#სოლიდოგადასახადები #ტრანსფერფრაისინგი #საგადასახადოკონსულტაცია #ბიზნესი #საქართველო
Solido-სოლიდო
Solid Business Partner in Financial and Tax Questions!
ლიდერი ფინანსურ მომსახურებაში! Accounting and Audit Services!
✅️ სრული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგება/ Accounting and Tax Reporting ✅️ქონსალთინგი /Consulting ✅️იურიდიული მომსახურება/ Legal Services
✅ ️ბიზნესის მართვის აკადემია/ Business Management Academy - GMB ბიზნესი შეუპოვარ, მტკიცე ხასიათს, ლიდერულ თვისებებს და სოლიდურობას მოითხოვს. ბრენდის სახელი „სოლიდო“ სწორედ ამ სიტყვების ნაერთია.
16/05/2026
ტრანსფერ ფრაისინგი -Transfer Pricing
ანუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია
პასუხები მთავარ კითხვებზე
წყარო:
- სსკ 126–129¹ მუხლები;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანება;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანება და 2026 წლის 24 თებერვლის №52 ბრძანებით შეტანილი ცვლილება;
- შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება;
- OECD-ის სახელმძღვანელო (გაიდლაინი)
1. რა არის ტრანსფერ ფრაისინგი საგადასახადო სამართლისა და ეკონომიკური შინაარსის თვალსაზრისით?
ტრანსფერ ფრაისინგი არის საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში გამოყენებული ფასების, მარჟებისა და კომერციული პირობების შეფასების სისტემა. მისი მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა დაკავშირებულ პირებს შორის დადებული გარიგება “გაშლილი ხელის პრინციპს”.
პროფესიული შეფასებისას საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დადგენა, რა ფასი ჩაიწერა ხელშეკრულებასა ან ინვოისში. უნდა შეფასდეს გარიგების ეკონომიკური შინაარსი: ვინ ასრულებს ფუნქციებს, ვინ ფლობს აქტივებს, ვინ იღებს რისკებს, სად იქმნება ღირებულება და სად რჩება მოგება.
ჯგუფის შიგნით ფასები არ უნდა იქცეს მოგების ხელოვნურად გადატანის მექანიზმად მაღალი დაბეგვრის იურისდიქციიდან დაბალი დაბეგვრის იურისდიქციაში.
2. როგორ განიმარტება გაშლილი ხელის პრინციპი?
პასუხი: გაშლილი ხელის პრინციპი ნიშნავს, რომ დაკავშირებულ პირებს შორის გარიგება უნდა შეფასდეს ისე, თითქოს მხარეები ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ბიზნესები იყვნენ და გარიგების პირობები თავისუფალ ბაზარზე ჩამოყალიბდა.
ამ პრინციპით საგადასახადო ორგანო ამოწმებს, იარსებებდა თუ არა იგივე ფასი, იგივე მარჟა, იგივე პროცენტი, იგივე როიალტი ან იგივე მომსახურების საფასური დამოუკიდებელ მხარეებს შორის მსგავს პირობებში.
ამიტომ ტრანსფერ ფრაისინგის ანალიზი უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ ფუნქციებს, რისკებს, აქტივებს, შედარებადობას, მეთოდის არჩევას და დოკუმენტურ მტკიცებულებებს.
3. რომელი პირები ითვლებიან დაკავშირებულ მხარეებად ტრანსფერ ფრაისინგის მიზნებისთვის?
დაკავშირებული მხარის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმია კონტროლი. პრაქტიკაში ყველაზე მკაფიო ინდიკატორია ერთ პირის მიერ მეორე პირში პირდაპირი ან არაპირდაპირი 50%-ზე მეტი წილის, ხმის უფლების ან მართვაზე გავლენის ფლობა.
