29/04/2026
როგო სასწავლო ცენტრი•Rogo education center
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from როგო სასწავლო ცენტრი•Rogo education center, Education, 163, V, Gorgasali Street, Batumi.
თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მაღალ სტანდარტებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ლექციებს გთავაზობთ. ჩვენი მიზანია დარგში მოღვაწე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
29/04/2026
06/04/2026
🎓თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეზიდენტთა მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:
🔹 თერაპიული სტომატოლოგია: მიღება განხორციელდება კონკურსის გარეშე.
🔹 ორთოპედიული სტომატოლოგია: მიღება განხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
🔹 ორთოდონტია: მიღება განხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
📅 ონლაინ რეგისტრაცია: 14 აპრილი- 21 აპრილი
💻 რეგისტრაციის პორტალი: თსსუ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი - https://tsmu.edu/registracia/
🗓️ მზადების დაწყების თარიღი: 04 მაისი, 2026 წელი
ორთოდონტია, ორთოპედიული თერაპიული სტომატოლოგია- 25 მაისი, 2026 წელი
📍მზადება განხორციელდება ქ.ბათუმში, ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრ ,,როგო”-ში.
🔍 რატომ „როგო“?
ჩვენთან რეზიდენტები გადიან პროფესიულ მზადებას იქ, სადაც იქმნება თანამედროვე მედიცინის სტანდარტი.
ციფრული ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა და წამყვანი სპეციალისტების მენტორობა - ეს არის გარემო თქვენი პროფესიული ზრდისთვის.
📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 254 25 40
📍 მისამართი: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. №163
#რეზიდენტურა #სტომატოლოგია #განათლება #თსსუ #ბათუმი #მედიცინა
31/12/2025
✨გილცავთ ახალ 2026 წელს!
🎊 გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ახალი ცოდნის, ბრწყინვალე წარმატებებისა და თავდაჯერებულობის მომტანი.
✅ ,,როგოს” დერმატო-ვენეროლოგი მანანა ამაღლობელი დაესწრო კადევერ კურსს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობით.
ℹ️ კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა შეესრულებინათ ინექციური მანიპულაციები რეალურ ანატომიურ ლაბორატორიაში.
✨ მსგავსი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კლინიკა „როგოს“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ზრდის უსაფრთხოების სტანდარტებს და საშუალებას აძლევს ჩვენს სპეციალისტებს პაციენტებს შესთავაზონ კიდევ უფრო თანამედროვე, ზუსტი და ეფექტური მიდგომები.
#მედიცინა #ესთეტიკა #სამედიცინოცენტრი
✅ კლინიკა ,,როგომ” უმასპინძლა საერთაშორისო ექსპერტს, პლასტიკურ ქირურგსა და IBSA-ს აზრის ლიდერის Eyal Kramer-ს.
ℹ️ ჩვენს დერმატო-ვენეროლოგ მანანა ამაღლობელს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა დარგის ექსპერტის პრაქტიკა და დაუფლებოდა პროფაილოს სტრუქტურის გამოყენების უახლეს, თანამედროვე ტექნიკებს.
✨ მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები კიდევ ერთი ნაბიჯია თქვენი უსაფრთხო და ინოვაციური ესთეტიკური შედეგებისთვის.
#მასტერკლასი #საუკეთესოებიჩვენთან
✅ 11 ნოემბერს როგოს სასწავლო ცენტრში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: ,,როზაცეა: დიაგნოზისა და მკურნალობის თანამედროვე გაგება და მიდგომები”
👩⚕️ ტრენინგს უძღვებოდა დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი და ,, Institute Hyalual”-ის საერთაშორისო ტრენერი ალინა ჩენკოვა.
ℹ️ ლექცია შეეხო ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
1. რა არის როზაცეა? რამდენად გავრცელებულია პრობლემა?
2. პათოგენეზი. ახალი ანთებითი მედიატორები;
3. კლინიკური ფორმები;
4. დიაგნოზი;
5. კომბინირებული თერაპიის ახალი მკურნალობის მიდგომები და შედეგები.
#როგოსსასწავლოცენტრი #ლექცია
📣 როგოს სასწავლო ცენტრში 8 ნოემბერს ჩატარდა პროფესიული ტრენინგი პოლილაქტინის მჟავაზე დაფუძნებულ ინოვაციურ პროდუქტზე — ELLURE.
ℹ️ ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია აპტოსის მიერ.
👨⚕️ ტრენინგს უძღვებოდა ესთეტიკური მედიცინის სფეროში ექსპერტ-ტრენერი და პლასტიკური ქირურგი მურატ ცინცაძე.
✅ სესია მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციას, ასევე ლაივ დემონსტრაციასა და მასტერკლასს. მისი მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება პოლილაქტინის მჟავასთან მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებში. დეტალურად იქნა განხილული პროდუქტის შერევისა და ინექციის უნიკალური ტექნიკები.
#როგო #განათლება #როგოსსასწავლოცენტრი #ტრენინგი
25/10/2025
არ გამოტოვოთ მორიგი უნიკალური შანსი✨👇🏻
მორიგი უნიკალური შანსი კლინიკა ,,როგო"-სგან 👉 სპეციალური მოწვევით საერთაშორისო სპიკერი DR. Waleed Kurdi და ექიმი Mariam Arveladze GDDA EXPO 2025-ზე გაგვიზიარებენ პრაქტიკულ ცოდნასა და მიდგომებს: ,,ფანტას უნივერსალური ფაილების უპირატესობები ენდოდონტიური მკურნალობის დროს & საფეხურის მართვა".
