ბსუ - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი

Share

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი

Photos from ბსუ - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი's post 29/05/2026

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიის შერჩევასა და კარიერის დაგეგმვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ბანაკი „შენი პროფესიის გზამკვლევი“ ხორციელდება.

ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი მათ პროფესიული განვითარებისთვის სთავაზობს.

ბანაკის პროგრამა მოიცავს სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ინტერესების, უნარებისა და პოტენციალის უკეთ შეფასებაში ეხმარება. ამასთანავე, ახალგაზრდები ეცნობიან კარიერის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომებსა და შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.

28/05/2026

📢იჩქარეთ, რეგისტრაციის ვადა იწურება⌛️
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია 29 მაისს სრულდება🗓️
📍როგორ დარეგისტრირდეთ?
👉ონლაინ https://vet.ge/
🔹პროფესიულ განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
🔹პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk
📎სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
📎პროგრამის ხანგრძლივობა-11 თვე
აირჩიე შენი მომავალი პროფესია!🎓
საკონტაქტო: 577 49 19 39

26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
#26მაისი #ბსუ #პროფესიული #ესდღეჩვენია

Photos from ბსუ - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი's post 22/05/2026

📢21 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, „პსპ ფარმა“-ს დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
🌐ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ: პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე.
🌐ფორუმის მონაწილეებს კომპანიისგან საჩუქრები გადაეცათ.
#ბსუ #პროფესიული #პსპ #დასაქმება #ფორუმი

20/05/2026

📢 დასაქმების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის!
🔹ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „პსპ ფარმა“ 21 მაისს 14:00 საათზე მართავს დასაქმების ფორუმს სასტუმრო „Sheraton Batumi“-ში.
🔹ფორუმის მიზანია ახალგაზრდებისთვის შექმნას რეალური შესაძლებლობა, გაეცნონ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და წარმატებულ ფარმაცევტულ ქსელს, მის დასაქმების პირობებსა და კარიერულ პერსპექტივებს.
🔹ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა: პირადად გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე, გაეცნონ კომპანიის კულტურასა და სამუშაო გარემოს. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საჩუქრები და სიურპრიზები.
🗓️ 21 მაისი
🕑 14:00 საათი
📍 Sheraton Batumi Hotel
⏳ ღონისძიების ხანგრძლივობა: 2 საათი
თუ ეძებ პროფესიულ განვითარებასა და ახალ შესაძლებლობებს-ეს შეხვედრა შენთვისაა! ✨
#ბსუ #პროფესიული #დასაქმება

19/05/2026

🎓 ჩვენ ვქმნით განათლებას, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას 💎

✨🔬აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები თქვენს კარიერულ გზაზე 🚀

#პროფესიული #სწავლა #დასაქმება
#უწყვეტიგანათლება #ბსუ

18/05/2026

📢ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის 3-4 ივლისს, პროფესიული განათლების III კონფერენცია „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გაიმართება. 🎓
🔹კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესიულ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს პროფესიული საგანმათლებო დაწესებულებებიდან, პროფესიული განათლების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
🔹კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეთათვის იგეგმება ექსკურსიაკახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში.
🔹კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოხსენებები 2026 წლის 1 მაისიდან 10 ივნისამდე უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).
☎️დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 27 50 10.

Photos from ბსუ - პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი's post 15/05/2026

📢ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: ,,როგორ მოვუაროთ მცენარეებს სახლის პირობებში“.
🔹სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები ოთახის მცენარეების სწორად მოვლის შესახებ. მასტერკლასის მსვლელობისას განხილულმა საკითხებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში და მათ საშუალება მისცა, უკეთ გაეგოთ მცენარეებზე ზრუნვის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
🔹ტრენერი: ვახტანგ გოგუაძე, ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესიული განათლების მასწავლებელი.
🔹მასტერკლასი პროექტ „კარიერის კომპასის“ ფარგლებში ჩატარდა.

13/05/2026

📢ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
🗓️რეგისტრაციის ვადა:11-29 მაისი
📍როგორ დარეგისტრირდეთ?
👉ონლაინ https://vet.ge/
🔹პროფესიულ განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
🔹პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk

📎სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
📎პროგრამის ხანგრძლივობა-11 თვე
აირჩიე შენი მომავალი პროფესია!🎓
საკონტაქტო: 577 49 19 39

12/05/2026

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა👩‍⚕️👨‍⚕️
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ვაღიაროთ და დავაფასოთ ჩვენი ექთნების ფასდაუდებელი წვლილი, მათი ურყევი ერთგულება და პროფესიონალიზმი პაციენტების მიმართ🙏
გილოცავთ პაციენტების სიმშვიდის სადარაჯოზე მყოფო ექთნებო, სტუდენტებო და პედაგოგებო📚

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ლეონიძის ქ. №15
Batumi
0105