საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება/GSU

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება/GSU

საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება/GSU 🇬🇪 Georgian Seafarer Union. We share important news and simple lessons to help everyone at sea and maintain best safety standards.

This page is all about working together (unity), getting the help you need (support), and staying strong on the job.

"Just use common sense."ოდესღაც მეც მეგონა, რომ გემზე "common sense" (საღი აზრი) ყველაზე მთავარი რამ იყო. მაგრამ დღეს სუ...
31/07/2026

"Just use common sense."
ოდესღაც მეც მეგონა, რომ გემზე "common sense" (საღი აზრი) ყველაზე მთავარი რამ იყო. მაგრამ დღეს სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ოფიციალურ, პროფესიონალურ საუბარში ამ ფრაზას უბრალოდ ვერც გამოიყენებ და ვერც ვერაფერში გამოგადგება.
დღეს თანამედროვე ნაოსნობაში ყველაფერი აწყობილია პროცედურებზე!
რა ვქნათ, ეს ჩვენი ბრალი არ არის, არც ფიქრი გვეზარება ვინმეს... უბრალოდ, მთელი ინდუსტრია ასე ოპერირებს. თუ გინდა, რომ დაიცვა შენი ინტერესები, შენი ოჯახი, კარიერა და მომავალი, უნდა გახდე პროცედურების მოყვარული, ან უბრალოდ თავი უნდა დაანებო ზღვას!
ის ხალხი კი, ვინც დროს ვერ გაჰყვა და დღესაც "common sense"-ზე ესაუბრება ახალბედა მეზღვაურებს, ან ბოროტი მავნებლები არიან, ან იდიოტი კეთილისმსურველები.
დააკვირდით ამ ფოტოს:
კადეტის შეკითხვა: ახალბედა დეკ-კადეტმა დასვა სრულიად პრაქტიკული და სწორი შეკითხვა drydock-ში GMDSS-ის daily, weekly და monthly ტესტირების პროცედურებზე.
"Anonymous" ოფიცრის პასუხი: ნაცვლად იმისა, რომ მიეთითებინა SOLAS-ზე ან კომპანიის Safety Management System (SMS)-ზე, ამ ოფიცერმა დაცინვა დაუწყო კადეტს: "Level up yourself" და "Use common sense a little"-ო. თან მტკიცება დაიწყო, რომ drydock-ში GMDSS-ის ტესტირება უსარგებლოა, რადგან გემი მაინც ვერ გავა ზღვაში სხვის დასახმარებლად.
1. ეს ოფიცერი არამხოლოდ უზრდელია, არამედ ელემენტარულად არაკომპეტენტურიც!
კადეტი ჯერ კიდევ სწავლობს და წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ ეს ანონიმური ოფიცერი უკვე გემზეა და რეალურად მართავს პროცესებს. ის შეიძლება დღეს OOW-ია, ხვალ კი Master გახდეს — და სწორედ ეს არის ყველაზე საშიში!
GMDSS-ის ტესტირება იმისთვის კი არ კეთდება, რომ drydock-იდან ვინმეს გადასარჩენად გაქროლდე, არამედ იმისთვის, რომ სისტემის გამართულობა, ბატარეების რეზერვი და internal system integrity შეამოწმო სანამ ზღვაში გავალთ.
