ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy, College & University, 53, Rustaveli Avenue, Batumi.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის მქონდე უმნიშვნელოვანესი, პირველი საზღვაო-საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.
საზღვაო აკადემიაში მოქმედებს 3 ფაკულტეტი:
ნავიგაციის ფაკულტეტი.
საინჟინრო ფაკულტეტი.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.
ასევე შესაძლებელია სწავლა
პროფესიული გადამზადების
ცენტრში.
აგრეთვე მოქმედებს
მეზღვაურთა სასწავლო
და საწვრთნელი ცენტრი.

საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი:
1) საზღვაო ნავიგაცია.
არჩევითი საგანი: მათემატიკა
წლიური გადასახადი 2250 ლარი.

საინჟინრო ფაკულტეტი
2) გემის მექანიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

3) გემის ელექტრომექანიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

4) ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი
აღჭურვილობის ექსპლუატაცია.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი მოიცავს შემდეგ პროგრამებს
ესენია:

1) საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია.
წლიური გადასახადი: 2250ლარი.

2) ნავსადგურის მენეჯმენტი.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

3) ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ შესაძლებელია სამაგისტრო პროგრამების გავლა.

მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი ატარებს მეზღვაურთა პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებს, საზღვაო ფლოტში მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.
ცენტრი 2014 წლის 27 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა, საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების მიერ. იგი აკმაყოფილებს საერთაშორისო საზღვაო მოთხოვნების კრიტერიუმებს.

აირჩიე წარმატებული მომავალი!
053

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს მასწავლებელთა კონკურსს!აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამო...
18/09/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს მასწავლებელთა კონკურსს!

აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებულია ვაკანსიები შემდეგი მიმართულებების მასწავლებლებისთვის:
შედუღება
ამწის ოპერირება
ელექტროობა
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია.

დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ იხილეთ: https://www.bsma.edu.ge/news/785

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 21 სექტემბერს და გაგრძელდება  9 ოქტომბრის ჩათვლით!რეგისტრაცის...
17/09/2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 21 სექტემბერს და გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით!
რეგისტრაცისთვის ეწვიეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალს: https://vet.emis.ge/ #/
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

16/09/2026

UNI4VERSE FINEDU - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი ი....

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკრუინგო კომპანია „Columbia Shipmanagement“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.კომპანიის ...
11/09/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკრუინგო კომპანია „Columbia Shipmanagement“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

კომპანიის წარმომადგენლებმა აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და მომავალ მეზღვაურებს საზღვაო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და კარიერულ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან უნარებსა და კომპეტენციებზე, რომლებიც თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში დასაქმებისთვის არის საჭირო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და პრაქტიკული სივრცეები და გაეცნენ იმ საგანმანათლებლო რესურსებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების პროცესში გამოიყენება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) აღმასრულებელი დირექტორი ტაკე...
10/09/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) აღმასრულებელი დირექტორი ტაკეში ნაკაზავა ეწვია და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საერთაშორისო საზღვაო განათლების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის, საზღვაო სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებისა და უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო სასწავლო პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სიმულატორებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი ეწვია,...
08/09/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი ეწვია, რომელიც საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

არსენიო დომინგესი აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და მათ საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში არსებული სიახლეები, ახალი რეგულაციები და მეზღვაურთა დაცვის მექანიზმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი გაეცნო აკადემიაში სწავლების პროცესს და სასწავლებლის სამომავლო განვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!პირველკურსელთა რეგისტრაცია 7 სექტემბრიდან 20 სექ...
07/09/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!

პირველკურსელთა რეგისტრაცია 7 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს:

https://registration.bsma.edu.ge/online-register/doctor

05/09/2026

📍ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ, ᲛᲐᲠᲘᲐᲛ ᲥᲕᲠᲘᲕᲘᲨᲕᲘᲚᲘ

🔹მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔).

🔹ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა და მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით.

🔹მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2025 წლის 24 ივნისიდან იკავებს. ის გახლავთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2021 წლიდან 2025 წლის ივნისამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა და კურირებდა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს (საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, კურორტების განვითარებისა და მთის ტრასების სააგენტოებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ქვეყნის აეროპორტებსა და საქაერონავიგაციას). 2021 და 2024 წლებში მარიამ ქვრივიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

___________________________________

📍𝐌𝐈𝐍𝐈𝐒𝐓𝐄𝐑 𝐎𝐅 𝐄𝐂𝐎𝐍𝐎𝐌𝐘 𝐀𝐍𝐃 𝐒𝐔𝐒𝐓𝐀𝐈𝐍𝐀𝐁𝐋𝐄 𝐃𝐄𝐕𝐄𝐋𝐎𝐏𝐌𝐄𝐍𝐓 𝐎𝐅 𝐆𝐄𝐎𝐑𝐆𝐈𝐀, 𝐌𝐀𝐑𝐈𝐀𝐌 𝐊𝐕𝐑𝐈𝐕𝐈𝐒𝐇𝐕𝐈𝐋𝐈

🔹𝐌𝐚𝐫𝐢𝐚𝐦 𝐊𝐯𝐫𝐢𝐯𝐢𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢, Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, will participate in the Georgia International Maritime Forum (𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔).

