საბავშვო ბაღი "ტაატი"

საბავშვო ბაღი "ტაატი" საბავშვო ბაღი, სადაც განათლება, უსაფრთხოება და ინდივიდუალური ზრუნვა პრიორიტეტია. A kindergarten where education, safety, and individual care are our priorities.

საბავშვო ბაღი "ტაატი" პატარებს სთავაზობს თბილ, მყუდრო და ოჯახურ გარემოს.
სწავლისა და აღზრდის მეთოდი შემუშავებულია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამის მიზანია: ბავშვის ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი, კომუნიკაციური უნარებისა და მეტყველების განვითარება.

პროგრამა მოიცავს დამატებით შემეცნებით და შემოქმედებით წრეებს: ინგლისური, მუსიკა, ხატვა, ცეკვა.

ასევე გთავაზობთ ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებას.

პატარებს სიყვარულს, სითბოსა და მზრუნველობას არ მოაკლებენ ჩვენი მაღალკვალიფიცირებული და თანამედროვე მიდგომების სერტიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგები.

პროგრამის ხელმძღვანელი და ბაღის დამფუძნებელია ბავშვებთან სამუშაო გამოცდილების მქონე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი.

ბაღი მუშაობს 12 თვის განმავლობაში.

ტელ:
1) 577450003
2) 599018525

23/09/2026
22/09/2026

ანას სპორტული გაკვეთილები- ბავშვების ფიზიკური ჯანმრთელობის გარანტი!🤾🤽‍♂️🧗‍♂️🏊🤺

16/09/2026

დღეს შევქმენით ფერადი და საინტერესო კომპოზიცია 💫💫
აქტივობა ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ფერების აღქმისა და გარჩევის, ყურადღების, კონცენტრაციის, და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 🌈👐✨

14/09/2026

ჩვენთან დიდი მხიარულებაა ❣️❣️👏

მადლობა ლამასია - გმირები გამოძახებით თქვენს გუნდს ჩვენი პატარების გახალისებისთვის❣️❣️

🎈 დღეს ჩვენს ბაღში განსაკუთრებული, მხიარული და ფერადი დღე გვქონდა! 🥳       ჩვენმა პატარებმა  ანიმატორებთან ერთად იცეკვეს...
14/09/2026

🎈 დღეს ჩვენს ბაღში განსაკუთრებული, მხიარული და ფერადი დღე გვქონდა! 🥳
ჩვენმა პატარებმა ანიმატორებთან ერთად იცეკვეს, ითამაშეს და უამრავი ბედნიერი ემოცია დააგროვეს. 💃🕺🎉
ბავშვობის დღეები ხომ სწორედ ასეთი უნდა იყოს - სავსე სიცილით, თამაშით, მეგობრობითა და ჯადოსნური მომენტებით! 🥰🌈

საბავშვო ბაღი ტაატის, ყველაზე პატარები 😊😊 ☀️☀️
12/09/2026

საბავშვო ბაღი ტაატის, ყველაზე პატარები 😊😊 ☀️☀️

11/09/2026

🎨 ფერების სამყაროში თამაში — ბავშვებმა ბურთები შესაბამისი ფერის ქაღალდებთან დააკავშირეს. აქტივობამ ხელი შეუწყო ფერების გარჩევას, ყურადღების, ვიზუალური აღქმის, თვალისა და ხელის კოორდინაციისა და წვრილი მოტორიკის განვითარებას. თამაშის პროცესში ბავშვებმა ასევე გაიუმჯობესეს შედარებისა და ფერების მიხედვით დაჯგუფების უნარები.

Address

ვახტან გორგასალის N-149ა
Batumi
6004

Opening Hours

Monday 08:30 - 18:30
Tuesday 08:30 - 18:30
Wednesday 08:30 - 18:30
Thursday 08:30 - 18:30
Friday 08:30 - 18:30

Telephone

+995577450003

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბავშვო ბაღი "ტაატი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბავშვო ბაღი "ტაატი":

Shortcuts

Share