Moalla • მოალა

Moalla • მოალა

Share

6-დან 13 წლამდე მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარების სტუდია "მოალა"

შემოქმედებითი სტუდია „მოალა“ იწყებს 6-დან 14 წლამდე შემოქმედებითი უნარების განვითარების მსურველ მოზარდთა მიღებას.
ცენტრში ჩატარდება გაკვეთილები:
✍️ მე ვიწყებ წერას;
️🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს;
️🎯 გართობა და შემეცნება.
✍️ მე ვიწყებ წერას - ემსახურება მოზარდებში შემოქმედებითი უნარების (წერის, აზროვნების, შეფასების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, წაკითხული ნაწარმოების გაანალიზების და მწერლის

Photos from Moalla • მოალა's post 23/03/2023

🌠 მოალაში სასწავლო პროცესი გრძელდება

🔮შაბათ-კვირას ბავშვებმა:

📌შექმნეს ესკიზები🎨

📌წაიკითხეს ზღაპრები Dali Tedoradze-სთან ერთად📚

📌წაკითხვის შემდეგ კი - განხილვა და ანალიზი.

📌დასრულდა ხელნაკეთი სოკოების დამზადება🍄

📌დიდ ჯგუფთან იყო სამოტავაციო ხასიათის შეხვედრა.

📌დღის ბოლო კი დაეთმო გართობასა და შემეცნებას💫

Photos from Moalla • მოალა's post 16/03/2023

🍄მოალას ბავშვები აგრძელებენ ხელნაკეთი ნივთების შექმნას.

🍄მათ დაიწყეს სოკოების დამზადება, რომლის შედეგსაც შემდეგ კვირაში გაგიზიარებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს😊

🍄ვესტუმრეთ თოჯინების თეატრსაც, სადაც ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმები, რაც მათთვის ძალიან სახალისო იყო.

🍄ამ აქტივობით, ბავშვებმა გაიცნეს კოკროჭინას პერსონაჟებიც და როლური თამაშიც შემოგვთავაზეს.🥰

🍄ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რადგან მომავალში ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ მოალასთან ერთად💫

Photos from Moalla • მოალა's post 28/02/2023

💫მოალაში მრავალფეროვანი და ხალისიანი დღეები გრძელდება. 💜
💫ზღაპრები, კლასიკოსები და თანამედროვე მწერლები...
💫ესკიზები, ძერწვა, ხელნაკეთი ნივთები...
სამაგიდო, სახალისო თამაშები...
💫განათლება, კულტურა, ხელოვნება და ბედნიერების ჰორმონი ერთ სივრცეში.💜

19/02/2023

🔮 შემოქმედებით სტუდია „მოალა“-ში საგაზაფხულო სეზონისთვის მიღებაა 💜

💫 ცენტრში საგანმანათლებლო აქტივობები 6-დან 12 წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი 💜

🚀 ცენტრში ჩატარდება გაკვეთილები:
✍️ მე ვიწყებ წერას;
🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს;
🎯 გართობა და შემეცნება;
✍️ მე ვიწყებ წერას - ემსახურება მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება - დახვეწას.
🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს - შეისწავლება ხატვა, ძერწვა, ილუსტრაციის შექმნა. ხელნაკეთი ნივთების დამზადების ტექნიკა, თეატრალური მხატვრობა: ესკიზი, თოჯინა, რეკვიზიტი, დეკორაცია, მაკეტი.
🎯 გართობა და შემეცნება -
სამაგიდო, შემეცნებითი და გრამატიკული სახალისო თამაშები.
🧩 ცენტრში ჩატარებული ყველა აქტივობა ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ემსახურება საერთო მიზანს - მოზარდების ინდივიდუალობის წინ წამოწევას.
🕒 სტუდია მუშაობს შაბათ-კვირას.
✨ სწავლების საფასური: 130 ლარი.
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 591 71 71 51

Photos from Moalla • მოალა's post 09/02/2023

💫მოალამ პატარებს ი.გოგებაშვილის " იავნანამ რა ჰქმნა?!" წაუკითხა.

