოს, მათ შორის აჭარის, ლოგისტიკურ და სატრანზიტო პოტენციალს.🌍

📋 ტრენინგების შესახებ:
🆓 მონაწილეობა უფასოა!
⏱️ თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 72 საათი
📅 ხანგრძლივობა: 8 კვირა
📚 სწავლა: კვირაში 3 დღე, დღეში 3 საათი
👥 თითოეულ კურსზე შეირჩევა მხოლოდ 15 მონაწილე
🔍 მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე
⭐ პრიორიტეტი მიენიჭებათ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ლოგისტიკის, ოპერაციების მართვისა და ბიზნესის მიმართულებით ცოდნისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარება.

🎯 სამიზნე ჯგუფი: 18–35 წლის ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები, სამუშაოს მაძიებლები და დამწყები მეწარმეები. 🎓💼

🗣️ ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, ჯგუფურ მუშაობას, ქეისების განხილვასა და პრაქტიკულ დავალებებს. 🧠🤝

✨ თუ გსურს მიიღო თანამედროვე ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის სფეროში პრაქტიკული ცოდნა და გაიჩინო ახალი პროფესიული შესაძლებლობები — შეავსე სარეგისტრაციო ფორმა! 👇

🔗 რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScDgIun1BWVtELdxeLXlE2WaEQ3DGjwATd3uMsUzv6rC6UswQ/viewform?pli=1

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 აგვისტო, 2026 წელი 🚨
📍 ტრენინგების ჩატარების ადგილი: ბათუმი 🌊
📞 დამატებითი ინფორმაცია:
📱 +995 577902270
📧 [email protected]

🤝 ტრენინგები ხორციელდება BSB-LOGINET პროექტის ფარგლებში. ✨

18/08/2026

📣✅ საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2026 წლის ოქტომბრიდან სტუდენტები (დამამთავრებელი სასწავლო წელი) და კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან!

✍️ სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

👨‍💻აპლიკანტთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. ახალგაზრდებს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიარონ სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.

🎓 პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.

📌 პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა განთავსდება პორტალზე > https://vacancy.hr.gov.ge/

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე 👉 portal.bsu.edu.ge

18/08/2026

📣 ბსუ-ში გარე და შიდა მობილობა დაიწყო❗❗

🎯 გარე მობილობა
(2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი):

🔹 რეგისტრაცია და საფასური: გაიარეთ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე (www.students.emis.ge) 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 სთ-მდე და გადაიხადეთ მობილობის საფასური.

🔹 რეგისტრაცია ბსუ-ს პორტალზე: სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ ბსუ-ში გადმოსვლის უფლებას, ვალდებულნი არიან ელექტრონულად ატვირთონ დოკუმენტები ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მეშვეობით 2026 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების გასაფორმებლად მატერიალური დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს მოგვიანებით).

უფრო ვრცლად იხილეთ აქ: https://bsu.edu.ge/main/page/24554/index.html?lang=ge

-------------------------------------------------

🎯შიდა მობილობა
(2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი):

🔹რეგისტრაციის პერიოდი: 2026 წლის 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბსუ-ს სტუდენტური პორტალი (portal.bsu.edu.ge) > „შიდა მობილობის“ მოდული.

🔹საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შეგიძლიათ აირჩიოთ არაუმეტეს 3 საგანმანათლებლო პროგრამა პრიორიტეტების რიგითობის მიხედვით.

🔹სადოქტორო პროგრამაზე („განათლების მეცნიერებები“) გადმოსვლისთვის სავალდებულოა შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა (სააპლიკაციო განაცხადი, საკვლევი თემის ხედვა, ხელმძღვანელის თანხმობა, მაგისტრის ხარისხი/გამოცდილება და ინგლისური ენის B2 დონე).

უფრო ვრცლად იხილეთ აქ: https://bsu.edu.ge/main/page/24554/index.html?lang=ge

(For English scroll down)📢 დამატებითი 3 დღე რეგისტრაციისთვის‼️16 აგვისტო, 18:00 საათის ჩათლით!📢 ახალგაზრდობის სააგენტოს ...
14/08/2026

(For English scroll down)

📢 დამატებითი 3 დღე რეგისტრაციისთვის‼️
16 აგვისტო, 18:00 საათის ჩათლით!

📢 ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში რეგისტრაცია გრძელდება!