თუმცა დაკავშირებულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ წილობრივი მონაწილეობით. ფინანსთა მინისტრის №423 ინსტრუქციის ლოგიკით, მხარეები შეიძლება ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვალონ ეკონომიკური დამოკიდებულების საფუძველზეც. მაგალითად მნიშვნელოვანი სესხი, როდესაც სესხის ოდენობა აღემატება კომპანიის აქტივების საბალანსო ღირებულების 50%-ს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოს შეუძლია ურთიერთდამოკიდებულება დაადგინოს ფაქტებისა და გარემოებების საფუძველზე, მაშინაც კი, თუ ფორმალურად პირდაპირი კავშირი არ ჩანს. ამიტომ Transfer Pricing ანალიზში უნდა შემოწმდეს როგორც იურიდიული სტრუქტურა, ასევე რეალური ეკონომიკური გავლენა.
4. რომელი ოპერაციები ექცევა ტრანსფერ ფრაისინგის რეგულირების სფეროში?
ტრანსფერ ფრაისინგის რეგულირების სფეროში, პირველ რიგში, ექცევა საქართველოს რეზიდენტი საწარმოსა და არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის განხორციელებული ფინანსური ან კომერციული ოპერაციები.
მეორე მნიშვნელოვანი კატეგორიაა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ან ოფშორულ იურისდიქციაში რეგისტრირებულ პირებთან ოპერაციები. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია კონტროლირებულად შეიძლება ჩაითვალოს მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მხარეები ფორმალურად დაკავშირებული.
ტრანსფერ ფრაისინგი ეხება არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციებს და ოფშორულ ზონაში მყოფ პირებთან ოპერაციებს, მიუხედავად დაკავშირებულობისა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ფილტრი კომპანიის რისკების შეფასებისთვის.
5. რა ტიპის გარიგებებზე ვრცელდება ტრანსფერ ფრაისინგის ანალიზი?
ტრანსფერ ფრაისინგი არ არის მხოლოდ საქონლის ყიდვა-გაყიდვის თემა. იგი ვრცელდება მომსახურებაზე, მენეჯმენტის საფასურზე, ჯგუფურ კონსულტაციებზე, სესხებსა და პროცენტზე, გარანტიებზე, როიალტიზე, ბრენდისა და ლიცენზიის გამოყენებაზე, არამატერიალურ აქტივებზე, დისტრიბუციის, სააგენტოსა და კომისიურ მოდელებზე, ასევე ჯგუფის შიგნით ხარჯების განაწილებაზე.
ასევე გამოირჩევა განსაკუთრებით მგრძნობიარე თემები…
პროფესიული მიდგომით, თითოეული ასეთი ოპერაცია უნდა შეფასდეს მისი რეალური ეკონომიკური სარგებლის, საჭიროების, საბაზროობისა და დოკუმენტური მტკიცებულებების მიხედვით.
6. რას წარმოადგენს ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია და რატომ არ არის იგი მხოლოდ ფორმალური ანგარიში?
ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტი. მისი მიზანია დაასაბუთოს, რომ დაკავშირებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები შეესაბამება საბაზრო პრინციპებს.
ხარისხიანი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ჯგუფის სტრუქტურას, კონტროლირებული ოპერაციების აღწერას, ინდუსტრიის ანალიზს, საწარმოთა ჯგუფის ანალიზს, კომპანიის ანალიზს, ფუნქციურ ანალიზს, ეკონომიკურ ანალიზს, მეთოდის არჩევის დასაბუთებას, შედარებადი მონაცემების ანალიზს და დასკვნას ფასის ან მარჟის საბაზროობაზე.
დოკუმენტაციის მომზადება ამცირებს საგადასახადო დავის, დამატებითი დარიცხვისა და სანქციების რისკს. მისი არქონა კი შეიძლება გახდეს საგადასახადო ორგანოსთვის რისკის ინდიკატორი.
7. როდის და რა ვადაში უნდა წარადგინოს კომპანიამ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია?
თუ კომპანია ახორციელებს კონტროლირებულ ოპერაციებს, მას უნდა შეეძლოს ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეში.
