23/12/2025
Queen’s Academy - ქუინს აკადემიაში ჩატარდა შოდოს მასტერკლასი
შოდო — ტრადიციული იაპონური კალიგრაფიის ხელოვნებაა, რომელსაც ხშირად თარგმნიან როგორც „წერის გზა“ ან ლამაზი წერა.
მასტერკლასის ფარგლებში ვისაუბრეთ შოდოს წერის სტილზე, შტრიხების მნიშვნელობაზე და ტექნიკაზე, ხოლო ბავშვებთან ერთად პრაქტიკულად დავწერეთ რამდენიმე კანჯი — იაპონური იეროგლიფი. მასტრკლასი ქუინს აკადემიის მასწავლებელმა ნინო კაკაბაძემ ჩაატარა.