წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი

წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი

ძალიან ცოტა დრო დარჩა ოქტომბრამდე! 📖🍂ოქტომბრიდან კიდევ ერთი კურსი განახლდება კლუბში, ამჯერად IV-V-VI-VII- კლასელებისთვის...
18/09/2026

ძალიან ცოტა დრო დარჩა ოქტომბრამდე! 📖🍂

ოქტომბრიდან კიდევ ერთი კურსი განახლდება კლუბში, ამჯერად IV-V-VI-VII- კლასელებისთვის 👩🧑‍🦰👩‍🦰👨‍🦰🧑‍🦰

🌟 შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, პარასკევს - 18:00- 20:00 და შაბათს 11:00- 14:00 ( ერთი საათი ქართული წიგნიერების გაკვეთილი, ერთიც-ინგლისურის)

🌟 მისამართი: ბათუმი, ზ.გორგილაძის 45.

🌟 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ კლუბის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 428200

03/09/2026

🔵 გადაცემის წამყვანი: მაია მენაბდე

🔵 გადაცემის სტუმარი: ანასტასია ცეცხლაძე

🔵 გადაცემის თემა: თვითდამკვიდრების პრობლემა მოზარდებში

📖 წიგნი: მარჯან სატრაპის ,,პერსეპოლისი"
🎬 ფილმი: კენ ლოუჩის ,,კესი"

ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის, მაია მენაბდის, პოდკასტი მოზარდებისთვის❤️
03/09/2026

ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის, მაია მენაბდის, პოდკასტი მოზარდებისთვის❤️

🍊 გადაცემის წამყვანი: მაია მენაბდეMaia Menabde 🍊 გადაცემის სტუმა...

13/08/2026

ამ სურათებიდან ზაფხულის განწყობა კი მოდის, მაგრამ, სინამდვილეში, სწავლისა და შრომის დღეებია აღბეჭდილი 🌿📚
Keti Nikolaishvili 💚

და-დაააამ🌟🌟🌟ოქტომბრიდან კიდევ ერთი კურსი განახლდება კლუბში, ამჯერად  IV-V-VI-VII- კლასელებისთვის 👩🧑‍🦰👩‍🦰👨‍🦰🧑‍🦰🌟 შეხვედრე...
01/08/2026

და-დაააამ🌟🌟🌟

ოქტომბრიდან კიდევ ერთი კურსი განახლდება კლუბში, ამჯერად IV-V-VI-VII- კლასელებისთვის 👩🧑‍🦰👩‍🦰👨‍🦰🧑‍🦰

🌟 შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, პარასკევს - 18:00- 20:00 და შაბათს 11:00- 14:00 ( ერთი საათი ქართული წიგნიერების გაკვეთილი, ერთიც-ინგლისურის)

🌟 მისამართი: ბათუმი, ზ.გორგილაძის 45.

🌟 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ კლუბის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 428200

P.S. გამოიწერეთ მარიტას არხი🥰
#მარიტასმეგობარიწიგნები

🔹️🔹️🔹️🔹️🔹️🔹️კიდევ ერთი ,,ტრადიციული" კურსი  #მეთერთმეტეკლასელებისთვის!შეხვედრები გულისხმობს როგორც  ქართული ენისა და ლიტ...
31/07/2026

🔹️🔹️🔹️🔹️🔹️🔹️

კიდევ ერთი ,,ტრადიციული" კურსი #მეთერთმეტეკლასელებისთვის!

შეხვედრები გულისხმობს როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის საფუძვლიან შესწავლას ( სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთ-ერთი საგანი).

კურსის ფარგლებში მოსწავლეები დაამუშავებენ არა მხოლოდ ე.წ. პროგრამულ მასალას ეროვნული გამოცდებისთვის, არამედ მიიღებენ ზოგად განათლებას, გაიფართოებენ თვალსაწიერს, გაიუმჯობესებენ არაერთ მნიშვნელოვან უნარს: კრიტიკული აზროვნება, ემპათია, წერითი მეტყველება...

🔹️🔹️🔹️🔹️🔹️🔹️
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ კლუბის გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: 599 42 82 00

🔹️🔹️🔹️🔹️🔹️
მისამართი: ბათუმი, ზ.გორგილაძის 45.

👩‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓ჩვენი კლუბი ტრადიციულად  აცხადებს მიღებას  #აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ,  #ეროვნულიგამოცდებისთვის მოსამ...
31/07/2026

👩‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓🧑‍🎓

ჩვენი კლუბი ტრადიციულად აცხადებს მიღებას #აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ, #ეროვნულიგამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე ორივე საგანში (სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, აირჩიოთ მხოლოდ ერთ-ერთი).

🔵 კურსის ინტენსივობა: კვირაში სამჯერ
🔵 გაკვეთილების ხანგრძლივობა: 90 წუთი.

📩 დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ კლუბის გვერდზე ან დაგვირეკეთ: 599428200

🏠 მისამართი: ბათუმი, ზ.გორგილაძის 45.

