24/07/2026
N35 საბავშვო ბაღი
ქალაქ ბათუმის N35 საბავშვო ბაღი
24/07/2026
08/07/2026
საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.
2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საბავშვო ბაღი ვეღარ მოემსახურება აღსაზრდელების იმავე რაოდენობას, რასაც არსებული ბაღი ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები, რომელიც აღსაზრდელების არსებულ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.
აქვე განვმარტავთ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.
წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას.
29/06/2026
🦋🦋🦋5-6 წლიანთა ჯგუფში ,,პეპლები’’ სახალისო მათემატიკური აქტივობები ჩატარდა.🔢🔢🔢
🧮ბავშვებმა თამაშით განივითარეს მათემატიკური აზროვნება; დათვლის, შედარების, დახარისხების, სივრცითი აღქმის, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები🧮.
სწავლა თამაშით ბავშვებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა❤️
22/06/2026
🍓 სასკოლო მზაობის ჯგუფი „ბაია“ 🍓 კვირის თემა - ზაფხული
ზაფხულის ფერად და გემრიელ სამყაროში ჩვენი პატარები ამჯერად ყველასთვის საყვარელ ხილს - მარწყვს გაეცნენ.
მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით ბავშვებმა გამოიკვლიეს მარწყვის ფორმა, ფერი, გემო და მრავალსახეობა; გაიღრმავეს ცოდნა, განივითარეს დაკვირვების, კვლევისა და შემეცნების უნარები.
აქტივობის ყველაზე სახალისო და გემრიელი ნაწილი კი მისი კულმინაცია აღმოჩნდა — პატარებმა თავად მოამზადეს მარწყვისა და რძის კოქტეილი, რომელიც დიდი სიამოვნებით დააგემოვნეს. 🍓🥛
19/06/2026
შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო🥲❤️
ფერადი დღე🎈🎈🎈გამოშვება 2026 🎓🎓🎓წარმატებული და ბედნიერი მომავალი ჩვენს აღსაზრდელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე❤️❤️❤️
09/06/2026
წარმატებები
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ბაგრატიონის ქუჩა N 127
Batumi