კვიახიძეების საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • კვიახიძეების საჯარო სკოლა

კვიახიძეების საჯარო სკოლა კვიხიძეების საჯარო სკოლა
შუახევი(მაღალმთიანი აჭარა)

01/10/2025

ნამდვილი სიყვარულის ისტორია

ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს, მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე- ოლღა გურამიშვილი, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა:
"-კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! -ეს ქვეყანას სჭირდება."

ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" ორივე, თვითონ კი მთაწმინდის უბანში "ილიასთან ახლოს" პატარა ბინაში შეიყუჟა.

ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელს რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი, ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა."

ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა, მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, ქმართან ახლოს რომ ყოფილიყო. საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: ''სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო." არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ!" 🤍

ღია გაკვეთილიპედაგოგი ლიანა ფუტკარაძემე-2 და მე-4 კლასკომპლექტი
01/03/2017

ღია გაკვეთილი
პედაგოგი ლიანა ფუტკარაძე
მე-2 და მე-4 კლასკომპლექტი

English lesson
01/03/2017

English lesson

01/03/2017

Address

შუახევი
Batumi
6010

Telephone

568070803

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კვიახიძეების საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share