American International School Progress • Batumi

American International School Progress • Batumi "პროგრესი" - ამერიკული განათლება შენს ქალაქში! Progress - American Education in Your City! მიზანი - პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობის აღზრდა!

Aims to raise Progressive Minded New Generation!

18/08/2026

შექმნილი ამერიკული სკოლა უკვე 24 წელია ქმნის უწყვეტი და ჰოლისკიტკური განათლების შესაძლებლობებს 🧡

განვითარების ახალმა ეტაპმა ვიზუალური ენის განახლების საჭიროება მოიტანა - სიახლე, რომელიც სრულად პასუხობს პროგრესის დღევანდელ მასშტაბს, ღირებულებებსა და მომავლის ხედვას.

მალე - პროგრესის ამერიკული სკოლების განახლებული ვიზუალური იდენტობა

— ENG —

, Progress American Schools have been providing opportunities for continuous, holistic education for 24 years. 🧡

A new stage of development has called for a renewed visual language — one that fully reflects Progress’s scale today, its values, and its vision for the future.

Coming soon — the renewed visual identity of Progress American Schools

გიზიარებთ პროგრესელების საერთაშორისო სამეცნიერო წარმატებას👏უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზეhttps://shorturl.at/1...
12/08/2026

გიზიარებთ პროგრესელების საერთაშორისო სამეცნიერო წარმატებას👏

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე
https://shorturl.at/1YSsq

We’re excited to share the international scientific success of Progress students! 👏

For more information, follow the link:
https://shorturl.at/1YSsq

👇“წარმატების მთავარი გასაღები არის მოსწავლის და საკუთარი საქმის სიყვარული”. - ნანა ჩარექიშვილი, ამერიკული საერთაშორისო ს...
29/07/2026

👇“წარმატების მთავარი გასაღები არის მოსწავლის და საკუთარი საქმის სიყვარული”. - ნანა ჩარექიშვილი, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმის დირექტორი

დაუღალავი შრომა იმისთვის, რომ სკოლა იყოს სივრცე, სადაც მაღალი აკადემიური ხარისხი, ინოვაციური მიდგომები და ადამი....

💫 სწავლა არასოდეს მთავრდება.სწორედ ამ იდეაზე საუბრობს პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და...
29/07/2026

💫 სწავლა არასოდეს მთავრდება.

სწორედ ამ იდეაზე საუბრობს პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი ნინა ჩიკვაშვილი, ჟურნალ OK!-ის მოწვეული რედაქტორის სვეტში - მუდმივ განვითარებაზე, განათლების ძალასა და იმ არჩევანზე, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრდის.

გაეცანით სრულ სვეტს 👇

Nina Chikvashvili • ნინა ჩიკვაშვილი
OK! Magazine Georgia

📚 ,,როდის მთავრდება სწავლა?“

არც მაშინ, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ.
არც მაშინ, როცა კარიერას იწყებ.
არც მაშინ, როცა წარმატებას აღწევ.
სწავლა იმ დღეს მთავრდება, როდესაც ფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი იცი.

დანარჩენი ცხოვრება კი სწორედ იმ ერთი გადაწყვეტილების შედეგია, გააგრძელებ თუ არა განვითარებას. ოცდაოთხი წლის წინ მეც მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მივიღე, არასოდეს შემეწყვიტა სწავლა. მას შემდეგ შეიცვალა განათლება, შეიცვალა ტექნოლოგიები, შეიცვალა მსოფლიო. მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა: ადამიანი იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ისევ მოსწავლედ ტოვებს.

📖დღესაც, ყოველი ახალი კითხვა ჩემთვის არის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, სადაც პასუხები არ არის მთავარი. სადაც უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას ამჩნევ, რას უსმენ და რას ტოვებ შეუმჩნეველს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ არაფერი რჩება დიდხანს ყურადღებაში. ინფორმაცია აღარ არის დეფიციტი, დეფიციტი გახდა სიღრმე. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი არჩევანი: რას აძლევ შენს გონებას, უფლებას, რომ დარჩეს შენთან.

📌ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის პროგრესი. ის არც მხოლოდ წინსვლაა და არც მხოლოდ შედეგი. პროგრესი, პირველ რიგში, არჩევანის კულტურაა, უნარი, განასხვავო მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, არსებითი – დროებითისგან. ის არ იზომება იმით, რამდენს აგროვებ, არამედ იმით, რის დათმობასაც სწავლობ. რადგან ზრდა ხშირად იწყება არა მაშინ, როცა რაღაცას ამატებ, არამედ მაშინ, როცა ხვდები, რის გარეშე შეგიძლია უფრო თავისუფლად, უფრო შინაარსიანად და უფრო გააზრებულად იარო. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანი უშვებს, არის იმის დაჯერება, რომ უკვე მიაღწია ყველაფერს. სწორედ ამ მომენტში ჩერდება არა მხოლოდ მისი განვითარება, არამედ მისი გავლენაც.

📌ამ ნომერში წარმოდგენილი ადამიანები სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა ცხოვრების გზას წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – ისინი არასოდეს წყვეტენ განვითარებას. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ჩემი სარედაქციო სვეტის სტუმრები.

https://okmagazine.ge/ok-nina-chikvashvilis-saredaqtoro/

Nina Chikvashvili მოწვეული რედაქტორი

#ნინაჩიკვაშვილი #სარედაქტორო

ფინალში ვართ🥳   კონკურსში პროგრესის STEM აკადემიის 4 გუნდი გადავიდა!ნახევარფინალში სულ 28 ძლიერმა გუნდმა წარმოადგინა საკ...
28/07/2026

ფინალში ვართ🥳 კონკურსში პროგრესის STEM აკადემიის 4 გუნდი გადავიდა!

ნახევარფინალში სულ 28 ძლიერმა გუნდმა წარმოადგინა საკუთარი ინოვაციური პროექტი. ჟიურის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით სულ 10 ფინალისტი გუნდი შეირჩა — და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ მათგან 4 სწორედ პროგრესელების გუნდია!

გაიცანით ჩვენი ფინალისტი გუნდები:
🔹 საჰაერო მცველები
🔹 ჰიდრა
🔹 მაღაროს მცველები
🔹 ფონონი

🙏მადლობა ჩვენს მენტორებსა და ხელმძღვანელებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის:
👨‍🏫 მენტორები: დავით სონღულაშვილი | უტა კილასონია
პროექტის "მაღაროს მცველები" ხელმღვანელი გვანცა აბესაძე



We are in the finals! 🥳 4 teams from Progress STEM Academy have made it to the finals of the Millennium Innovation Competition!
In the semifinals, 28 strong teams presented their innovative projects. By the jury's decision, only 10 finalist teams were selected from across Georgia — and we are proud to share that 4 of them belong to Progress Academy!
Meet our finalist teams:
🔹 Air Guardians (ან Air Defenders)
🔹 Hydra
🔹 Mine Guardians (ან Mine Defenders)
🔹 Phonon
🙏 Huge thanks to our mentors and leaders for their hard work and unwavering support:
👨‍🏫 Mentors: Davit Songulashvili | Uta Kilasonia
Project Leader for "Mine Guardians": Gvantsa Abesadze

27/07/2026

🎓

24 წელია ჩვენ ვზრდით გლობალურ ლიდერებს, რომლებიც ქმნიან #პროგრესულ საზოგადოებას!



🎓
For 24 years, we have been raising global leaders who build a society!

🧡დაბადების დღეს ვულოცავთ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს! თქვენი ხედვა, ლიდ...
24/07/2026

🧡დაბადების დღეს ვულოცავთ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს!

თქვენი ხედვა, ლიდერობა და ხარისხიანი განათლებისადმი ერთგულება ყოველდღიურად ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი სკოლის წარმატებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებასა და კიდევ მრავალ წელს ახალი მიღწევებით! ✨

🇫🇷✈️ თავგადასავლებით სავსე პროგრესული დღეების გაგრძელება 🔛🗺️📍პარიზის საზაფხულო ბანაკის კულტურული ტურის ფარგლებში ამჯერად...
20/07/2026

🇫🇷✈️ თავგადასავლებით სავსე პროგრესული დღეების გაგრძელება 🔛

🗺️📍პარიზის საზაფხულო ბანაკის კულტურული ტურის ფარგლებში ამჯერად ლუვრის მუზეუმს, ეიფელის კოშკსა და პარიზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას — ნოტრ-დამის ტაძარს ვეწვიეთ.

📚 სწავლა, მოგზაურობა და ახალი გამოცდილებები — ყველაფერი, რაც პროგრესულს ხდის თქვენი შვილის ზაფხულს.

— ENG —

🇫🇷✈️ The adventure-filled Progress days continue! 🔛

🗺️📍 As part of our Summer Camp cultural tour, our students visited the Louvre Museum, the Eiffel Tower, and one of Paris’s most iconic historical landmarks — Notre-Dame Cathedral.

📚 Learning, travel, and new experiences — everything that makes your child’s summer truly progressive. 🧡

#პროგრესელებიპარიზში

✨ ზაფხული იდეალურად გამოიყურება, როცა მოგზაურობ და თან სწავლობ! 🌍🎒ჩვენი პარიზული დღეები მხოლოდ ექსკურსიებით არ შემოიფარგ...
18/07/2026

✨ ზაფხული იდეალურად გამოიყურება, როცა მოგზაურობ და თან სწავლობ! 🌍🎒

ჩვენი პარიზული დღეები მხოლოდ ექსკურსიებით არ შემოიფარგლება — ერთი კვირის განმავლობაში პროგრესელები ინგლისური და ფრანგული ენის ინტენსიურ კურსს გადიან. პრაქტიკულ და ინტერაქციულ სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამა მათ ეხმარება, უცხო ენა რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენონ. 🇬🇧🇫🇷

🚀 “პროგრესთან“ ერთად საზღვრები არ არსებობს, განვითარების შესაძლებლობები კი ულევია.

— ENG —

✨ Summer is at its best when you travel and learn at the same time! 🌍🎒

Our days in Paris are about much more than sightseeing. Throughout the week, Progress students take intensive English and French language courses. Built around practical and interactive learning, the program helps them use their language skills confidently and effectively in real-life communication. 🇬🇧🇫🇷

🚀 With Progress, there are no limits—only endless opportunities for growth.

#საზაფხულობანაკი #პროგრესელებიპარიზში

Address

ვ. შამილაძის ქ. N30/V. Shamiladze Street, 30
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595641272

Alerts

Be the first to know and let us send you an email when American International School Progress • Batumi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to American International School Progress • Batumi:

Shortcuts

Share

Category