Lingvo Lab - English Language Centre

Lingvo Lab - English Language Centre ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი

🎉 Lingvo Lab-ის კიდევ ერთი წარმატება!🌟ჩვენი მოსწავლე, მარიამ მაკარიძე, ესეების კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა! 📚 აჭარის...
01/07/2026

🎉 Lingvo Lab-ის კიდევ ერთი წარმატება!

🌟ჩვენი მოსწავლე, მარიამ მაკარიძე, ესეების კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა!

📚 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კონკურსში მარიამმა წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და 600-ზე მეტ კონკურსანტს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა.

🇵🇱 საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ათეულის წევრები ერთი კვირით პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც სასწავლო-კულტურულ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

✨ ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას!





📚 სასწავლო წელი ინტელექტუალური თამაშით დავასრულეთ!🌍 ჩვენმა მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზეც თავისუფლად შეძლეს თავიანთი ცოდნი...
01/07/2026

📚 სასწავლო წელი ინტელექტუალური თამაშით დავასრულეთ!

🌍 ჩვენმა მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზეც თავისუფლად შეძლეს თავიანთი ცოდნის, სწრაფი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარის წარმოჩენა.

✨ ბოლო გაკვეთილიც, მთელი სასწავლო წლის მსგავსად, ბევრი დადებითი ემოციით დაგვამახსოვრდა.

🌞 ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ! შევხვდებით სექტემბერში. 💙

💙
📚
🧠
🌟
☀️

🎉 სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილს, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები ახლავს. ✨ მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს გულწრფელი ე...
29/06/2026

🎉 სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილს, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები ახლავს.

✨ მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს გულწრფელი ემოციებისთვის და იმ ლამაზი მოგონებებისთვის, რომლებიც ერთად შევქმენით.

🤝 მადლობა მშობლებს ნდობისთვის, თანადგომისა და მადლიერებისთვის.

👩‍🏫 მადლობა ჩვენს მასწავლებლებს სიყვარულით, თავდადებითა და ყოველდღიური შრომით შექმნილი გარემოსთვის.

Salome Asambadze, განსაკუთრებული მადლობა შენ! ❤️

☀️ ბედნიერ, მზიან და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გისურვებთ!

📚
🌸 💙 🌟

🎉 კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით! ✨ მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს გულწრფელი ემოციებისთვის და იმ ლამაზი ...
27/06/2026

🎉 კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით!

✨ მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს გულწრფელი ემოციებისთვის და იმ ლამაზი მოგონებებისთვის, რომლებიც ერთად შევქმენით.

🤝 მადლობა მშობლებს ნდობისთვის, თანადგომისა და მადლიერებისთვის.

👩‍🏫 მადლობა ჩვენს მასწავლებლებს სიყვარულით, თავდადებითა და ყოველდღიური შრომით შექმნილი გარემოსთვის.

☀️ ბედნიერ, მზიან და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გისურვებთ!

📚
🌸 💙 🌟

27/06/2026

🎬გაყინული კადრი (Freeze Frame):

ამოიღე ბარათი, უსიტყვოდ განასახიერე მასზე მოცემული მოქმედება და ერთ მომენტში „გაიყინე“. 🎞️





25/06/2026

Good Morning ☀️

💙
🏆
⭐
🎉
☀️

Cambridge FCE (B2) გამოცდის დღე — ბევრი ემოცია, ნერვიულობა და დიდი გამოცდილება. ✨ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც ...
09/06/2026

Cambridge FCE (B2) გამოცდის დღე — ბევრი ემოცია, ნერვიულობა და დიდი გამოცდილება.
✨
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს საკუთარი მიზნებისკენ. 💛📚

English Skills მადლობა, რომ ყოველ წელს აძლევთ საშუალებას ჩვენს ბავშვებს, საოცრად კომფორტულ და პროფესიონალურ გარემოში მიიღონ ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდილება.

დიდი პატივია ჩვენთვის, რომ უკვე არაერთხელ, INT English Language Teaching and Training Centre -ისგან ვიღებთ შემოთავაზებას...
04/06/2026

დიდი პატივია ჩვენთვის, რომ უკვე არაერთხელ, INT English Language Teaching and Training Centre -ისგან ვიღებთ შემოთავაზებას, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ტრენინგებსა და პროექტებში. 📚

სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენი ცენტრის მასწავლებელი — Nona Khomasuridze — მონაწილეობს ონლაინ TESOL – Ukraine and ETAG in Georgia პროექტის კურსში: Language Assessment Made Clear: From
Intuition to Assessment Literacy. 🌍

განსაკუთრებული მადლობა ETAG-ს, INT-სა და TESOL – Ukraine-ს ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის.

ეს შემოთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ურთიერთპატივისცემაზე, პროფესიონალიზმსა და საერთო მიზნებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ნამდვილად შესაძლებელია — და ასეთ დროს, სიტყვა „კონკურენტს“ ცვლის სიტყვები: „პარტნიორი“, „მხარდამჭერი“ და „თანამოაზრე“. 🤝✨

03/06/2026

ზოგჯერ ერთი ფილმი უფრო მეტს ასწავლის, ვიდრე ათი წესი… 🎬✨

სწავლა ემოციით ბავშვების გულამდე ყველაზე მარტივი გზაა — ასე უჩნდებათ სურვილი, უფრო მეტი გაიგონ, ისწავლონ და შეიყვარონ ინგლისური. 💛

01/06/2026

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდის პირველი დღის ემოციები ✨

ჩვენი პატარები დიდ სამყაროში დგამენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს 🌍📚

გილოცავთ 1 ივნისს! 💛

დიდი მადლობა English Skills, რომ უკვე წლებია ქმნის ისეთ გარემოს, სადაც გამოცდის ჩაბარება ბავშვისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა.

Nona Khomasuridze მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ სითბოსთვის, რომლითაც ამ პატარებს ინგლისური ენა შეაყვარე .

Address

ლერმონტოვის 18
Batumi
6004

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995557781877

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lingvo Lab - English Language Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Lingvo Lab - English Language Centre:

Shortcuts

Share

Category