სკოლა თაობა • Skola Taoba

სკოლა  თაობა • Skola Taoba შპს "თაობა"
კერძო სკოლა - 2001 წლიდან

მისია: „ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარება განაპირობებს მოსწავლის ბედნიერებას და წარმატებას, შესაბამისად მზად ვართ ვაქციოთ სწავლა მოსწვალისთვის საინტერესო პროცესად, გარემოში სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია, სადაც მოსწავლე შეძლებს იპოვოს საკუთარი თავი’’

ხედვა: ჩვენი გამორჩეული კომპეტენცია – დავაფუძნოთ სასწავლო პროცესი მოსწავლე სუბიექტის პარადიგამზე – “2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო 10 სკოლას შორის“.

ღირებულებები:

თანასწორობის დაცვა – რაც გულისხმობს სკოლის ყველა მოსწავლის, მასწავლებლის და თანამშრომლის განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას.
გუნდური მუშაობა – რაც გულისხმობს სკოლისადმი ერთგულების და თანაშემოქმედებითობის განცდის გაძლიერებას და ხელშეწყობას.
პროფესიონალიზმი – რაც გულისხმობს გაზიარებულ პასუხისმგებლობას სკოლის ეფექტიანობაზე, დასახული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მიღწევასა და რეალიზებაზე.
ღიაობა – რაც გულისხმობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ასევე მონაწილეობას, რომელიც ქმნის პროცესების გაუმჯობესების საფუძველს და ანგარიშვალდებულებას, რომელიც სკოლას და სასკოლო საზოგადოებას აქვთ ერთმანეთის მიმართ და შედეგებთან მიმართებით.

25/09/2026

ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული 🇪🇺🏆⛹️🤸‍♀️

✨ თაობაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 💛🚀 წინ ახალი გამოცდილებები, აღმოჩენები და ბევრი საინტერესო დღე გველოდება.
14/09/2026

✨ თაობაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 💛

🚀 წინ ახალი გამოცდილებები, აღმოჩენები და ბევრი საინტერესო დღე გველოდება.

13/09/2026

ახალი თაობა 💫

✨ პირველი დღე „თაობაში“პირველკლასელებს ბევრი კითხვა აქვთ და ეს კარგია.ვინ არის ჩემი მასწავლებელი? სად არის ჩემი კლასი? ვ...
13/09/2026

✨ პირველი დღე „თაობაში“

პირველკლასელებს ბევრი კითხვა აქვთ და ეს კარგია.

ვინ არის ჩემი მასწავლებელი? სად არის ჩემი კლასი? ვინ დამხვდება აქ?

💫ამ კითხვებზე პასუხებს ისინი პირველივე შეხვედრაზე პოულობენ გარემოს, მასწავლებლებისა და ერთმანეთის გაცნობით.

25 წელია, „თაობაში“ გვჯერა, რომ სწავლა ცნობისმოყვარეობით იწყება.

💛 იკითხე, სცადე და პასუხები თავად აღმოაჩინე.

🏫 „თაობაში“ ახალი მოსწავლეები სკოლას სწავლის დაწყებამდე ეცნობიან. ✨ ეს ინიციატივა უკვე მეორე წელია ხორციელდება და მოსწავ...
12/09/2026

🏫 „თაობაში“ ახალი მოსწავლეები სკოლას სწავლის დაწყებამდე ეცნობიან.

✨ ეს ინიციატივა უკვე მეორე წელია ხორციელდება და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ გაიცნონ სკოლის სივრცე, თანატოლები და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ბუნებრივად ჩაერთონ ახალ გარემოში.

🤝 პირველ სასწავლო დღემდე ბავშვებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ კლასელები და ნელ-ნელა შეეჩვიონ გარემოს. ეს შეხვედრა მათ პირველ ნაბიჯებს უმარტივებს და თავიდანვე ეხმარება, თავი სასკოლო ცხოვრების ნაწილად იგრძნონ.

💙 ასე გრძელდება „თაობის“ 25-წლიანი ისტორია!

🎓 ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს გილოცავთ სტუდენტობას! ✨ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ...
25/08/2026

🎓 ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს გილოცავთ სტუდენტობას!

✨ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე!

📣 გახდი ჩვენი გუნდის წევრი! დასაქმდით თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლაში! 🔹ვაცხადებთ ვაკანსიებს სხვადასხვა ...
06/08/2026

📣 გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დასაქმდით თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლაში!

🔹ვაცხადებთ ვაკანსიებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციებზე:

👥მოქალაქეობა

➗მათემატიკა

🌟 ჩვენთან დაგხვდებათ:

🤝 მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი;

📈 პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;

🏫თანამედროვე სასწავლო გარემო;

💡შემოქმედებითი იდეების მხარდაჭერა და მათი განხორციელების თავისუფლება.

📩 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი აპლიკაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე teacherjobs.ge

📢 გახდი ჩვენი გუნდის წევრი! დასაქმდით თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლაში!🔹 ვაცხადებთ ვაკანსიებს სხვადასხვა ...
07/07/2026

📢 გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დასაქმდით თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლაში!

🔹 ვაცხადებთ ვაკანსიებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციებზე:

👥 მოქალაქეობა

📚 ქართული ენა და ლიტერატურა

➗ მათემატიკა

🎒 დაწყებითი საფეხური

🌟 ჩვენთან დაგხვდებათ:

🤝 მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი;

📈 პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;

🏫 თანამედროვე სასწავლო გარემო;

💡 შემოქმედებითი იდეების მხარდაჭერა და მათი განხორციელების თავისუფლება.

📩 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი აპლიკაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე teacherjobs.ge

✨ 25 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონში“, გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე სასკოლო საზ...
27/06/2026

✨ 25 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონში“, გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოებამ განიხილა სკოლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები:

🔹 როგორ გავაუმჯობესოთ პროცესზე ორიენტირებული კურიკულუმი?

🔹 როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა სოციალიზაციას და შევქმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო?

🔹 როგორ გავზარდოთ სკოლის ცნობადობა და ეფექტიანობა?

შეხვედრა მხოლოდ შედეგების შეჯამება არ ყოფილა. ეს იყო პროფესიული შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე, სადაც სასკოლო საზოგადოებამ მიმოიხილა ბოლო ათი თვის განმავლობაში განვლილი გზა, შეაფასა მიღწევები და გამოწვევები, გააანალიზა მიღებული გამოცდილება და ის ცვლილებები, რაც ამ პროცესებმა სკოლას მოუტანა.

შეხვედრა დასრულდა როგორც მიღწეული შედეგების გააზრებით, ისე ახალი მიზნების დასახვით. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის მომავალი სასწავლო წლის გააზრებული დაგეგმვისა და წარმატების საფუძველს.

Address

რურუას ქ#10
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00

Telephone

+995593300608

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა თაობა • Skola Taoba posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა თაობა • Skola Taoba:

Shortcuts

Share

Category