ის საკუთარ გაუნათლებლობას "common sense"-ის ამოფარებით მალავს: როცა პროცედურა არ იცი, ყველაზე ადვილია სხვას უთხრა — "ტვინი ჩართეო".
ის ამკვიდრებს ტოქსიკურ გარემოს: როცა შენზე იერარქიულად დაბლა მდგომს ასეთი მანერით ელაპარაკები (მაშინ, როცა კანონითა და წესით შენ მასზე მეტი მოგეთხოვება და მეტი უნდა იცოდე!), შენ მას აშინებ, უნგრევ ნდობას და აიძულებ, მომავალში კითხვები აღარ დასვას.
2. რატომ ითხოვს Modern Shipping პროცედურებს და არა "Common Sense"-ს?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ISM Code-მა მოიტანა ეს რეალობა. ISM თავის მხრივ SOLAS-ის განუყრელი ნაწილია და აღიარებულია IMO-ს მიერ.
თუ რატომ მოიტანა ISM-მა ასეთი ცხოვრება გემზე, მაგას უცებ გაანალიზებთ, თუ ცოტა სიღრმისეულად შეისწავლით საიდან მოდის ის, როგორ მიიღო, დაამტკიცა და ჩაუშვა მუშაობაში IMO-მ.
ISM შექმნილია McDonald’s-ის მართვის შიდა პროცედურების შესწავლით და გაანალიზებით. დიახ , არ მეგეჩვენათ, მართლაც მასეა ეგ . ვიღაცას ძაან მოეწონა იდეა იმისა, რომ "Chief Cook"-ის აუცილებლობა და გავლენა გააქრო ინდუსტრიიდან ამ პროცედურებმა. 🙂 ზუსტად ისევე, როგორც დღეს ისეთი კაპიტანია გამქრალი გემიდან, როგორიც ოდესღაც წარმოგვედგინა ან ვიცოდით — თავისი აბსოლუტური, შეუფასებელი უფლებებითა და ძალაუფლებით.
ახლა კი პრაქტიკული პასუხი, თუ რატომ არ გვჭირდება ფიქრი გემზე იქ სადაც შენამდე ნაფიქრი აქვთ:
როცა გემზე ინციდენტი, Port State Control (PSC) ინსპექციური შემოწმება ან საზღვაო ძიება იწყება, არცერთი აუდიტორი, გამომძიებელი თუ სასამართლო არ გკითხავს: "Common sense გამოაყენე თუ არა?"
ისინი დასვამენ მხოლოდ ორ შეკითხვას:
1. "რა წერია ISM Code-ში, SOLAS-ში და თქვენი კომპანიის SMS პროცედურაში?"
2. "შეასრულე თუ არა ის?"
თუ რამე გაფუჭდა იმის გამო, რომ ოფიცერმა "common sense"-ით იხელმძღვანელა, ჩეკლისტი არ შეავსო ან სხვა მოკლე, მარტივი და ეფექტური გზა აირჩია ის სრულიად მარტო დარჩება პასუხისმგებლობის წინაშე. არც ეს "ანონიმური ექსპერტები" დაუფგება გვერდით და კომპანიას პირველი ის შეწირავს გამოუცდელ მაგრამ ჭკვიან ოფიცერს...
ბიჭებო, თავს გაუფრთხილდით!
არ აყვეთ დროში ჩარჩენილ "პროფესიონალებს", რომლებიც პროცედურების გვერდის ავლით "სიმაგრის" დამტკიცებას ცდილობენ.
დაივიწყეთ ფრაზა "common sense" ოფიციალურ საქმეში.
ისწავლეთ წესები, მიჰყევით SMS პროცედურებს, შეავსეთ ჩეკლისტები და დაიცავით საკუთარი თავი, ლიცენზია და კარიერა!

კაპიტან ნემო დღეს არავის აღარ ჭირდება ზღვაში.

25/07/2026

აბსოლუტურად ვეთწნხმები ამ ადამიანს, სამწუხაროდ არ ვიცი ვინაა მაგრამ ზუწტად ვიცი რას ამბობს და რას გულისხმობს!
ეგ ფრაზა — „ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ“ — არის კორპორატიული მანიპულაციის ყველაზე იაფფასიანი და ტოქსიკური ფორმა, მითუმეტეს როცა ამას გემზე გეუბნებიან, სადაც ხალხს ნამდვილი ოჯახები თვეობით ჰყავს დატოვებული ზუსტად იმისთვის, რომ მათ ფინანსურად უზრუნველყონ, ეს ორმაგად ცინიკურია.
დარწმუნებული ვარ რომ ხშირად მოგისმენიათ მეზღვაურებს ეს სამარცხვინო და ყველაზე ტოქსიკური ფრაზა, რაც კი შეიძლება მენეჯმენტისგან მოისმინო: „ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ.“
ჩვენს პროფესიაში ამ იდეოლოგიის დათესვა განსაკუთრებით ცინიკურია. როცა ამას ეუბნებიან მეზღვაურს, რომელსაც თავისი ნამდვილი ოჯახი თვეობით ჰყავს დატოვებული ათასობით მილის მოშორებით ზუსტად იმისთვის, რომ მათ ფინანსური კეთილდღეობა შეუქმნას — ეს უბრალოდ იაფფასიანი კორპორატიული მანიპულაციაა.
რა არის ოჯახი? ოჯახში იციან უანგარო მხარდაჭერა, ყველაფრის გაყოფა და შეცდომების პატიება. გემი და სამუშაო გარემო ახლოსაც ვერ მივა ოჯახურ გარემოსთან. სამსახურში „ოჯახობას“ მენეჯმენტი ხშირად ზუსტად მაშინ გახსენებს, როცა შენგან ზედმეტი საქმის გაკეთება, დასვენების საათების დათმობა და კომპანიის ინტერესებისთვის საკუთარის მსხვერპლად შეწირვა სჭირდებათ.
წლების განმავლობაში, როცა ამ ფრაზას გემზე „ტოპ ოთხეულისგან“ ვისმენდი, ყოველთვის ღიად ვაპროტესტებდი. ამის გამო ხშირად ვხდებოდი „არასასურველი კოლეგა“, მაგრამ ეს მხოლოდ სუსტ, მატყუარა და არაპროფესიონალ ლიდერებს ემართებოდათ ჩემ მიმართ. მათ ყოველთვის აშინებთ ოფიცერი, რომელმაც იცის თავისი საქმე და იცავს ჯანსაღ პროფესიულ საზღვრებს.
დღეს, მენეჯმენტის პოზიციიდან ზუსტად შემიძლია ვთქვა: გემს სჭირდება არა ფალსიფიცირებული „ოჯახი“, არამედ პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ძლიერი გუნდი.
დავაფასოთ ერთმანეთის შრომა, ვიყოთ პროფესიონალები და დავუტოვოთ ოჯახობანა ნამდვილ ოჯახებს, რომლებიც სახლში გველოდებიან! ⚓🚢

#მეზღვაური #ლიდერშიფი #მენეჯმენტი

🗣️
13/07/2026

🗣️

For English Scroll Down

ქოლუმბია შიფმენეჯმენთ ჯორჯიას განცხადება

გაცნობებთ, რომ მიმდინარე დღეებში ჩვენ მიერ შემჩნეულ და გამოვლენილ იქნა თაღლითური მოქმედების სქემა, კერძოდ, სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ შპს “ქოლუმბია შიფმენეჯმეთ ჯორჯიას” სახელით უკანონო ქმედებების განხორციელება, რომელიც ემსახურება მეზღვაურების შეცდომაში შეყვანას და მათთვის, დასაქმების მიზნით,სრულიად შეუსაბამო, არარელევანტური ინფორმაციის მიწოდებას. გვსურს თითოელ მეზღვაურს მოგიწოდოთ, რომ დასაქმებისთვის მოგვამართოთ მხოლოდ ჩვენს იურიდიულ მისამართზე: ბათუმი, რეჯებ ნიჟარაძის 9 ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთან დასაქმება ხორცილდება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე,მხოლოდ ოფისში ვიზიტის შემდეგ.

