აკადემიის მიზნებია:
მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა;
მოსწავლეთა ნიჭის აღმოჩენა, მათი გაღვივება და წარმატებული მომავლისთვის მომზადება;
ახალგაზრდებისათვის მაღალი ხარისხის ზოგადი განათლების მიცემა.
მიზნის მისაღწევი ჩვენი მთავარი საშუალებებია:
პროფესიონალთა გუნდი;
სასწავლო პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს;
უსაფრთხო და სასიამოვნო სასწავლო გარემო;
თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ჩვენ ვასწავლით ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ შემეცნების პროცესისგან სიამოვნება მიიღოს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, შემუშავებულია გაძლიერებული სასწავლო პროგრამები. XI-XII კლასებში ხორციელდება დიფერენციალური სწავლება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად შემუშავებულია გაძიერებული სასწავლო პროგრამები.
4 საგანს მოსწავლეები გადიან გაძლიერებული პროგრამით. კერძოდ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას და მოსწავლის მიერ არჩეული 2 საგანს.
კლასები იყოფა 2 ან 3 ნაწილად (ჯგუფში 5-7 მოსწავლე).
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით.
სკოლა ასევე ახორციელებს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა საგნებში 11-12 კლასის მოსწავლეებისათვის