თუ კომპანიის წლიური ბრუნვა აღემატება 8 მილიონ ლარს, დოკუმენტაციის მომზადება ყოველწლიურად მოითხოვება. თუ ბრუნვა 8 მილიონ ლარზე ნაკლებია, დოკუმენტაცია გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით შეიძლება მომზადდეს სამ წელში ერთხელ.
პრაქტიკული რეკომენდაციაა, კომპანიამ დოკუმენტაცია არ დაიწყოს მხოლოდ მოთხოვნის მიღების შემდეგ. 30 დღე, როგორც წესი, არასაკმარისია სრულფასოვანი ფუნქციური ანალიზის, მეთოდის არჩევის, შედარებადობის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის ხარისხიანად მოსამზადებლად.
8. რა მეთოდები გამოიყენება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესაფასებლად?
პრაქტიკაში ხუთი ძირითადი მეთოდი მუშაობს: დამოუკიდებელი შედარებადი ფასის მეთოდი (CUP), გადაყიდვის ფასის მეთოდი, ფასნამატის მეთოდი, წმინდა მარჟის მეთოდი (TNMM) და მოგების გაყოფის მეთოდი.
CUP მეთოდი ადარებს კონტროლირებულ ფასს დამოუკიდებელ მხარეებს შორის არსებულ შედარებად ფასს. გადაყიდვის ფასის მეთოდი აფასებს distributor-ის მთლიანი მარჟის საბაზროობას. Cost Plus მეთოდი ამოწმებს თვითღირებულებაზე დამატებული ფასნამატის საბაზროობას. TNMM იყენებს წმინდა საოპერაციო მარჟის შედარებას დამოუკიდებელ კომპანიებთან. Profit Split გამოიყენება მაშინ, როდესაც რამდენიმე მხარე ერთობლივად ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებას და მოგება უნდა განაწილდეს ეკონომიკური წვლილის მიხედვით.
მეთოდის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციის შინაარსს, მხარეთა ფუნქციურ პროფილს, შედარებადი მონაცემების ხელმისაწვდომობასა და შედარებადობის ხარისხს. მეთოდი არ უნდა შეირჩეს მექანიკურად მხოლოდ იმიტომ, რომ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება.
9. რა არის ფუნქციური ანალიზი და რატომ არის იგი დოკუმენტაციის ბირთვი?
ფუნქციური ანალიზი ადგენს, ჯგუფის რომელმა კომპანიამ რა ეკონომიკური როლი შეასრულა კონკრეტულ ოპერაციაში. იგი მოიცავს ფუნქციების, აქტივებისა და რისკების ანალიზს.
ფუნქციების ნაწილში ფასდება ვინ აწარმოებს, ვინ ყიდის, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს, ვინ მართავს მომხმარებლებს და ვინ ახორციელებს მარკეტინგს. აქტივების ნაწილში ფასდება ბრენდი, საწყობები, ტექნოლოგია, პროგრამული უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა რესურსები. რისკების ნაწილში ფასდება მარაგის, საკრედიტო, სავალუტო, ბაზრისა და პროდუქტის პასუხისმგებლობის რისკები.
10. რა საგადასახადო შედეგები და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები დგება არასაბაზრო ფასის ან დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში?
თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ კონტროლირებული ოპერაციის პირობები არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს, მას შეუძლია განახორციელოს საგადასახადო კორექტირება. ეს შეიძლება გამოიხატოს დამატებითი მოგების გადასახადის დარიცხვაში, ხარჯის სრულად ან ნაწილობრივ არაღიარებაში, ჯარიმასა და საურავში, საგადასახადო დავასა და ზოგ შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის რისკში.
თუ დადგინდა საბაზრო ფასისგან სხვაობა, ეს სხვაობა შეიძლება დაიბეგროს მოგების გადასახადით ფორმულით: სხვაობის თანხა / 0.85 × 0.15. ეს უკავშირდება საქართველოს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის თავისებურებას.
