24/06/2015
რეგისტრაცია პირველ ნაკადზე მთავრდება 28 ივნისს !!!! იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!!!!!www.facebook.com/pages/საზაფხულო-სკოლა-ნიკე/109989346004874?ref=aymt_homepage_panel
სკოლა ნიკესთან არსებული საზაფხულო სკოლა აცხადებს 9 დან 14 წლამდე მოზარდების მიღებას
საზაფხულო პროგრამა მოიცავს:
განმავითარებელ-შემოქმედებით აქტივობებს
უცხო ენა _ მოსმენა, კომუნიკაცია
შემეცნებითი აქტივობები წიგნთან
ხელოვნება, დიზაინი,ხელსაქმე
პროგრამის მიზანი:
პროგრამა გათვლილია აქტიურ,შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ბავშვებზე,რომლებსაც სურთ განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი ტალანტები და დახვეწონ ლინგვისტური მონაცემები
მეცადინეობის ფორმები:
თავისუფალი, ჯგუფები 10 - 12 კაცის შემადგენლობით, რომლებიც განაწილებულნი არიან ასაკისა და მონაცემების მიხედვით
პესაგოგებმა უნდა დახვეწონ და განავითარონ ლინგვისტური და შემოქმედებითი უნარები (გამოთქმა,მეტყველება, მხატვრული კითხვა,პლასტიკა,ქცევის კულტურა,ხელგარჯილობა,ორატორული ხელოვნება)
მეცადინეობების თემატიკა და დანიშნულება
1. უცხო ენის გაკვეთილები კვირაში 4 ჯერ,აქცენტირება გადატანილია ზეპირ და სმენით კურსზე, ყურადღება ექცევა წერით ნიუანსებს.
2. კომუნიკაციის ხელოვნება კვირაში 3 ჯერ განხორციელდება როლური თამაშების სახით,პრეზენტაციები და დებატები- პოზიციის დაცვით, არგუმენტირებით,მოსაუბრის მოსმენისა და დიალოგებში აქტიური მონაწილეობის უნარის ჩამოყალიბება
3. ხელოვნება,ხელგარჯილობა დიზაინი კვირაში 3 ჯერ ელემენტარული უნარჩვევების გამომუშავება,
4. საწყისი ცოდნის მიღება,ძიებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება,შემოქმედებითი პორტფოლიოს შექმნა
5. ეტიკეტი,მეტყველების კულტურა- კვირაში 3 ჯერ ქცევის წესების ცოდნა,ეტიკეტის გაცნობა, ინტელექტუალური სავარჯიშოები,მერყველების აპარატის დასახვეწი სავარჯიშოები,
6. თემატური გაკვეთილები კვირაში 3 ჯერ მხატვრული ლიტერატურის გაცნობა,გუნდურ პროექტებზე მუშაობა,გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბება
კურსის ხანგრძლივობა 3 კვირა
ფასი 300 ლარი