19/07/2026
🌸 ჩვენი პირველი ფესტივალიც შედგა 🥳
👉ინდოგოს საავტორო პროგრამების მოსწავლეებს (წინასასკოლო, მეორე და მესამე საფეხური - V-VII და VIII-XI კლასები) გადაეცათ შესაბამისი სასწავლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი, სასწავლო-მოსამზადებელი ჯგუფების მოსწავლეებს - სამახსოვრო სერტიფიკატები.
ვულოცავთ და ვუსურვებთ მათ ძალიან, ძალიან საინტერესო, შინაარსით მდიდარ ცხოვრებას, გამოდგომოდნენ საკუთარ თავს, ოჯახს, საზოგადოებას და სამშობლოს.
🖼🪅ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა მოაწყვეს მათი ნაკეთობებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხით ერთმანეთს და დამთვალიერებლებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ 😇
გულითადი მადლობა ყველა მშობელს ჩართულობისთვის, ჩვენს შესაშნავ ახალბედა მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, ბავშვებს 😇
❕️განსაკუთრებული მადლობა - ფესტივალის კომერციულ დირექტორებს, მეშვიდე კლასელებს, გვანცა გარუჩავასა და ნატალი სულაბერიძეს, ტექნიკურ დირექტორს - ლილე ტრაპაიძეს 😂 😍
ბედნიერი ზაფხული ყველას! 🥳🌞💖