💫სასიამოვნოდ გაოცებული დარჩნენ, როცა გაიგეს რა მისტიური ძალა ქონია დედის ნამღერ იავნანას.

💫ქეთოს სამყაროში მოგზაურობა თოჯინების თეატრში გავაგრძელეთ, სცენაზე მსახიობების როლი მოვირგეთ და თოჯინები გავაცოცხლეთ.

🎩დღე კი სპექტაკლის " იავნანამ რა ჰქმნა?!" ნახვით დავასრულეთ

💫დაუმეგობრდი მოალას, ჩვენთან ჯადოსნური ამბები ხდება 💜

Photos from Moalla • მოალა's post 31/01/2023

💫 პატარა უფლისწულის და მოალას მეგობრობის ამბები, თოჯინების თეატრის სამხატვრო სახელოსნოში გაგრძელდა.💫

🎩 ვიმოგზაურეთ მისტიურ სამყაროში ჩვენს ბავშვებთან ერთად, სადაც მუდმივად ზღაპრული ქაოსი და საოცარი სურნელი ტრიალებს. გავიცანით თოჯინების დიდი ოჯახი და ვნახეთ ახალი თოჯინის დაბადება🦊

💫 შემდეგ კი ერთად შევქმენით პატარა უფლისწულის ესკიზები და ჩვენი საყვარელი პერსონაჟები 💫

💫დაგვიმეგობრდით 💜 მოალაში ბედნიერებით და სიხარულით სავსე დღეები გრძელდება.💫

Photos from Moalla • მოალა's post 28/01/2023

✨პატარა უფლისწულის და მოალას ამბავი ✨
🌠 ორი კვირაა მოალა და ბავშვები ცდილობენ "დასანახი მხოლოდ გულით დაინახონ, რადგან მთავარი თვალისთვის უხილავია"

✨ თქვენ იცით რატომ არის უდაბნო ასეთი ლამაზი?
- იმიტომ რომ მის წიაღში წყარო იმალება ✨

🌠 ჩვენ ეგზიუპერის ჯადოსნურ სამყაროში ვმოუგზაურობდით ორი კვირა, დავიმეგობრეთ პატარა უფლისწული რომელმაც მეგობრობის , სიყვარულის და ადამიანური ურთიერთობების საოცარი ისტორიები გვიამბო.

✨დაუმეგობრდი მოალას, ჩვენთან ჯადოსნური ამბები ხდება 💜

Photos from Moalla • მოალა's post 15/01/2023

სტუდია ,,მოალა” გილოცავთ ბედობის დღეს🔮🔮💜💜💜

Photos from Moalla • მოალა's post 27/12/2022

ლეგენდის თანახმად, მოალას ფერად სამყაროში ჯადოსნური ამბები დატრიალდა. ზღაპრის პატარა გმირებმა, ახალი წლის მოახლოება დიდი ჟრიამულით, მხიარული სიმღერებით, ლექსებითა და ლამაზი საჩუქრებით ამცნეს დიდსა თუ პატარას და ამოგზაურეს მოალას ზღაპრულ სამყაროში🔮🔮🔮🔮

Photos from Moalla • მოალა's post 17/12/2022

დღეს, მოალას პატარები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ და იმოგზაურეს ოზის სამყაროში🔮🔮🔮🔮

Photos from Moalla • მოალა's post 13/12/2022

მასტერკლასი მოალაში.
მოალას მეექვე სკოლის, მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
შეხვდნენ მწერალ- დალი თედორაძეს. ისაუბრეს შემოქმედებაზე, წიგნის ილუსტრაციებზე.
ჩაუტარდათ მასტერკლასი საახალწლო აქსესუარების შექმნაზე და მიეცათ საშუალება იქვე, თავიანთი ხელით დაემზადებინათ სასურველი ნივთი.

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


32 კლდიაშვილის ქუჩა
Batumi
6010

Opening Hours

Saturday 11:00 - 18:00
Sunday 11:00 - 18:00