🗓 არ გამოტოვოთ შანსი დაესწროთ ლექციასა და ლაივ დემოს 2 ნოემბერი 12:00სთ 📍ჰუალინგ პლაზა, თბილისი.
GDDA EXPO 2025 -ზე 31 ოქტომბერიდან - 2 ნოემბერის ჩათვლით კი ROGO SHOP -სგან გელოდებათ განსაკუთრებული ფასები💯
🎟ლექციაზე და გამოფენაზე დასწრების ბილეთებს უზრუნველყოფს კლინიკა ,,როგო".
ბილეთების მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 577 61 44 36
ასევე უზრუნველყოფილი იქნება უფასო ტრანსპორტირება ბათუმიდან! 🚌
🗓 როდის: 1 ნოემბერი
📍 მარშრუტი: ბათუმი - თბილისი ("ჰუალინგ პლაზა") - ბათუმი
ბათუმიდან გასვლის დეტალები:
ადგილი: https://maps.app.goo.gl/j5cMQWAE4xSevZN98
დრო: 08:30 სთ.
თბილისიდან (ჰუალინგ პლაზა):
დრო: 18:00 სთ. (გამგზავრება ბათუმის მიმართულებით)
💡 როგორ დაჯავშნოთ ადგილი?
რეგისტრაციის ბმული- https://docs.google.com/.../1FAIpQLSdZHAMvuKm.../viewform...
-----
Another unique opportunity from the clinic "Rogo" 👉 By special invitation, international speaker Dr.Waleed Kurdi and Dr.Mariam Arveladze will share practical knowledge and approaches with us at EXPO 2025: "Advantages of Fanta Universal Files during Endodontic Treatment & Stage Management".
🗓 Don't miss the chance to attend the lecture and live demo on November 1, 13:00 📍Hualing Plaza, Tbilisi.
From October 31 to November 2, ROGO SHOP will offer you special prices at GDDA EXPO 2025💯
🎟Tickets for the lecture and exhibition are provided by the clinic "Rogo".
To obtain tickets, contact us: +995 577 61 44 36
✨4-6 ოქტომბერს როგოს სასწავლო ცენტრში გაიმართა სამდღიანი ინტენსიური ლექცია-მასტერკლასი თემაზე: „განმეორებითი ენდოდონტია — მეორე შანსი კბილებისთვის“. პროგრამა ჩატარდა მსოფლიო დონის სპიკერისა და დარგის აღიარებული სპეციალისტის, ექიმ -ის ხელმძღვანელობით.
👉სამდღიანი პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს, ისე ინტენსიურ პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა დეტალურად გაიაზრეს ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და ისწავლეს რთულ შემთხვევებთან გამკლავების ინოვაციური მეთოდები.
პრაქტიკული დემონსტრაციებისა და პროფესიული დისკუსიების მეშვეობით, მონაწილეებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, გაეზიარებინათ გამოცდილება დარგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტთან და დაეხვეწათ საკუთარი კლინიკური უნარები.
✅მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩვენს სპეციალისტებს აძლევს საშუალებას, დანერგონ მკურნალობის უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველყონ პაციენტებისთვის.
07/10/2025
„როგოს სასწავლო ცენტრში“ წარმატებით დასრულდა 3-დღიანი ლექცია-მასტერკლასი თემაზე: „განმეორებითი ენდოდონტია — მეორე შანსი კბილებისთვის“. ტრენინგს მსოფლიო დონის სპიკერი და დარგის აღიარებული ექსპერტი, ექიმი Waleed Kurdi უძღვებოდა.
მასტერკლასის კულმინაცია იყო ბოლო დღეს ჩატარებული ლაივ დემონსტრაცია, სადაც კლინიკა „როგოს“ ექიმების ჩართულობითა და ექიმ Waleed Kurdi-ის ხელმძღვანელობით, რეალურ პაციენტს ურთულესი მანიპულაცია — არხიდან ჩატეხილი ფაილის ამოღება ჩაუტარდა.
აღნიშნული პრაქტიკები და მიღებული ცოდნა საშუალებას აძლევს ჩვენს სპეციალისტებს, დანერგონ მკურნალობის უახლესი, საერთაშორისო პროტოკოლები და ყველაზე რთულ კლინიკურ შემთხვევებსაც კი წარმატებით გაუმკლავდნენ.
„როგოს სასწავლო ცენტრი“ მადლობას უხდის ბატონ Waleed Kurdi-ის უნიკალური გამოცდილების გაზიარებისთვის და ვამაყობთ, რომ ვქმნით პროფესიული განვითარების სივრცეს, რომელიც საქართველოში სტომატოლოგიის სფეროს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
Rogo's Learning Center has successfully concluded a 3-day lecture and masterclass on the topic: "Endodontic Retreatment — A Second Chance for Teeth." The training was led by the world-renowned speaker and acclaimed expert in the field, Dr. Waleed Kurdi.
The highlight of the masterclass was a live demonstration on the final day. In collaboration with the doctors of Rogo's Clinic and under the leadership of Dr. Waleed Kurdi, a highly complex procedure—the removal of a fractured instrument from a root canal—was performed on a real patient.
The techniques and knowledge gained from this training empower our specialists to implement the latest international treatment protocols and successfully manage even the most challenging clinical cases.
Rogo's Learning Center extends its gratitude to Dr. Waleed Kurdi for sharing his unique expertise. We are proud to create a space for professional development that elevates the field of dentistry in Georgia to new heights.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
163, V, Gorgasali Street
Batumi
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |
| Saturday | 10:00 - 19:00 |