25/03/2025
⛑️ დღეს, ქედის მედიათეკაში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პირველი გადაუდებელი დახმარება”.
🧑⚕️შეხვედრას უძღვებოდა წითელი ჯვრის ქედის ფილიალის ტრენერი - მერი ვარშანიძე.
🚑 ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: გულ-ფილტვის რეანიმაცია, დამწვრობა, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა და დაზარალებულის დახმარება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
⛳️ ტრენინგს ესწრებოდნენ წითელი ჯვრის ქედის ფილიალის მოხალისეები.