20/07/2026

ჩვენს კლუბში მოზარდები არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ ინგლისურ ენასაც გააზრებულად და საფუძვლიანად სწავლობენ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის — აქ მიღებული ცოდნით ისინი ცხოვრებაში რეალიზების, გამოწვევებთან გამკლავების და ბედნიერების საკუთარ ფორმულას აღმოაჩენენ.

ეს პოდკასტიც ჩვენი გზის, ჩვენი სწავლა-სწავლების, ერთ-ერთი ნაწილია.

ამ ეპიზოდში წამყვანი მარი და მისი სტუმრები, ელენე და ანეტი, მსჯელობენ იმ მენტალურ, ფსიქოლოგიურ და პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თითოეული ადამიანი დგება.

მოზარდები საუბრობენ შემდეგ საკითხებზე:

🔵 სირთულეების, გადაწვისა და მარცხის როლი პიროვნულ ზრდაში — რატომ არის შეცდომები მიზანთან დაახლოების საუკეთესო საშუალება?
🔵 ​მენტალიტეტი vs. დისციპლინა: რატომ არის ყოველდღიური მცირე ჩვევები და შინაგანი სიმტკიცე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოტივაცია?
🔵 ​ როგორ აყალიბებს ჩვენი ადრეული გამოცდილება და სოციალური წრე იმ ამბიციებსა და მოლოდინებს, რომლებიც საკუთარი თავის მიმართ გვაქვს?
🔵 ​რა იმალება მიღწევების მიღმა და როგორ შევინარჩუნოთ მენტალური ბალანსი და შინაგანი სიმშვიდე წარმატების დროს?

ყურადღება!📣📣📣ბავშვებისთვის თითოეული დღის გალამაზება და საინტერესოდ ქცევა, რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია!ამას ,, წი...
18/06/2026

ყურადღება!📣📣📣
ბავშვებისთვის თითოეული დღის გალამაზება და საინტერესოდ ქცევა, რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია!

ამას ,, წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი" ძალიან კარგად ახერხებს და ზაფხულშიც შეძლებს 📚🎭🎨

სანამ პატარები ქალაქიდან გავლენ, შეგიძლიათ მოიყვანოთ ჩვენს კლუბში ერთდღიან შეხვედრებზე:

🎈ჩვენ მოვუმზადებთ სახალისო აქტივობებს როგორც ქართულ და ისე ინგლისურ ენაზე;🎉🎊

🎈ვიმუშავებთ საინტერესო მხატვრულ ტექსტებზე და მოვამზადებთ წარმოდგენას ჩრდილებით ან თოჯინებით; 📖🎭

🎈ბავშვები უყურებენ ანიმაციას ინგლისურ ენაზე.
გამართავენ დისკუსიას, ივარჯიშებენ ლექსიკაზე, ინგლისურად მოსმენასა და საუბარში;🎥💬🗣

🎈სესიებს შორის ექნებათ შესვენება ( ამინდის შემთხვევაში გავალთ პარკშიც🌲🌳🌴) და სასუსნავებით ჩაიკოკლოზინებენ პირს🍪🍩🍡🥤
👧🧑👱👩🧑‍🦱🧑‍🦰მონაწილეების ასაკი: 10-13 წელი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: Maia Menabde
ინგლისური ენის მასწავლებელი: Keti Nikolaishvili

⏰️შეხვედრის ხანგრძლივობა: 11:00- 15:00 საათი

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ კლუბის გვერდზე ან დაგვირეკეთ 599428200

🏠 მისამართი: ზ. გორგილაძის 45
,,წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი"
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს👇https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdszC3pQP-Z_m1zG2AiJh-vMK71k87SncICeSGnR7rps_J0zQ/viewform?usp=publish-editor

19/01/2026

ჩვენი კლუბის წლის შემაჯამებელი შეხვედრა მადლიერების თემას დავუკავშირეთ💙

მოზარდები იშვიათად საუბრობენ მადლიერებაზე.
შევძელით, დაგვეფიქრებინა და აგველაპარაკებინა ამ სასიცოცხლოდ საჭირო თემაზე-თანაც ორივე ენაზე! 😎😎

კლუბის წევრებმა ისაუბრეს თავიანთ უნარებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ემადლიერებიან ცხოვრებაში 💫💫

უყურეს საინტერესო ანიმაციასა და ინგლისურენივან ვიდეოს ერთ-ერთი სოციალური ექსპერიმენტის შესახებ, რის შემდეგაც გამართეს დისკუსია.

ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან ,, თავისუფლების მწერლები" და გაითამაშეს ერთგვარი ფსიქოლოგიური თამაში, რომმელმაც კიდევ ერთხელ დააფიქრა, თუ რამდენად მადლიერები არიან ადამიანები მათ გარშემო და რას ემადლიერებიან თავად სამყაროს🌍🌍
Keti Nikolaishvili
Maia Menabde

Address

Gorgiladze Street 45
Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to წიგნიერების ქართულ-ინგლისური კლუბი:

Shortcuts

Share

Category