ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა • Batumi Public School 18

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა • Batumi Public School 18

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა • Batumi Public School 18 ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ოფიციალური მის: ბათუმი,1 გრიშაშვილის ქუჩა.

24/09/2026
აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო გამოფენაზე, რომელშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები და აჭა...
16/09/2026

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო გამოფენაზე, რომელშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები და აჭარის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა ღირსეულად წარდგა.
სკოლის სტემ კლუბმა „STEAM კრეატივი“, ფიზიკის მასწავლებლის, ვენე აბუსერიძის ხელმძღვანელობით, დამთვალიერებლებს საინტერესო და ინოვაციური ნამუშევრები წარუდგინა. საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პატარა მკვლევარებს პირადად მიულოცეს ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობა და მომავალში წარმატებები უსურვეს. მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ რუსუდან დავითაძესა და ქიმიის მასწავლებელს ჯეირან ფუტკარაძეს მხარდაჭერისათვის!

15/09/2026

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

 #წარმატებულიმოსწავლეებიBAU-ს საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას მე-11 და მე-12 კლასების ...
07/09/2026

#წარმატებულიმოსწავლეები
BAU-ს საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის. გასული სასწავლო წლის დასასრულს, 2026 წლის 25 ივნისს, ოლიმპიადა BAU-ს უნივერსიტეტში ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ ხვიჩა ჩხუბაძემ და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს გადაეცა 1200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი.

ვულოცავთ მე -18 საჯარო სკოლის პედაგოგებს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ მასწავლებელთა მხ...
27/08/2026

ვულოცავთ მე -18 საჯარო სკოლის პედაგოგებს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებში გამარჯვებას:
ინდირა პაპუნიძეს-პროექტი ჩემს გაკვეთილზე;
ინგა კონცელიძეს, მარინა აბულაძესა და ლეილა ბათაძეს - პროეტი ,,ჩემი დამრიგებელი”!
ვუსურვებთ წარმატებებს!
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო

20/08/2026

სსიპ ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში ჩარიცხული პირველკლასელების მშობლებო!

გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმების გაცემა 2026 წლის 4 სექტემბერს, მე-5 საჯარო სკოლიდან მოხდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და დაელოდოთ დამრიგებლის ზარს.

სასკოლო ფორმის რეალიზაცია ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,ხოლო საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში — საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცდა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოსწავლეებს, რომლებიც:

• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;

• ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

• განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

• ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

• განთავსებულნი არიან ბავშვთა სახლში;

• 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმა მოიცავს:

👦 ბიჭებისთვის — 1 პიჯაკსა და 2 შარვალს;

👧 გოგოებისთვის — 1 პიჯაკს, 1 შარვალსა და 1 ქვედაკაბას.

 #თურქეთისსამეცნიერობანაკიდღეს განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ვხედავთ, როგორ ეძლევათ ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სა...
26/07/2026

#თურქეთისსამეცნიერობანაკი
დღეს განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ვხედავთ, როგორ ეძლევათ ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების შანსი.
სსიპ ბათუმის №18 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა ზოიძე მონაწილეობდა Space Camp Turkey-ის საერთაშორისო კოსმოსურ ბანაკში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად გაიღრმავა ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით.
გუგა გამორჩეულად ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწავლეა. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება მის მომავალ წარმატებებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
გულწრფელი მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საერთაშორისო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, ახალი ცოდნის მიღებისა და მომავალი წარმატებისთვის მყარი საფუძვლის შექმნის შესაძლებლობას.
ვულოცავთ გუგას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენციაში ბათუმის მე-18 საჯარო...
10/07/2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენციაში ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ლიკა მემიაძე და დიანა დუმბაძე მონაწილეობდნენ. „კარიესი, როგორც ქიმიური პროცესი“, - ამ სახელწოდების თემით წარსდგნენ გოგონები აუდიტორიის წინაშე. მათი სამეცნიერო ხელმძღვანელი ქალბატონი ჯეირან ფუტკარაძე გახლდათ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენციაში ბათუმის მ....

3 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალ -  კონკურსი ,,ოქრო...
05/07/2026

3 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალ - კონკურსი ,,ოქროს ზაფხული”.
ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარდგა მე-18 საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,მნათი” და მოიპოვა ჯილდო - ,, ოქროს ხმა 2026,, წარმატებებს ვუსურვებთ ანსამბლს და პედაგოგ ნათია სირაბიძეს.

 #გამარჯვებებიგრძელდება #ჩემპიონიგილოცავთ🏆,,ბათუმის ქვიშის ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2026-ის" ფინალი 🥇ტურნირის გამარჯვებული...
04/07/2026

#გამარჯვებებიგრძელდება
#ჩემპიონიგილოცავთ🏆
,,ბათუმის ქვიშის ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2026-ის" ფინალი

🥇ტურნირის გამარჯვებული ბათუმის N18 საჯარო სკოლა გახდა
საუკეთესო 👏🏻👏🏻👏🏻👏🏻👏🏻👏🏻 #ბათუმისმე18საჯაროსკოლა
https://www.facebook.com/share/v/19HahhBo1j/?mibextid=wwXIfr

Address

Batumi
6001

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა • Batumi Public School 18 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category