15/10/2025
ტურიზმის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის ტექნოპარკში გამართულ საინჟინრო და ტექნოლოგიური კვირეულის — STEAM SEA 2025 — გახსნის ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვაო ინოვაციები და ინჟინერია“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ Tech Park Georgia
ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილი, ისაუბრა შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (https://black-sea-maritime-agenda.ec.europa.eu/) მნიშვნელობაზე ქართული საზღვაო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
08/10/2025
ტურიზმის ინსტიტუტუტმა, როგორც შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის ეროვნული ცენტრის მმართველმა, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროპის მაკრო -რეგიონების (მისი განუყოფელი ნაწილია ევროპის ზღვების და ოკეანეების ქვეყნები, მათ შორის საქართველოც) წარმომადგენლების კონფერენციაზე 25-26 სექტემბერს, ბრიუსელში, რომლის ორგანიზატორი იყო European Commission
ვისაუბრეთ:
ა) შავი ზღვის საზღვაო ტურიზმის პოტენციალზე, რომელიც ეფუძნება წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის საშუალებით ტურისტული პროდუქტების შექმნას (იცით რომ სარფის მიმდებარედ აღმოჩენილია ჩაძირული კუნძული ან საქართველოს აკვატორიაში უამრავი სამხედრო თუ სატრანსპორტო ჩაძირული გემეებია, რომელიც ინახავს ბერძნულ, რომაულ, ოტომანურ და ქართულ ისტორიას და ის რომ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ბევრი ტურისტული გამოცდილების შექმნაა შესაძლებელი?)
ბ) ევროპის ოკეანეების და ზღვების პაქტი (Ocean Pact), რომლის საფუძველზეც ევროპა დახარჯავს 2 ტრილიონ ევროს 2034 წლამდე და დაეხმარება საზღვაო ეკონომიკის განვითარებას, რაც უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოსთვისაც (იცით რომ მსოფლიოს 70% უკავია ოკეანეებს და ზღვებს? ან 50% პლანეტის ჟანგბადისა გამომუშავდება სწორედ ზღვებზე და ოკეანეებზე? ან ის რომ საქართველოს მშპ-ში საზღვაო ეკონომიკას უკავია 20%?).
შავი ზღვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იგი პირდაპირ გვაკავშირებს ევროპასთან, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია საზღვაო (ლურჯი) ეკონომიკის როლი ჩვენი მომავლის მდგრად განვითარებაში.
26/05/2025
დიდება თავისუფლებას! ძალა ერთობაშია!
29/01/2025
Tourister - ტურისტერი ბრუნდება!
გელით ყველა დაინტერესებულ მხარეს 21-22 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო რუმსში.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძნოთ აქ: https://tkt.ge/Tourister2024
🪼 ტურისტერის ახალი თარიღი ცნობილია.
ტურისტერი 2024, რომელიც დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდება 21-22 თებერვალს, 2025, ბათუმში, სასტუმრო ROOMS-ში.
როგორც მოგეხსენებათ ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე ჩვენი მიზანი იქნება განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა.
ბილეთს შეძენა: https://tkt.ge/Tourister2024
სამიტის შესახებ: https://tourister.ge
28/11/2024
დაესწარი ვორქშოფს “დიჯიტალიზაცია და დეკარბონიზაცია, როგორც მთავარი ინსტრუმენტები საქართველოს ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის” და ჩაერთე საინტერესო დისკუსიაში ლურჯი ეკონომიკის პერსპექტივებზე საქართველოში
ვორქშოფზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
✔️ დიჯიტალიზაცია საქართველოს ნავსადგურებში
✔️ ლურჯი უნარების განვითარება ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით
✔️ დეკარბონიზაცია საზღვაო ინდუსტრიაში
✔️ საქართველოში აკვაკულტურის ანალიზი და ლურჯი ეკონომიკა
✔️ აკვაკულტურისა და თევზჭერის პოლიტიკა და საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში
✔️ საზღვაო ტურიზმი
✔️ საზღვაო მიმართულებით დაფინანსების შესაძლებლობები
ვორქშოფი შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის ფარგლებში ტარდება.
დასწრება თავისუფალია 👉 დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://forms.gle/TyHVvutd36pCSs5MA
14/09/2024
საერთო საზღვაო დღის წესრიგის ფარგლებში კიშინოვმა უმასპინძლა რეგიონის ლურჯი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას - "შავი ზღვის საზღვაო ეკონომიკის დაინტერესებული მხარეების კონფერენცია 2024".
ღონისძიებაზე განხილული იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა:
- ინვესტიციები
- "მწვანე" ალტერნატიული ენერგია
- სამთავრობოთაშორისო კოორდინაცია
- ინოვაციების როლი ლურჯ ეკონონიკაში.
ტურიზის ინსტიტუტი ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის ეროვნული ცენტრი საქართველოში.
მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://black-sea-maritime-agenda.ec.europa.eu
02/09/2024
🤝 "ტურისტერი 2024-ის" გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business
30/08/2024
📢 საქართველოს ტურიზმის სამიტი, "ტურისტერი 2024" ბრუნდება 🗓️ მოინიშნე თარიღი!
👉 6-7 დეკემბერს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ვისაუბრებთ ტურიზმის სფეროს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე და ვეცდებით პასუხი გავცეთ ყველაზე მთავარ კითხვას: როგორია ხვალინდელი ტურიზმი დღეს?
📍 ჩატარების ადგილი: სასტუმრო ჰილტონი, ბათუმი.
🔜 შეიძინეთ ბილეთი "Early Bird" ტარიფით და ისარგებლეთ 30 %-იანი ფასდაკლებით https://bit.ly/3X7KN2t