ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ჩვენთან🌊

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ) მდებარეობს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე და არის საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველო საზღვაო განათლებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. პირველი საზღვაო სასწავლებელი ბათუმში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გაიხსნა. დღეს მეზღვაურებისა და საზღვაო დარგის სპეცილაისტების აღზრდას ბათუმში ლოკალიზებული ორი უნივერსიტეტი და ერთი კოლეჯი ემსახურება.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი თავის ისტორიას ითვლის 1998 წლიდან, როცა დაარსდა ,,ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა”. 2007 წელს მეზღვაურთა სკოლის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც 12 წელზე მეტია, წარმატებით ვითარდება.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ფლობს ISO ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატს, გააჩნია საერთაშორისო აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები, საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხობის სააგენტოს (EMSA) აღიარება, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარების დოკუმენტი. ბნსუ არის აკრედიტებული და ავტორიზებული დარგობრივი საგანმანათლებლო ცენტრი. მას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე აღჭურვილობითა და საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემით. ბნსუ თანამშრომლობს 11 საკრუინგო და 8 ლოგისტიკურ კომპანიასთან. უნივერსიტეტს ჰყავს სახელშეკრულებო სამეცნიერო და სასწავლო პარტნიორები მსოფლიოს 12 ქვეყანაში.

ბნსუ-ში მოქმედებს ორი ფაკულტეტი - საზღვაო-საინჟინრო და ლოგისტიკის ფაკულტეტები, სადაც ხორცილედება სამი პროფესიული, ოთხი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

მისია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს ღია სოციალურ და საგანმანათ-ლებლო სისტემას, რომელიც მიმართულია:

•ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობაზე;
•დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში განათლების მიღებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობისა და ღია ხასიათის უზრუნველყოფაზე, პიროვნების ინტერესებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე, კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე;
•საქართველოს და საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნისა და აქტუალური პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მომზადებაზე და პიროვნული, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის, პროფესიონალური ვალდებულებების შესრულების, ეთიკური ნორმების დაცვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარების, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების მოტივაციის ჩამოყალიბებაზე.

ხედვა
ბნსუ 2025 წელს: კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა; ამავდროულად, ბნსუ არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტ¬ნიორი, რომელსაც აქვს ცნობადი და ევროპულ საგანმანათლებლო და დარგობრივ სივრცეში აღიარებული ბრენდი.

ღირებულებები
•ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა;
•სინდისის, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
•გადაწყვეტილების ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
•აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

21/09/2026

🚢საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია I 𝟏𝟑 თვე

სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!

🔗ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო: 𝐰𝐰𝐰.𝐯𝐞𝐭.𝐠𝐞

🌊დაიწყე შენი მოგზაურობა მაღალანაზღაურებადი საზღვაო კარიერისკენ ბნუ-ში!

21/09/2026

📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო❕

🚢საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
🚢გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია
⚡️ელექტროობა

✍️რეგისტრაცია - 𝟐𝟏 სექტემბრიდან 𝟗 ოქტომბრის ჩათვლით 𝐯𝐞𝐭.𝐠𝐞-ზე

✔️სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

📩დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე:
558 40 33 40

17/09/2026

ბნუ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალზე📚🔬🔭

📣მეცნიერების რეგიონული ფესტივალი – 𝟐𝟎𝟐𝟔!ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების რეგიონულ ფესტივალ...
17/09/2026

📣მეცნიერების რეგიონული ფესტივალი – 𝟐𝟎𝟐𝟔!

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში, რომელსაც 𝟏𝟔 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება, აგრეთვე მეცნიერების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ფესტივალის საგამოფენო სივრცეში უნივერსიტეტმა წარმოადგინა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომები და გამოცემები, ბნუ-ს ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრები და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი სხვა მასალები.

ფესტივალმა ბნუ-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, მიმდინარე კვლევითი საქმიანობა და საზღვაო განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები.

15/09/2026

📣დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას სრულიად უფასოდ - რეგისტრაცია იწყება!

🚢საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
🚢გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია
⚡️ელექტროობა

მოინიშნე თარიღები - 𝟐𝟏 სექტემბერი - 𝟗 ოქტომბერი
✍𝐰𝐰𝐰.𝐯𝐞𝐭.𝐠𝐞

15/09/2026

📣ახალი სასწავლო წელი დაიწყო📣

🎓ბნუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!ბნუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის და...
15/09/2026

🎓ბნუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ბნუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

შეხვედრის ფარგლებში, პირველკურსელები გაეცნენ სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებასა და მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. ასევე, დაათვალიერეს ბნუ-ს თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა.

🌊 ბნუ ყველა სტუდენტს უსურვებს წარმატებულ სასწავლო წელს, საინტერესო გამოცდილებასა და მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევებს!

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესა...
14/09/2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

საბა იყო გამორჩეული, პასუხისმგებლიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს წარუშლელი ხსოვნა დაუტოვა.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სახელით, ვუსამძიმრებთ საბას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში.

🌊დაიწყე შენი მოგზაურობა მაღალანაზღაურებადი საზღვაო კარიერისკენ!ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლ...
14/09/2026

🌊დაიწყე შენი მოგზაურობა მაღალანაზღაურებადი საზღვაო კარიერისკენ!

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება:

🚢საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
🚢გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია
⚡️ელექტროობა

✍️რეგისტრაცია - 𝟐𝟏 სექტემბრიდან 𝟗 ოქტომბრის ჩათვლით 𝐯𝐞𝐭.𝐠𝐞-ზე

✔️სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

📩დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე:
558 40 33 40
514 40 88 40

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.ღონის...
11/09/2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ადმინისტრაციული პერსონალისა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო გარემოს თავისებურებებს, ლექციებისა და პრაქტიკული კურსების მიმდინარეობას. ხაზი გაესვა დასაქმების პერსპექტივებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული განვითარების გზაზე სთავაზობს.

Address

38 Tamar Mefe's Avenue , Makhindjauri
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995514408840

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University:

Shortcuts

Share