2026 წლის ცვლილებების კონტექსტში საგადასახადო ორგანოსთვის უფრო მარტივი ხდება იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომლებიც საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ახორციელებენ. შესაბამისად, დოკუმენტაციის არქონა ან ზედაპირული მომზადება შესაძლოა გახდეს შემოწმების, დოკუმენტაციის მოთხოვნისა და კორექტირების რისკის ზრდის საფუძველი.
შემაჯამებელი პროფესიული დასკვნა
ტრანსფერ ფრაისინგის მთავარი საკითხი არის არა მხოლოდ ფასის ფორმალური არსებობა, არამედ ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი. კომპანიამ უნდა აჩვენოს, რომ დაკავშირებულ ან შეღავათიან იურისდიქციაში რეგისტრირებულ პირთან ოპერაცია განხორციელდა იმ პირობებით, რომლებიც დამოუკიდებელ მხარეებს შორისაც იარსებებდა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაკავშირებულობის კრიტერიუმებს: 50%-ზე მეტი წილობრივი ან მმართველობითი კონტროლი, მნიშვნელოვანი სესხი, ფაქტობრივი გავლენა და ეკონომიკური დამოკიდებულება. ამასთან, ოფშორულ ან შეღავათიანი დაბეგვრის იურისდიქციაში რეგისტრირებულ პირთან გარიგება კონტროლირებულად ითვლება დაკავშირებულობის არსებობის მიუხედავად.
პრაქტიკული დაცვისთვის კომპანიას სჭირდება სწორი ხელშეკრულებები, რეალური ეკონომიკური შინაარსი, ფუნქციური ანალიზი, საბაზრო შედარება, შერჩეული მეთოდის დასაბუთება და დროულად მომზადებული დოკუმენტაცია.
დამატებითი კითხვებისა და დოკუმენტაციის მომზადება-მოწესრიგებისთვის მოგვმართეთ 🤝
#სოლიდოგადასახადები #ტრანსფერფრაისინგი #ბიზნესი #საქართველო #საგადასახადოკონსულტაცია
07/04/2026
თურქული ენის კურსი — ახალი შესაძლებლობების კარი 🎉
დღეს თურქული ენის ცოდნა უკვე აუცილებლობაა ბიზნესში.
თუ არ შეგიძლია კომუნიკაცია — კარგავ შესაძლებლობებს.
🎯 რატომ SOLIDO?
✔️ პრაქტიკული მიდგომა
✔️ ბიზნესზე მორგებული პროგრამა. ბიზნეს ტემინოლოგია ბონუსად
✔️ ტრენერები 15 წელზე მეტი სასწავლო პრაქტიკით
✔️ სწრაფი პროგრესი. 1-2 თვეში ალაპარაკდები.
👥 ვისთვისაა?
- მოქმედი მეწარმეებისა და დასაქმებულებისთვის
- სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის
- სხვა დაინტერესებული პირებისთვის
💬 შედეგი
👉 შეძლებ დამოუკიდებლად საუბარს
👉 იმუშავებ თურქულენოვან გარემოში
👉 გაზრდი შემოსავალს
გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/MBQ8Re3SseWPUKqU9
დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე
558 58 20 58
📩 ჩაეწერე დღესვე
⚠️ ადგილები შეზღუდულია
30/03/2026
SOLIDO – ცოდნის, ნდობისა და სტრატეგიული ზრდის გზა | Entrepreneur საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC
19/03/2026
📢 მხოლოდ 13 დღე დარჩა!
რომელ ბიზნეს სუბიექტებზე ვრცელდება სარეგისტრაციო პროცედურის გავლა?
✅ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე;
✅ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე;
✅ სააქციო საზოგადოებაზე,
✅ კომანდიტურ საზოგადოებაზე:
✅ კოოპერატივზე.
