27/04/2026
23 აპრილს სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის 9- 10 კლასის მოსწავლეებთან ერთად ბსუ ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ვეწვიეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს,სადაც ერთი გაკვეთილი -ლექცია ჩაუტარდათ თემაზე:”ელექტროობა”,რომელიც მიჰყავდა ბსუ ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ,ნუგზარ ღომიძეს.განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალისო და ვიზუალურად ლამაზმა ცდებმა,რომელიც ბატონმა ნუგზარმა ჩაატარა.მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ფიზიკის სპეციალობაზე ,რომელიც ფიზიკის ,კომპიუტერის და უცხო ენის ფლობას მოითხოვს და მის პერსპექტივებზე …უკუკავშირიც მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეები დაინტერესდნენ თანამედროვე ტექნოლიგიების მოქმედების პრინციპის პოპულარული ენით და გასაგებად წარმოდგენით და რობოტექნიკის ,ხელოვნური ინტელექტის ,ცერნის ლაბორატორიაზე საინტერესო ინფორმაციების მიწოდედებით…მადლობას ვუხდით ბატონ ნუგზარ ღომიძეს და ასევე ქალბატონ ნინო მჟავანაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის.