13/01/2026
🇮🇷 ირანელი სპორტსმენის უკანასკნელი სიტყვები იყო:
„მე ქუჩაში ვარ. არ მაქვს შიში, არ მაქვს წუხილი. მინდა დავიცვა ჩემი უფლებები.“
რეჟიმმა აქციაზე დახვრიტა. დამიზნებით თავსა და თვალებში ესროლეს.
25/04/2023
ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ოსკაროსანი არტისტია მთელ ჰოლივუდში ნუცა ბუზალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჰეთეუეი აღნიშნავს, ნუცას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს.
„ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის პარტნიორის გამო, რომელიც შურით იყო სავსე და სცადა ნუცა ჟიურის წინაშე ავტობუსის ქვეშ ჩაეგდო, მაგრამ თქვენ ძალიან გაღელვებთ ის ფაქტი, რომ ნუცა დასაძინებლად წავიდა, რადგან იფიქრა, რომ დღე დასრულებული იყო. თქვენ ვერ იტანთ მას თავისი წარმომავლობის, შეხედულებების, გამოცდილების და ბევრი რამის გამო. მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია,“ – აღნიშნულია ენ ჰეთეუეის ფან ფეიჯზე.
ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა.
ნუცა მომდევნო ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა! – ქართველი მომღერალი მომდევნო ტურში ჟიურიმ გადაიყვანა: ნუცას ემოციური გამოსვლა და კვლავ ფეხზე დამდგარი ჟიური
ვიდეო: „ჩვენ ვირჩევთ ნუცას“ – კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ: ჟიურის გადაწყვეტილება და შოკირებული ნუცა ბუზალაძე.
20/11/2022
1976 წლის 16 სექტემბერს, კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.
ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში - შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა.. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა.. თუმცა სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებით დასერილი ადგილები.
კითხვაზე - ”რა იყო ყველაზე მძიმე?” კარაპეტიანმა უპასუხა: ”ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო.. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია, დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო.”
მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვების ანთება, 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა.. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა 46–ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი შეხორცებების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.
1977 წელს შავარშ კარაპეტიანი გახდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
იმ შემაძრწუნებელ ოც წუთში მისი მოცურავის ნიჭი დასამარდა, რადგან ადამიანებისადმი სიყვარულის ნიჭი გაცილებით ძლიერი გამოდგა.
13/09/2022
🍀ხეების საფარის მნიშვნელობა 🌍🌲🌳