✅ უცხოური საწარმოს ფილიალზე
კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება:
✅ მეწარმე ფიზიკურ პირებზე ინდივიდუალურ ✅მეწარმეებზე: არასამეწარმეო (არაკომერციული) ✅იურიდიულ პირებსა და უცხოურ არასამეწარმეო ✅(არაკომერციული) იურიული პირების ფილიალებზე.
რა დოკუმენტაციის წარდგენაა საჯირო რეგისტრაციის განხორციელებისთვის?
✅ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადება;
✅ საერთო კრების გადაწყვეტილება;
✅ სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება
სად არის შესაძლებელი დოკუმენტაციის წარდგენა?
✅ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში;
✅ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში,
✅ ავტორიზებულ პირებთან;
✅ დისტანციურად ვებგვერდზე my.gov.ge
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საწარმო 2026 წლის 1 აპრილამდე ვერ მოიყვანს სარეგისტრაციო მონაცემებს კანონთან შესაბამისობაში?
იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1 აპრილამდე საწარმოს/ფილიალს კანონთან შესაბამისობაში არ ექნება მონაცემები მოყვანილი, მას შეუჩერდება რეგისტრაცია. მეწარმე სუბიექტს უფლებამოსილება შეეზღუდება: საბანკო ანგარიშის მართვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, ქონების განკარგვისა და კრედიტის აღების შემთხევვებში.
09/02/2026
📢 მნიშვნელოვანი ცვლილება ბიზნესისთვის
🇬🇪 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში იცვლება უცხოელთა დასაქმების წესები
ახალი რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს სამუშაო ნებართვის მიღებას. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებლებსა და ფინანსურ გუნდებს ევალებათ პროცესის სწორად დაგეგმვა, დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
🔎 რა იცვლება პრაქტიკაში
✔️ სავალდებულო სამუშაო ნებართვა უცხოელი თანამშრომლებისთვის
✔️ ახალი განაცხადისა და ადმინისტრაციული პროცედურები
✔️ დამსაქმებლის პასუხისმგებლობის გაზრდა
✔️ სანქციების რისკი რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში
💼 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის
რეგულაციების სწორად გაგება და მართვა ხელს უწყობს:
— სამართლებრივი რისკების შემცირებას
— ფინანსური ჯარიმების თავიდან აცილებას
— საერთაშორისო თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას
გარდამავალი პერიოდი საქართველოში უკვე დასაქმებული უცხოელი პირებისთვის
ის უცხოელები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოში, უფლებამოსილნი არიან 2027 წლის 1 იანვრამდე მოაწესრიგონ საკუთარი სტატუსი. დამატებითი ინსტრუქციები გამოქვეყნდება კანონის ძალაში შესვლისთანავე.
საქართველოს სპეციალური შრომის ნებართვის 2026 წლის ძირითადი მახასიათებლები
ნებართვა სავალდებულო ხდება უცხოელთა უმეტესობისთვის 2026 წლის მარტიდან
დამატებით აუცილებელია ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა
დარღვევების შემთხვევაში დაწესდება ჯარიმები
გახანგრძლივებისთვის განაცხადი უნდა წარადგინოთ ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე
უკვე დასაქმებული უცხოელებისთვის გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე
დისტანციურად მომუშავე პროფესიონალები შესაძლოა გათავისუფლდნენ მოთხოვნისგან, თუ მათი საქმიანობა საქართველოში ადგილობრივ ეკონომიკურ საქმიანობას არ უკავშირდება
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის გაცემამდე, განმცხადებელმა ჯერ სპეციალური შრომის ნებართვა უნდა მიიღოს, რომელი პროცესიც 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.
🤝 Solido გთავაზობთ მხარდაჭერას
ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს:
• საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზში
• შესაბამისობის შეფასებაში
• დოკუმენტაციის ორგანიზებაში
• პროცესების ფინანსურ და საგადასახადო მართვაში
📩 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის
#მიგრაცია #შრომითიმიგრაცია #ბინადრობა #დასაქმება
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Telephone
Website
Address
Batumi