🌞 გაატარე ზაფხული - ახალგაზრდულად! 🎉

❓ რა არის ბანაკის განხორციელების მიზანი?
🤝ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
🏖 ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
📚 არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა; 💪🧘 ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის
გამოვლენის ხელშეწყობა;
🥦🏃‍♀️ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა;
🇬🇪 ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;

📆 ბანაკის პროგრამა 5 დღიანია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ‼️:
🔹‼️ბსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე 18-25 წლის უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს (⚖️ გენდერული ბალანსის დაცვით).
🔹‼️არ მიუღია მონაწილეობა 2025-2026 წლებში ახალგაზრობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბანაკებში;
🔹‼️უნდა ჰქონდეს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია

💯 ბანაკი არის უფასო ყველა მონაწილისთვის!
🍽 უზრუნველყოფილია სამჯერადი კვება, 🚌 ბანაკამდე ტრანსპორტირება, 🏕 საცხოვრებელი სივრცე, 👩‍⚕️ ექიმისა და ექთნის მომსახურება და 🧩 საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები.
🎭⚽📖 სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

🎓 ბსუ-ს სტუდენტები ბანაკის მერვე ნაკადში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 2⃣4⃣ - 2⃣8⃣ აგვისტოს განხორციელდება.

📝 მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 16 აგვისტოს, 18:00 საათის ჩათვლით.
📍 მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ონლაინ: 💻 https://forms.gle/KoHn6zzLBdqSrEDg6

🗂 რეგისტრაციისთვის საჭიროა გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
🧾 თქვენი პირადი მონაცემები
✍️ სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100-150 სიტყვა)
🔹 უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრ, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს.

🚫ბანაკში დაუშვებელია:
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალების შეტანა-მოხმარება;
- ბანაკის ტერიტორიაზე ალკოჰოლური და/ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების, თრობის
მდგომარეობაში ყოფნა;
- ცივი იარაღის ან/და ნებისმიერი ბასრი საგნის შეტანა;
- მედიკამენტების შეტანა, გარდა ექიმის დანიშნულებით გათვალისწინებული საშუალებებისა, სპეციალური
ფორმის (დანიშნულების ფურცლის) თანხლებით;
- თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე;
- ბანაკის კვების რაციონით გათვალისწინებული მენიუს გარდა სხვა საკვების შეტანა და მიღება.
- ბანაკის ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის განზრახ დაზიანება/განადგურება;

🖇 მონაწილემ ბანაკში თან უნდა იქონიოს:
🔹პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
🔹პირადი ჰიგიენის ნივთები;
🔹საწოლის თეთრეული;
🔹პირსახოცი (დიდი, პატარა);
🔹საცურაო კოსტიუმი ზღვით ან აუზით სარგებლობის
შემთხვევაში;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე > portal.bsu.edu.ge

--------

📢 3 More Days to Register‼️
Register now! Registration closes on August 16 at 18:00

📢 Registration for the Anaklia Youth Camp, organized by the Youth Agency of Georgia, has officially opened!

🌞 Spend your summer the youthful way! 🎉

❓ What is the goal of the camp?
🤝 Social integration and inclusion of youth;
🏖 Access to active leisure for young people;
📚 Opportunity for non-formal education;
💪🧘 Fostering the realization of physical and intellectual potential;
🥦🏃‍♀️ Promoting and establishing a healthy lifestyle;
🇬🇪 Promoting national and patriotic values;

📆 The camp program lasts 5 days, and participation is open to:
🔹 Students aged 18–25 with active status at Batumi S***a Rustaveli State University (BSU) enrolled in higher and/or vocational education programs (⚖️ with gender balance observed).
🔹 Those who have NOT participated in camps organized by the Youth Agency during 2025–2026;
🔹 Those with strong motivation to participate.

💯 The camp is FREE for all participants!
🍽 Three meals a day, 🚌 transportation to the camp, 🏕 accommodation, 👩‍⚕️ doctor and nurse services, and 🧩 all camp program activities are provided.
🎭⚽📖 Students will have the opportunity to engage in educational, recreational, sports, and cultural activities.

🎓 BSU students will participate in the 8th stream of the camp, which will take place on August 2️⃣4️⃣ - 2️⃣8️⃣.
📝 Participant registration is open until August 16, 18:00, 2026.

📍 Interested applicants, please register online: 💻 https://forms.gle/KoHn6zzLBdqSrEDg6

🗂 Required for registration:
🧾 Your personal details
✍️ Motivation letter (maximum 100–150 words)
🔹 Priority will be given to youth who are socially vulnerable, from large families, internally displaced persons (IDPs), orphans and/or under state care, and members of ethnic minorities.

🚫 Strictly prohibited at the camp:
Bringing or consuming alcohol and drugs;
Being under the influence of alcohol and/or drugs on camp premises;
Bringing cold weapons and/or any sharp objects;
Bringing medications, except for doctor-prescribed medicine accompanied by an official prescription form;
Smoking/tobacco use is allowed ONLY in specially designated areas;
Bringing and consuming food outside the provided camp meal plan;
Intentional damage/destruction of camp infrastructure and equipment.

