ქალაქ ბათუმის N2 საბავშვო ბაღი

ქალაქ ბათუმის N2 საბავშვო ბაღი

Share

ბავშვთა ბაღი

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 24/07/2026

ბათუმის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წელი დასრულდა.🔖

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა პატარებს ბედნიერი დასვენება უსურვეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართა, რომელიც მოიცავდა ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს.🫧🎨👩🏼‍🎨 🪅 🎈📖 🤹🏼‍♂️ 🎼 🪇

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელსა და მშობელს ერთიანი ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 17/07/2026

ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროცესების მართვის განყოფილებამ საბავშვო ბაღების მენეჯერებთან და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის II სტანდარტი.
II სტანდარტის „კურიკულუმი“ –ს ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სტანდარტის მოთხოვნებს, იმსჯელეს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებზე, ასევე ავტორიზაციისთვის აუცილებელი მტკიცებულებების მომზადებისა და პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე

სამუშაო შეხვედრები ავტორიზაციის ყველა სტანდარტის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტიან დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 09/07/2026

ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროცესების მართვის განყოფილებამ საბავშვო ბაღების მენეჯერებთან და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

🔹შეხვედრაზე განიხილეს ავტორიზაციის მიმდინარე პროცესი, სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები, დამტკიცებული მარეგულირებელი დოკუმენტები და მათი პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო I სტანდარტს – „დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება“, მისიის, ხედვისა და ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ავტორიზაციისთვის საჭირო მტკიცებულებების მომზადებისა და მართვის საკითხებს.

🔹შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრები ავტორიზაციის ყველა სტანდარტის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.

08/07/2026

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.

2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საბავშვო ბაღი ვეღარ მოემსახურება აღსაზრდელების იმავე რაოდენობას, რასაც არსებული ბაღი ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები, რომელიც აღსაზრდელების არსებულ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.

აქვე განვმარტავთ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.

წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 30/06/2026

27-28 ივნისს, უსაფრთხოების კომპანია COS-მა (Concept of Safety), ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, №27 და №28 საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრის მთავარი თემა იყო: „ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ.“

სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
🔶 სამართლებრივი ჩარჩო: ეროვნული კანონმდებლობა, ბავშვთა უფლებები, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები და რეფერირების პროცედურები;
🔶 რისკების შეფასება: რისკ-ფაქტორებისა და ბავშვთა საჭიროებების იდენტიფიცირება;
🔶 ადმინისტრირება და ეთიკა: რეფერირების ფორმების სწორად შევსება და პროცესში ეთიკური ნორმების დაცვა;
🔶 კოორდინაცია: უწყებათაშორისი
თანამშრომლობა და უკუკავშირის მექანიზმები;
🔶პრაქტიკული სამუშაო: რეალური
პრაქტიკული მაგალითების განხილვა და ანალიზი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, საბავშვი ბაღის თანამშრომლებს კურსზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 18/06/2026

ბათუმის მე-14 და №1 საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებმა, ნანა ჟორდანიამ და ფირუზ ბოლქვაძემ, თანამშრომლებისა და მშობლებისთვის გამართეს პრეზენტაცია თემაზე – „ტრანზიცია და სასკოლო მზაობა საბავშვო ბაღებში“.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სკოლაში გასვლის პროცესის მნიშვნელობა, ბავშვების სასკოლო მზაობის ძირითადი ასპექტები და მათი წარმატებული ადაპტაციის ხელშეწყობის გზები. პრეზენტაცია ასევე მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების ცნობიერების ამაღლებასა და ბავშვების განვითარებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნის ხელშეწყობას.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 09/06/2026

2026 წლის 28-29 მაისს ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი სტანდარტები, უსაფრთხო დამუშავების პრაქტიკა და ის მოთხოვნები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა პერსონალური მონაცემების ცნება და მათი დაცვის მნიშვნელობა, მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები, საბავშვო ბაღების საქმიანობაში დამუშავებული მონაცემების კატეგორიები, მათ შორის ბავშვების, მშობლების კანონიერი წარმომადგენლებისა და თანამშრომლების მონაცემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სპეციფიკას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, თანამშრომელთა პასუხისმგებლობასა და მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკულ წესებს.
ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის განვითარებას და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის მუდმივ გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს როგორც ბავშვებისა და მათი ოჯახების, ასევე თანამშრომლების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

01/06/2026
Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 18/05/2026
Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 07/05/2026

საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს №68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საკონტაქტო საათს და მიზნად ისახავს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
🔸ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა;
🔸ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
🔸ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად.

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Batumi