ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance

ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance

Share

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბხსუ) სტუდენტური თვითმმართველობა

10/01/2026

🎨 მიხეილ კვაჭაძის საიუბილეო პერსონალური გამოფენა | Mikheil Kvachadze’s Anniversary Solo Exhibition

გალერეა „ჩიგოგიძე“ გიწვევთ მიხეილ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც ეძღვნება ხელოვანის 70 წლის იუბილეს | Chigogidze Gallery invites you to Mikheil Kvachadze’s solo exhibition dedicated to the artist’s 70th anniversary.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მრავალწლიანი შემოქმედება | The exhibition will present works from the artist’s many years of creative practice.

Batumi, Z. Gorgiladze 6G | 555 478 074

Photos from ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance's post 25/12/2025

✨🎨24 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო საღამო, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი. 🎨ეს იყო განსაკუთრებული დღე, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინეს.
💃🏻🕺🏻🎨მუსიკა, ცეკვა, სიმღერა,თეატრი, სახვითი ხელოვნება — ხელოვნების ყველა დარგი ერთმანეთს შეხვდა და დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნა. საღამო სავსე იყო სითბოთი, სიხარულითა და შთაგონებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც მრავალფეროვანი იდეები ერთიანდება და ცოცხლდება ✨

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და გისურვებთ ახალ წელს სავსეს შემოქმედებითი წარმატებებით, შთაგონებითა და ახალი გამარჯვებებით 🎄🎶

22/12/2025

✨🎄24 დეკემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტის შიდა ეზოში გიწვევთ საახალწლო საღამოზე, რათა ერთად გავიხალისოთ საღამო და შევქმნათ თბილი და დაუვიწყარი განწყობა.
🕺🏻💃🏻საღამოს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს კლასიკური საახალწლო დრესკოდი, რომლის გათვალისწინებაც სასურველია.
✨🎨გელოდებით სიყვარულით და საახალწლო სითბოთი 🎄

ახალი ეტაპი სტუდენტური თანამშრომლობის განვითარებაში✊💙

ბნუ სტუდენტური თვითმმართველობა BNU Student Self-Government -ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება: „სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის (SDG’s Youth Batumi 2025)”.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რეგიონის ოთხი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის🤝

შეხვედრის მიზანი თვითმართველობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერებასა და გლობალური მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა🌐

ბსუ-ს სტუდენური თვითმმართველობა ვთვლით, რომ მემორანდუმი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, გააფართოებს სტუდენტური განვითარების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ერთიანი, პროგრესზე ორიენტირებული მომავლის შექმნას🤝📚💡

ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance 05/12/2025

ახალი ეტაპი სტუდენტური თანამშრომლობის განვითარებაში✊💙 ბნუ სტუდენტური თვითმმართველობა BNU Student Self-Government -ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება: „სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის (SDG’s Youth Batumi 2025)”. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რეგიონის ოთხი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის🤝 შეხვედრის მიზანი თვითმართველობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერებასა და გლობალური მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა🌐 ბსუ-ს სტუდენური თვითმმართველობა ვთვლით, რომ მემორანდუმი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, გააფართოებს სტუდენტური განვითარების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ერთიანი, პროგრესზე ორიენტირებული მომავლის შექმნას🤝📚💡 ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance

3D მოდა — ახალი საწყისი
📅 5 დეკემბერი 2025
📍 ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
🎤 ორგანიზატორი: კიბერ აკადემია

ბათუმი ინოვაციური მოდის ეპიცენტრი ხდება.
„3D მოდა — ახალი საწყისი“ აერთიანებს ციფრულ დიზაინს, ფიზიკურ მოდას და შემოქმედებით პერფორმანსს.

