ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა 2018 წლის სექტემბრიდან გეგმავს სწავლების განხორციელებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. მოსწავლეს ეძლევა საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება, რომელიც პასუხობს მომავლის გამოწვევებს.
სკოლა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას .
სწავლების მაღალი ხარისხი მიიღწევა საერთო ხედვის მქონე სკოლის ერთგული მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, საინტერესო პედაგოგიური მიდგომებითა და საუკეთესო ინსფრასტრუქტურით.
თანამედროვე რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უცხო ენებისა და მათემატიკის სწავლებას.
ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შეძენაში მოსწავლეს დაეხმარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის (მათი ინტერესებიდან გამომდინარე)სკოლაში არსებული სპორტული და შემეცნებით/შემოქმედებითი კლუბები.
სკოლა მოამზადებს მოსწავლეებს ისეთი საერთაშორისო გამოცდებისთვის, როგორიცაა :Cambridge ESOL, TOEFL, IELTS , SAT.
აგრეთვე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში , მოემზადებიან საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის.
აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ საზაფხულო სკოლებში საზღვარგარეთ. წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გაცვლით პროგრამებში.
მოზარდებს ექნებათ აქტიური სპორტული ცხოვრება , სპორტის გაკვეთილები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ დახურულ სპორტულ დარბაზში და ღია სპორტულ მოედნებზე.
სკოლის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ საქართველოში , არამედ აქ შეძენილი ცოდნითა და უნარებით, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ.
სკოლას აქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა : ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები , ინგლისური ენისა და მათემატიკის კაბინეტები , ღია და დახურული სპორტული დარბაზები, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი საკლასო ოთახები.
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებისათვის იფუნქციონირებს კვების ბლოკი შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვით. დღის მანძილზე ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სრულფასოვანი სადილი, რომელიც დამზადდება მხოლოდ ჯანსაღი, ხარისხიანი პროდუქტით.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების საკითხს. დაცული იქნება ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ემოციური უსაფრთხოება. ამ მიზნით, სკოლას ჰყავს პასუხისმგებელი პირები, ექიმი და ფსიქოლოგი.
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით კონტროლდება შიდა და გარე პერიმეტრი, უზრუნველყოფილია წესრიგის დაცვა, სკოლაში გამართულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა.