05/11/2013
ბათუმის სკოლების სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი „გზა წარმატებული მომავლისაკენ“ წარმატებით განახორციელეს. პროექტი მიზანად ისახავდა არაფორმალური განათლების პოპულარიზიაციას კვლევის, საინფორმაციო კამპანიის და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების მეშვეობით.
პროექტის დასაწყისში, პროექტზე მომუშავე გუნდი კონსულატციების და რეკომენდაციების მიღების მიზნით შეხვდა მათ მხარდამჭერებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს მოადგილეს და ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს. მათი რეკომენდაციების საფუძველზე დაიგეგმა პროექტის განხორციელების კონკრეტული გზები.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამოიკითხეს საზოგადოების აზრი არაფორმალური განათლების შესახებ. როგორც გამოკითხვის შედეგებმა ცხდყო გამოკითხულთა უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია არაფორმალური განათლების შესახებ.
მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანიის „მე წარმატებული ვარ, გახდი შენც წარმატებული“ საშუალებით საზოგადოებაში გაავრცელეს ბროშურები არაფორმალური განათლების შესახებ და მოუწოდებდნენ, რომ წარმატების მისაღწევად არაფორმალური განათლებაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური განათლება.
ქ. ბათუმის სკოლებში პროექტზე მომუშავე მოსწავლეებმა განახორციელეს 10 - მდე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრებზე სკოლების მოსაწავლეებს, პედაგოგებს, დირექციას ესაუბრნენ სამოქალაქო კლუბებში მათი გამოცდილების შესახებ და აღნიშნადნენ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩართულობა.
პროექტის დასასრულს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა კონფერენცია სახლეწოდებით „არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების ალტერნატივა თუ მისი შემავსებელი ნაწილი“. კონფერენციას ესწრებოდა ბათუმის და ხელვაჩაურის სკოლების 35- მდე მოსწავლე, 10 - მდე სამოქალქო განათლების პედაგოგი და მოწვეული სტუმარი ნინო ტავლალაშვილი, ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
კონფერენციაზე ფასილიტატორებმა, (ს.გ.პ ნანა გოგია და მოსწავლე ნანა გორგილაძე) წარადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გააცნეს მონაწილეებს მათი კვლევის შედეგები არაფორმალური განათლების შესახებ და აჩვენეს ფილმი, რომელიც ასახავდა არაფორმალურ განათლებაში ჩართული წარმატებული მოსწავლის ერთ დღეს.
კონფერენციაზე მოხდა, მონაწილეების აზრის დაფიქსირება არაფორალური განათლების მნიშვნელობის შესახებ. ასევე კონფრენციაზე მონაწილეების ერთობლივი გადაწყვეტილებით შემუშავდა ინიციატივის მონახაზი, რომლის მიზანს აჭარის განათლების , კულტურის და სპორტის სამინისტროს მხრიდან სკოლებში სამოქალქო კლუბების გაძლიერების გზით არაფორმალური განათლების მხარდაჭერას და ხელშეწყობას წარმოადგენს. სამინისტროში აღნიშნული ინიციატივა უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი.