02/12/2024
სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მშვიდობიანი პროტესტით იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ ვამაყობთ იმ სკოლის მოსწავლეებით, ვინც გაფიცვით გამოხატავს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში მონაწილეობს.
ვგმობთ ძალადობას და უსამართლობას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ჩვენი გზა ევროპისკენაა, სადაც თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებებია დაცული.
ჩვენ ვართ ქართველები და, მაშასადამე, ევროპელები!
ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!