05/05/2026
ელე ნე
პატარების პირველი ნაბიჯები ცოდნის ტაძარში
05/05/2026
ელე ნე
05/05/2026
Maia Nakaidze
პროექტი: " სითბო და სინათლე"
როგორ მუშაობს სითბო და სინათლე ჩვენმა მესამეკლასელებმა ეს უკვე ზუსტად იციან!
დავასრულეთ საინტერესო პროექტი, რომელშიც 5 ჯგუფი სხვადასხვა საკითხს იკვლევდა. შედეგად მივიღეთ:
✅ უამრავი ახალი ცოდნა;
✅ ულამაზესი ფლიპჩარტები;
✅ ბევრი ღიმილი და გუნდური მუშაობა.
მადლობა ჩემს მოსწავლეებს ასეთი ჩართულობისთვის!
#ლიასმერცხლები
#განათლება
#სითბოდასინათლე #ჩვენიპროექტი“
როცა ოცნებები რეალობას უახლოვდება...
დღეს ჩვენს კლასში ნამდვილი სასწაული მოხდა! „მერცხლებს“ სიუპრიზი მოვუმზადე – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გავაცოცხლე მათი საოცნებო მომავლის პროფესიები.
წარმოიდგინეთ მათი გაოცებული თვალები, როცა ეკრანზე საკუთარი თავი დაინახეს იმ ამპლუაში, რაზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ. მათი პრეზენტაციები კიდევ უფრო ემოციური და ხალისიანი გამოვიდა.
#მომავლისპროფესიები
#ლიასმერცხლები
Lias mertskhlebi ლიას მერცხლები
Project-პროექტი ჩემს გაკვეთილზე
#კრეატიულიგანათლება
#სკოლა #ბედნიერიწუთები
ლია გორგაძე
28/04/2026
თამილა მუკუტაძე
14/04/2026
ქართული ენა
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
ლადო ასათიანი.
#14აპრილი
#ქართულიენა
#დედაენა
ნონა თოთლაძე
03/04/2026
შემოდგომის სეზონის საქალაქო პირველობა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ გუნდს გამარჯვებას უთანასწორო ოლიმპიადაში, რომელშიც მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასელები ერთი და იმავე კითხვებით ასპარეზობდნენ.
#ტვინებისბრძოლა
02/04/2026
მოსწავლეების ხელნაკეთი რესურსი მხოლოდ ლამაზი ნივთი არ არის — ეს არის სწავლების ცოცხალი პროცესი.
როცა მოსწავლე საკუთარი ხელით ქმნის, ის უკეთ იგებს, იმახსოვრებს და საკუთარ ცოდნას აფასებს.
ხელნაკეთი რესურსები:
📌 ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას
📌 ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას
📌 აძლიერებს თვითრწმენას
📌 სწავლას აქცევს საინტერესო და დასამახსოვრებელ პროცესად.
მასწავლებელი: ნონა თოთლაძე
01/04/2026
21/03/2026
წარმატებული ასპარეზობა
ოლიმპიადა ევერესტის ოქროს ტურში. გილოცავთ ანდრია აბუსელიძესა და გიორგი ცეცხლაძეს წარმატებულ მონაწილეობას.❤️❤️❤️
18/10/2025
Ia Putkaradze