🔹Within the framework of the forum, 𝐌𝐚𝐫𝐢𝐚𝐦 𝐊𝐯𝐫𝐢𝐯𝐢𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢 will deliver remarks and share her vision with participants on Georgia’s economic development, international cooperation, and regional connectivity.

🔹𝐌𝐚𝐫𝐢𝐚𝐦 𝐊𝐯𝐫𝐢𝐯𝐢𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢 has served as Minister of Economy and Sustainable Development of Georgia since June 24, 2025. She is a member of the Political Council of the political association “Georgian Dream – Democratic Georgia.” From 2021 until June 2025, she served as Deputy Minister of Economy and Sustainable Development, overseeing the tourism and civil aviation sectors (the Georgian National Tourism Administration, the Mountain Trails Agency (MTA), the Georgian Civil Aviation Agency (GCAA), and Georgian Air Navigation). In 2021 and 2024, 𝐌𝐚𝐫𝐢𝐚𝐦 𝐊𝐯𝐫𝐢𝐯𝐢𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢 was elected as a Member of the Parliament of Georgia. From 2019 to 2021, she headed the Georgian National Tourism Administration.

05/09/2026

📍ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠ-ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘ, ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ

🔹ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔).

🔹ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი და სამართლის დოქტორი (𝐃𝐫. 𝐢𝐮𝐫.). იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს გაეროს განვითარების პროგრამასა (𝐔𝐍𝐃𝐏) და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.

🔹ირაკლი კობახიძე არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია კონსტიტუციური სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკურ პარტიათა სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე. მისი მრავალწლიანი აკადემიური, სამართლებრივი და საჯარო საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო მართვის, ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს.

🔹საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გახსნის 𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔-ს და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

———————————————

📍𝐏𝐑𝐈𝐌𝐄 𝐌𝐈𝐍𝐈𝐒𝐓𝐄𝐑 𝐎𝐅 𝐆𝐄𝐎𝐑𝐆𝐈𝐀, 𝐈𝐑𝐀𝐊𝐋𝐈 𝐊𝐎𝐁𝐀𝐊𝐇𝐈𝐃𝐙𝐄

🔹𝐈𝐫𝐚𝐤𝐥𝐢 𝐊𝐨𝐛𝐚𝐤𝐡𝐢𝐝𝐳𝐞, 𝐏𝐫𝐢𝐦𝐞 𝐌𝐢𝐧𝐢𝐬𝐭𝐞𝐫 𝐨𝐟 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚, will participate in the Georgia International Maritime Forum (𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔).

🔹𝐈𝐫𝐚𝐤𝐥𝐢 𝐊𝐨𝐛𝐚𝐤𝐡𝐢𝐝𝐳𝐞 is a professor of constitutional law and holds a doctorate in law (𝐃𝐫. 𝐢𝐮𝐫.). He is a graduate of Ivane Javakhishvili Tbilisi State University and Heinrich Heine University Düsseldorf. Alongside his academic career, his professional experience includes cooperation with the United Nations Development Programme (𝐔𝐍𝐃𝐏) and the Council of Europe on regional development, local self-governance, and institutional reform.

🔹𝐈𝐫𝐚𝐤𝐥𝐢 𝐊𝐨𝐛𝐚𝐤𝐡𝐢𝐝𝐳𝐞 is the author of numerous scholarly works and textbooks on constitutional law, human rights, and the legal regulation of political parties. His extensive academic, legal, and public career spans public administration, institutional development, and international cooperation.

🔹Prime Minister of Georgia 𝐈𝐫𝐚𝐤𝐥𝐢 𝐊𝐨𝐛𝐚𝐤𝐡𝐢𝐝𝐳𝐞 will officially open 𝐆𝐈𝐌𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔 and deliver a welcoming address to the forum’s participants

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ! გამოცხადდა საზღვაო აკადემიის 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა...
26/08/2026

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გამოცხადდა საზღვაო აკადემიის 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა!
მობილობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაცია უნდა გაირონ 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით !
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს გვერდზე: https://bsma.edu.ge/news/762
გისურვებთ წარმატებებს!

Address

53, Rustaveli Avenue
Batumi
6004

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322887337

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy:

Shortcuts

Share