ქოლუმბია შიფმენეჯმეთ ჯორჯია, როგორც ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, მხარს უჭერს თითოეული კვალიფიცირებული მეზღვაურის დასაქმებას, ღირსეული პირობებისა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

----

Official Statement from Columbia Shipmanagement Georgia

We would like to inform you that, in recent days, we have identified and uncovered a fraudulent scheme involving individuals unlawfully acting in the name of Columbia Shipmanagement Georgia LLC. These individuals are misleading seafarers by providing false, misleading, and irrelevant information regarding employment opportunities.
We strongly encourage all seafarers to apply for employment only through our official office located at:9, Rejeb Nizharadze Street, Batumi, Georgia,or by contacting us through communication channels listed on our official website and social media pages.
We would like to state,employment at Columbia Shipmanagement Georgia is free of charge and the final stage of the recruitment process is conducted exclusively in person at our office, following an official interview and verification procedure. We do not finalize employment through unofficial intermediaries or unauthorized channels.
As the leading employer of Georgian seafarers, Columbia Shipmanagement Georgia remains committed to supporting qualified seafarers by providing legitimate employment opportunities, fair working conditions, and continuous professional development.

04/07/2026

100% დან 95 პირველივე გასაუბრებაზე მაგრამ არის 5% სულით მეთევზე ან მონადირე რომელიც იცდის, მეორე ან მესამე მოკითხვამდე 😁😁😁

18/06/2026

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

2026 წლის 1-ლი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ახორციელებენ ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას.
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს.

რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.
რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).
იმავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ლი აპრილიდან აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს. ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.

აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე
0 422 27 49 25

როცა გემი დასანქცირებული არ იყო, როცა ის PSC ინსპექციას გადის MOU ფარგლებში უპრობლემოდ და შემდეგ  აღმოჩნდება დასანქცირებ...
17/06/2026

როცა გემი დასანქცირებული არ იყო, როცა ის PSC ინსპექციას გადის MOU ფარგლებში უპრობლემოდ და შემდეგ აღმოჩნდება დასანქცირებული ამ დროს საქართველოს ხსენება რა საჭიროა ?
გემის პორტში მიღება ხდება მისი ისტორიის შემოწმების შემდეგ და არაა მისი მომავლის განჭვრიტვის შედეგად.

For English Scroll Down

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262).

აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში.

შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.

გემის საქართველოში შემოსვლამდე საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განახორციელეს მრავალდონიანი სანქციური და სამართლებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, არც ოპერატორისა და არც სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები.

SILVAR იმ პერიოდში ცურავდა პანამის დროშის ქვეშ, ფლობდა მოქმედ კლასს Lloyd's Register-ისგან (გაერთიანებული სამეფო), უზრუნველყოფილი იყო მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით, ხოლო მისი რეგისტრირებული მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი სრულად იდენტიფიცირებული იყვნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 დეკემბერს გემს დანიის სამეფოში, სკაგენის საღუზე რაიონში, Paris MoU-ს ფარგლებში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (PSC) ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა და გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.

გემის ნაოსნობის ისტორია ასევე მიუთითებს, რომ იგი ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის ჩვეულებრივ მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებსა და საღუზე რაიონებს, მათ შორის: მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა მიმართულებებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, ხოლო ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მოქმედებს საერთაშორისო დონეზე.

საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობა სწორედ მათი სამართლებრივი განსაზღვრულობისა და დროში მოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, დაუშვებელია გემის ან კომპანიის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მისი საქართველოში ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა დაწესებული.

——

The Maritime Transport Agency of Georgia takes note of the new sanctions announced by the United Kingdom in June 2026, under which the vessel SILVAR (IMO 9291262) has been included on the list of sanctioned entities.

The vessel was present at the Port of Kulevi in February 2026. At the time of its call and operations in Georgia, the vessel was not subject to sanctions imposed by the United Kingdom, the European Union, the United States, or the United Nations.

Accordingly, it is unclear why Georgia has been referenced in the information disseminated by the British Embassy, given that no international sanctions were in force against the vessel at the time of its entry into and operation within Georgia, and all competent Georgian authorities acted in full compliance with applicable national legislation and international obligations.

Prior to the vessel’s arrival in Georgia, the competent Georgian authorities carried out comprehensive multi-layered sanctions and legal compliance checks in accordance with applicable legislation and established procedures. These checks identified no active international sanctions or legal restrictions against the vessel, its owner, operator, or any other associated parties.

During the relevant period, SILVAR was sailing under the flag of Panama, held a valid class certificate issued by Lloyd’s Register (United Kingdom), maintained valid Protection and Indemnity (P&I) and Hull & Machinery insurance cover, and had fully identified registered ownership and technical management arrangements.

It is particularly noteworthy that on 5 December 2025 the vessel underwent a Port State Control (PSC) inspection under the Paris MoU regime in the Skagen anchorage area of the Kingdom of Denmark. The inspection resulted in only four minor deficiencies being recorded and the vessel was not detained, confirming its compliance with applicable international maritime safety and technical oversight requirements.

The vessel’s trading history further demonstrates that it operated on ordinary international commercial shipping routes and called at a range of European, Asian and African ports and anchorages, including Malta, Denmark (Skagen), Egypt, Malaysia, India, China and other destinations.

The Maritime Transport Agency of Georgia reiterates that the entry of any vessel into Georgian ports is subject to rigorous legal, sanctions-compliance and security controls. Georgia neither serves nor will serve as a platform for the circumvention of international sanctions. All decisions are taken solely on the basis of the legal and factual circumstances applicable at the relevant point in time under international law and practice.

The effectiveness of international sanctions regimes is founded upon the principles of legal certainty and temporal applicability. It is therefore inappropriate to assess the activities of a vessel or company on the basis of sanctions that were imposed several months after the vessel’s presence and operations in Georgia.

რატო დაიწუნა ხალხმა ეს იდეა არ მესმის 🤷🏻‍♂️
28/05/2026

რატო დაიწუნა ხალხმა ეს იდეა არ მესმის 🤷🏻‍♂️

🟥 ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს

🟥 ნახეთ სად და ვისი ინიციატივით - მასალის ბმული იხილეთ კომენტარებში.

23/05/2026

❤️😂
ყველგან იგუვე ისტორიაა !
ეს ხლახი ასე ერთნაირად ვინ დაკოდა ნეტა
მეზღვაურებზე. 😂😂

მისასალმებელი სიახლეა 👨‍✈️👌
11/05/2026

მისასალმებელი სიახლეა 👨‍✈️👌

⚓️საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მომსახურების პროცესის გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, POS-ტერმინალით გადახდის სისტემა დაინერგა.

💳 აღნიშნული სიახლე მეზღვაურებს შესაძლებლობას აძლევს, სააგენტოს სერვისების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადონ, რაც მომსახურების პროცესს კიდევ უფრო მოქნილსა და კომფორტულს ხდის.

🪪 ამასთან, სააგენტომ დანერგა ახალი სერვისი — კვალიფიკაციისა და კომპეტენციის სერტიფიკატების სამახსოვრო ბარათების სისტემა.

✅აღნიშნული სიახლის შედეგად, მეზღვაურებს განაცხადების ხელით შევსების ვალდებულება მოეხსნათ, რაც მომსახურების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

🔹განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს მომსახურების პროცესის გაუმჯობესებას და მეზღვაურთათვის უფრო სწრაფი, თანამედროვე და ეფექტიანი სერვისის უზრუნველყოფას.

EN

⚓️ To simplify and improve the efficiency of service processes, the Maritime Transport Agency of Georgia has introduced a POS terminal payment system.

💳 This new service allows seafarers to pay service fees using bank cards, making the service process more flexible and convenient.

🪪 In addition, the Agency has introduced a new service — a memorial card system for qualification and competency certificates.

✅ As a result of this innovation, seafarers are no longer required to fill out applications manually, significantly simplifying the service process.

🔹 These changes aim to improve service quality and provide seafarers with faster, more modern, and efficient services.

Address

Batumi
6000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება/GSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება/GSU:

Shortcuts

Share