ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 88-წლიანი ისტორიის მქონე განათლებისა და მეცნიერების ცენტრია. უნივერსიტეტი ახორციელებს 130 აკრედიტებულ პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს.
უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება აერთიანებს 7 ფაკულტეტს: ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ტექნოლოგიურ, ტურიზმის და ჰუმანიტარულ ფაკულტეტს.
მის შემადგენლობაშია ასევე სამი კვლევითი ინსტიტუტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის 200-მდე წამყვან უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან. მონაწილეობს ევროკავშირისა და აშშ-ის გაცვლით პროგრამებში (,,ERASMUS +”, ,,HORIZON 2020”, ,,FULBRIGHT”, ,,TEMPUS” და ა.შ.) ჩართულია ერთობლივ სასწავლო-სამეცნიერო პროექტებში. Batumi Shota Rustaveli State University with its 85 year-long history is a very important centre of education and science.The university implements 130 accredited vocational, BA, MA and PHD educational programmes with approximately 7000 students in total. The higher educational institution unifies 7 faculties: Humanities, Exact Sciences and Education, Economics and Business, Law and Social Sciences, Natural Sciences and Healthcare, Technological, Tourism;
Batumi Shota Rustaveli State University operates three research centres. Batumi Shota Rustaveli State University collaborates with almost 200 flagship universities and research centres nationally and internationally. The university participates in the EU and US exchange programmes (,,ERASMUS +” ,,HORIZON 2020” ,,FULBRIGHT” ,,TEMPUS” etc.) and cooperates in the joint educational and research projects.