🖇 Participants must bring with them:
🔹 Copy of identity document;
🔹 Personal hygiene items;
🔹 Bed linen;
🔹 Towels (large and small);
🔹 Swimwear (for sea or pool access);
For additional information, visit the BSU Student Portal > portal.bsu.edu.ge

📌 ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი კრება გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა თვითმმართველობის პრეზ...
04/08/2026

📌 ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი საბჭოს მორიგი კრება გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა თვითმმართველობის პრეზიდენტი - ნიკა ფარტენაძე.

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა გასული საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შეჯამება. წარმოდგენილი და განხილულ იქნა კულტურის, განათლების, პიარისა და სპორტის დეპარტამენტების მიერ განხორციელებული საქმიანობა, ასევე შეფასდა თითოეული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობა.

კრებას ესწრებოდნენ ყველა ფაკულტეტის თავმჯდომარეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. შეხვედრა წარიმართა სამუშაო ფორმატში, სადაც მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწეული შედეგები, განიხილეს არსებული გამოწვევები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტუდენტთა ინტერესების დაცვის, მათი ჩართულობის გაზრდისა და სტუდენტური ცხოვრების განვითარების მიზნით.

#ბსუ #ბსუსსტუდენტურითვითმმართველობა #აღმასრულებელისაბჭო #სტუდენტურითვითმმართველობა #სტუდენტურიცხოვრება

🏆 OPPONENT TOURNAMENT🎱 ბილიარდის ტურნირიაჭარის მასშტაბით არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობებისა...
01/08/2026

🏆 OPPONENT TOURNAMENT

🎱 ბილიარდის ტურნირი

აჭარის მასშტაბით არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობებისა და სათამაშო კლუბ Opponent batumi-ის თანამშრომლობით იმართება ტურნირი, რომელიც აერთიანებს:

🎓 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
⚓ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
🧭 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

📣ტურნირი გაიმართება 10 აგვისტოს, 12:00 საათზე, საბილიარდო და კიბერ კლუბ ოპონენტში

📍ფიროსმანის 16 ა ნომერში

ტურნირი განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის, რეგისტრაცია უფასოა.

საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 300 ლარი.
II ადგილი - 1-თვიანი ულიმიტო „Rule“-ის membership;
III ადგილი - 10-საათიანი სათამაშო დრო „Opponent“-ში.

შეკრიბე გუნდი, გამოავლინე შენი შესაძლებლობები და იბრძოლე ჩემპიონობისთვის!🏆

მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა⤵️
https://forms.gle/PixEqiNp7Gd3AJv7A

პატივისცემით, ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა

#სტუდენტურითვითმმართველობა #სტუდენტები #ბსუ

🎉🥳6 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება...
31/07/2026

🎉🥳6 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება!🎓🎊

📚 უნივერსიტეტის დასრულება არამხოლოდ წარსული მიღწევების შეჯამება, არამედ თქვენი ახალი გზების დასაწყისია! 🚀

📍ღონისძიება ჩატარდება ბსუ-ს მიმდებარედ, უნივერსიტეტის შადრევანთან ⛲️✨ 🕗 6 აგვისტოს, საღამოს 19:00 სთ-დან🌇🌠

📸 ღონისძიების სივრცეში განთავსებული იქნება სპეციალურად მოწყობილი 📸ფოტო კუთხეები, სადაც კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები მეგობრებთან და ლექტორებთან ერთად 🤳👨‍🎓👨‍🏫 ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილია კურსდამთავრებულთა დაჯილდოება 🏆🎉

👩‍🎓👨‍🎓ღონისძიება დასრულდება ტრადიციულად ქუდების ჰაერში ასროლით🎓 ტორტის საზეიმო გაჭრით 🎂 და გრანდიოზული ფოიერვერკით 🎇🌌💫

🤗 გელოდებით! ერთად ვიზეიმოთ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება! 🥳🎓🎈💙

#ბსუ2026 #სტუდენტურითვითმმართველობა

29/07/2026

🔝XIV საფინალო ტურის თამაშის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის (ჩემპ) MVP-ლუკა ფუტკარაძე🔥

💭,,ჩემპიონი გუნდი ისევ ბიზნესის ფაკულტეტიდანაა და ამ ფორმას ჩვენ არ დავთმობთ…
დღევანდღელ თამაშში მოგებას როგორც ჩვენ, ისე მეტოქე გუნდიც იმსახურებდა, თუმცა მატჩის ბედი ერთმა პატარა დეტალმა გადაწყვიტა🙌
ჩვენ დავაანონსეთ, რომ ამ ტურნირს აუცილებლად წამოვიღებდით და ასეც მოხდა…
მინდა ვთქვა, რომ შემდეგ BSU ლიგაზე ისევ ჩვენი გუნდი გახდება ფავორიტი🤫”

29/07/2026

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ,,ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების (STEM) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში”.

პროგრამა მიზნად ისახავს ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სფეროების ხელშეწყობას და წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერას. საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს და გაგრძელდება 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/mw63W

Address

ნინოშვილის ქ. 35
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა:

Shortcuts

Share