Fazli - ფაზლი

Fazli - ფაზლი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Fazli - ფაზლი, School, შერიფ ხიმშიაშვილის 4, Batumi.

Photos from Fazli - ფაზლი's post 15/05/2026

ყოჩაღი ლუკა 🥰♥️✨

04/05/2026

🌼✨

Photos from Fazli - ფაზლი's post 04/05/2026

ირინკა ♥️💫

🧩უკვემეორეკლასელი

04/05/2026

უსაყვარლესი ირინკა 💞🌸

02/05/2026
22/04/2026

🌎 💫

Photos from Fazli - ფაზლი's post 22/04/2026

მაშო ♥️🔆

🧩ყოჩაღები
🧩მოტივაცია
🧩წარმატება

29/03/2026

მადლიერება გაცნობიერებული მშობლობისთვის

მე მადლიერი ვარ თითოეული დედის, რომელმაც:

✔️ შეაჩერა საკუთარი ხელი, რომელიც მექანიკურად აღიმართა ბავშვისთვის დასარტყამად.

✔️ ათამდე დაითვალა, სანამ იყვირებდა... და არ იყვირა.

✔️ დაეხმარა ბავშვს ნამსხვრევების შეგროვებაში, ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე, პირიქით – ანუგეშა პატარა, საყვარელი ჭიქის გატეხვის გამო.

✔️ არ უწოდა ბავშვს სულელი, იდიოტი, დებილი, ბოთე, ზარმაცი, უტვინო, უშნო, უმადური, პირუტყვი, „მთლად მამამისს დამსგავსებული“, გამოშტერებული, არარაობა, სამარცხვინო, ხელმრუდი, დამნაშავე...

✔️ არ დაემუქრა პოლიციელის გამოძახებით, „იმ ძიასთან“ გატანებით ან ბავშვთა სახლში ჩაბარებით.

✔️საკუთარი ბრძანება არ დაასაბუთა ფრაზით: „იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!“.

✔️ დასჯის მიზნით ბავშვი კუთხეში არ დააყენა.

✔️ არ მოითხოვა მადლიერება იმის გამო, რომ აბორტი არ გაიკეთა, სახლიდან არ გააგდო ან ინტერნატში არ ჩააბარა.

✔️ ბავშვზე არ ანთხია ბრაზი, რომელიც სინამდვილეში ბავშვის მამის, საკუთარი დედის, უფროსის, უფულობის ან სხვა უსუსურობის გამო ჰქონდა...

✔️ არ შეადარა მეგობრის შვილს თავისი შვილის საზიანოდ.

✔️ არ ჰკრა ხელი, როცა პატარას სითბო და მოფერება სჭირდებოდა.

✔️ არ გააგდო, როცა ბავშვს დალაპარაკება უნდოდა.

✔️ არ ჩაკეტა ოთახში მარტო, მტირალი, „საკუთარ საქციელზე დასაფიქრებლად“...

მე მადლიერი ვარ თითოეული დედის იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, თავად იყო საკუთარი ტოქსიკური მშობლების მსხვერპლი, შეძლო ამის დანახვა და დაიწყო იმის სწავლა, თუ როგორ შეაჩეროს ტკივილის, ძალადობისა და შიშის ეს ნაკადი უფროსი თაობიდან გამომდინარე.

ეს დიდი საქმეა!

როცა ხელს სწევ – ეს შენ არ ხარ. ეს შენში არსებული საგვარეულო სცენარებია.
როცა აღმართულ ხელს აჩერებ და ბავშვს არ ურტყამ – აი, ეს ხარ შენ. ეს შენი გაცნობიერებული არჩევანია, რომ შეაჩერო ძალადობის ნაკადი, გაიგო, როგორ შეიძლება სხვანაირად, ჩაერთო საგვარეულო სცენარის ტრანსფორმაციაში და შვილებისა და შვილიშვილებისკენ გაუშვა არა ტკივილი, არამედ სიყვარული.

თუ გამოსავალს ეძებ – აუცილებლად იპოვი. თუ გზა გჭირდება – მას მიიღებ. უბრალოდ არ დანებდე, თუ ძველმა სცენარმა ერთხელ მაინც გამოჟონა.

შენ კი შეგიძლია ახლავე დაიწყო.
არასოდესაა გვიან ბოდიშის მოხდა და ურთიერთობების გადაწყობა.

შენი შვილის სახელით, მადლობას გიხდი შენი არჩევანისთვის🫶🏻

Photos from Fazli - ფაზლი's post 27/03/2026

ლუკა ♥️💫
Happy birthday 🎂

23/03/2026

,,მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს: არ ვიცი, ამას შეასრულებთ, თუ არა, მაგრამ მე მინდა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ✝️ - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია. უბრალოდ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ, რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ.

თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა, ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს, ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება.

ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.

ნურასოდეს დაუწერთ ბავშვს ორიანს. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ - სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები, ან ცნობილი დამნაშავენი.

ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავებულ დამოკიდებულებას.

კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

08/03/2026

🌼 🔆

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


შერიფ ხიმშიაშვილის 4
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00