  ჩვენებაზე ნახავთ:
 • კოლაბორაციული კოლექცია: კურსდამთავრებულების ციფრული დიზაინი შერწყმულია მოდის სახლის „T&N დარჩია“ ფიზიკურ სამოსთან.
 • პოდიუმი: სამოდელო სააგენტო „ნატალი“ წარადგენს სამოსს რეალურ მოდელებზე.
 •  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მსახიობები წარმოგვიდგენენ გია დიასამიძის კომპოზიციით შექმნილ პერფორმანსს.
 • მუსიკალური გაფორმება: DJ NaNu შექმნის უნიკალურ ატმოსფეროს საავტორო პროგრამით.
 • კურსდამთავრებულების დაჯილდოვება : ცერემონია, სადაც გამოავლინებიან წარჩინებულ კურსდამთავრებულები, სერთიფიკატების გადაცემა.

ფეხი აუწყეთ ინოვაციებს.
კიბერ აკადემია გიწვევთ ინივაციურ ჩვენებაზე— სივრცეში, სადაც ტექნოლოგია, დიზაინი და შემოქმედება სრულყოფილად ერთიანდება. 04/12/2025

3D მოდა — ახალი საწყისი 📅 5 დეკემბერი 2025 📍 ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი 🎤 ორგანიზატორი: კიბერ აკადემია ბათუმი ინოვაციური მოდის ეპიცენტრი ხდება. „3D მოდა — ახალი საწყისი“ აერთიანებს ციფრულ დიზაინს, ფიზიკურ მოდას და შემოქმედებით პერფორმანსს. ჩვენებაზე ნახავთ: • კოლაბორაციული კოლექცია: კურსდამთავრებულების ციფრული დიზაინი შერწყმულია მოდის სახლის „T&N დარჩია“ ფიზიკურ სამოსთან. • პოდიუმი: სამოდელო სააგენტო „ნატალი“ წარადგენს სამოსს რეალურ მოდელებზე. • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მსახიობები წარმოგვიდგენენ გია დიასამიძის კომპოზიციით შექმნილ პერფორმანსს. • მუსიკალური გაფორმება: DJ NaNu შექმნის უნიკალურ ატმოსფეროს საავტორო პროგრამით. • კურსდამთავრებულების დაჯილდოვება : ცერემონია, სადაც გამოავლინებიან წარჩინებულ კურსდამთავრებულები, სერთიფიკატების გადაცემა. ფეხი აუწყეთ ინოვაციებს. კიბერ აკადემია გიწვევთ ინივაციურ ჩვენებაზე— სივრცეში, სადაც ტექნოლოგია, დიზაინი და შემოქმედება სრულყოფილად ერთიანდება.

Photos from ბხსუ სტუდენტური თვითმმართველობა • BATU Student Self-Governance's post 04/12/2025

✨ SDG’s Youth ბათუმი 2025 – სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის

3–4 დეკემბერს ბათუმში გაიმართა ორდღიანი სტუდენტური ფესტივალი SDG’s Youth ბათუმი 2025, რომელიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებამ გააერთიანა ბათუმისა და რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინსპირაციული მოხსენებები, დისკუსიები, შემოქმედებითი აქტივობები და გამოვლინდნენ კონკურსების გამარჯვებულები. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოთხ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შორის, რაც ახალ სტუდენტურ შესაძლებლობებს შექმნის და გააღრმავებს კავშირებს.

🎨 ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას მოწვევისა და წარმატებულად ორგანიზებული ღონისძიებისთვის. 🌟

Photos from ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University's post 04/12/2025
Photos from ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - Batumi Art State University's post 01/12/2025
10/10/2025

⏳რეგისტრაციის ვადა: 8-12 ოქტომბერი
🎯სამიზნე ჯგუფი: ბათუმში მცხოვრები 14-25
წლის ახალგაზრდები
✅ რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად წევიეთ ბმულს 👇
https://forms.gle/QxzW1TDztoavKQTF7

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ვაჟა-ფშაველას ქ. №32/ზურაბ გორგილაძის ქ. №19
Batumi