ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა, Education, Batumi.

✅2022 წლის 16 ივნისს სსიპ - ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021 და 2022 წელს გამარჯვებულ სასკოლო კლუ...
17/06/2022

✅2022 წლის 16 ივნისს სსიპ - ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021 და 2022 წელს გამარჯვებულ სასკოლო კლუბების წევრებთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
📍ჩვენი სკოლის წარმომადგენლები გახლდათ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე-ქეთევან დავითაძე და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ “მელიორას” მეურვე-თათია ფუტკარაძე.
📍შეხვედრაზე კლუბებმა ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე,განიხილეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.
🌳შეგახსენებთ,ჩვენი სკოლის კლუბი განათლების სამინისტრომ 650 ლარის ოდენიბით დააფინანსა,რომლის ფარგლებში გავამწვანეთ სკოლის ეზოს თავისუფალი ტერიტორია.
შეხვედრის ბოლოს აჭარის განათლების სამინისტრომ “სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსება” ფარგლებში გამარჯვებულ კლუბებს გადასცა სიგელები.
მე-5 საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს,რომ მოგვცა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

ქ.ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის სახელით,ყველა პატარას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.დაე,მსოფლიოში ყველა ბავშვს ...
01/06/2022

ქ.ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის სახელით,ყველა პატარას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.დაე,მსოფლიოში ყველა ბავშვს გვეცხოვროს ბედნიერ და მშვიდობიან სამყაროში🇬🇪🇺🇦
ამ დღესთან დაკავშირებით მეხუთე სკოლის მოსწავლეებმა ჩვენს “ხეივანს” შევმატეთ ნაძვის რამდენიმე ნერგი,როგორც სიცოცხლისა და მარადიულობის სიმბოლო💚

ქ.ბათუმის  #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა,ამავე სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ “მელიორასთან” თანამშრომლობით ჩაერთო საერთაშ...
30/04/2022

ქ.ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა,ამავე სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ “მელიორასთან” თანამშრომლობით ჩაერთო საერთაშორისო პროექტში “გაამწვანე სკოლის ეზო”,ნომინაცია_სკოლის მწვანე ეზო.
🌳სკოლის მწვანე გუნდმა “ტუიამ” ქიმიის მასწავლებლის,ლიანა კუპრაძის,ხელმძღვანელობით სკოლის ტერიტორიაზე დარგო სხვადასხვა ჯიშის ხე.
🌳თითოეული სახეობა მიზანმიმართულადაა დარგული და ყველა ატარებს თავის მნიშვნელობას,ითვისებს და აუვნებელყოფს მავნე ოქსიდებს.
ვიმედოვნებთ,სულ მალე ჩვენი საქმიანობები უფრო მასშტაბური გახდება.💚


#გაამწვანესკოლისეზო #მწვანეგუნდიტუია

27/03/2022

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლებში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. Არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ X,XI,XII კლასის მოსწავლეები.კენჭის ყრის შედეგად თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა XIა კლასის მოსწავლე ქეთევან დავითაძე.თავმჯდომარის მოადგილეები გახლავთ XIგ კლასის მოსწავლე ანანო განდელიძე და Xბ კლასის მოსწავლე ლიზა ლაბაძე.

Address

Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბათუმის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა:

Shortcuts

Share

Category