31/12/2025
ახალ წელს გილოცავთ, ძვირფასო უნიბათუმელებო და ჩვენი დიდი ოჯახის ახლობლებო! 🎄🥂✨
გისურვებთ წელს, რომელიც სავსე იქნება ჯანმრთელობით, სიხარულით, კეთილი ამბებითა და წარმატებებით.
იყოს 2026 წელი ცოდნის, აღმოჩენების, გაბედული ნაბიჯებისა და პატარა გამარჯვებების წელი — როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისათვის!💛
უნიბათუმში გვჯერა, რომ განათლება იწყება სიყვარულით, და სწორედ ამ სიყვარულით შევაბიჯოთ ახალ წელში!
მადლობა ნდობისთვის, ერთგულებისთვის და იმ სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღე გვიზიარებთ 🫶
✨ ბედნიერი, ნათელი და წარმატებული ახალი წელი ყველას!
სიყვარულით,
უნიბათუმი 💙💛