Ecole Française - ფრანგული სკოლა

Ecole Française - ფრანგული სკოლა ბათუმის ფრანგული სკოლა

“ფრანგულ სკოლაში” პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!  ბოლო ვადა: 31 მაისი. რეგისტრაციისთვის დარეკეთ: 593 270 202
14/05/2026

“ფრანგულ სკოლაში” პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!

ბოლო ვადა: 31 მაისი.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ: 593 270 202

„ღვთისა და ერის სიყვარულით განვლილი გზა...““ფრანგული სკოლა” უერთდება საყოველთაო მწუხარებას უწმინდესისა და უნეტარესის, ილ...
19/03/2026

„ღვთისა და ერის სიყვარულით განვლილი გზა...“

“ფრანგული სკოლა” უერთდება საყოველთაო მწუხარებას უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი დაუღალავი ზრუნვა ახალგაზრდა თაობის სულიერ აღზრდასა და განათლებაზე ყოველთვის იქნება ჩვენთვის ორიენტირი. პატრიარქის სიტყვები - „ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი“ - დარჩება ჩვენი სკოლის ყოველი მოსწავლისა და მასწავლებლის გზამკვლევად.

ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს. უფალმა დაამკვიდროს მისი მართალი სული ცათა სასუფეველში.

გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ჩვენის სკოლის მეგობარი, ქალბატონი ცისანა ანთაძე.“ფრანგული სკოლის” სახელით...
02/03/2026

გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ჩვენის სკოლის მეგობარი, ქალბატონი ცისანა ანთაძე.

“ფრანგული სკოლის” სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცელებს, ბათუმსა და სრულიად საქართველოს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 🫶ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ზღაპარი გააცოცხლეს ❤️
25/12/2025

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 🫶

ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ზღაპარი გააცოცხლეს ❤️

25/12/2025

Joyeux Noël-ბედნიერი შობა!

Un conte de Noël-საშობაო ზღაპარი

01/12/2025

XI კლასის ინიციატივით საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში შეგროვილი ნივთები მივიტანეთ Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ბათუმის ღამის თავშესაფარში და გადავეცით ბენეფიციარებს 🫶

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი: ანამარია ვარშანიძე, ლიზი მაკარიძე, ნიკა კობალაძე, ირაკლი ბროლაძე, ზურა ვარშანიძე, გიორგი ნაკაშიძე, თემო გათენაძე, ბოგდან კუზმა, ანასტასია ფეროიანი.

გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ნუმანიშვილს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ❤️

პროექტი ხორციელდება საგნის “პროექტი სამოქალაქო განათლებაში” (მასწავლებელი - აკაკი გვიანიძე) ფარგლებში.

#ქველმოქმედება #სიკეთეგადამდებია

XI კლასის ინიციატივით “ფრანგულ სკოლაში” ქველმოქმედების დღე მოეწყო.ფრანგულსკოლელმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლე...
29/11/2025

XI კლასის ინიციატივით “ფრანგულ სკოლაში” ქველმოქმედების დღე მოეწყო.

ფრანგულსკოლელმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეაგროვეს ნივთები ღამის თავშესაფრის ბენეფიციართა დასახმარებლად.

პროექტის განმახორციელებელმა მოსწავლეთა ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო კამპანია სკოლაში, შეაგროვა და დაახარისხა ნივთები და დაგეგმა ვიზიტი ღამის თავშესაფარში.

პროექტი ხორციელდება საგნის “პროექტი სამოქალაქო განათლებაში” (მასწავლებელი - აკაკი გვიანიძე) ფარგლებში.

#ქველმოქმედება #სიკეთეგადამდებია

ა/ო “ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” მიერ ფრანგული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონი...
25/11/2025

ა/ო “ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” მიერ ფრანგული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს. გაიმართა ინტერაქტიული თამაშიც, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.

ფრანგული სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე რამინ მაჭარაშვილს, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარ დემეტრე დიასამიძეს და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ გუნდს.

ბათუმის ფრანგული სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პედაგოგის, ბსუ-ს პროფესორისა და ბიოლოგიის დოქტორის, ჟანა ...
28/10/2025

ბათუმის ფრანგული სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პედაგოგის, ბსუ-ს პროფესორისა და ბიოლოგიის დოქტორის, ჟანა ჭითანავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს.

ჟანა ჭითანავა ფრანგულ სკოლაში 2007 წლიდან ასწავლიდა, მან მრავალი თაობის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა, მის სახელს უკავშირებდა არაერთი წარმატებული სასკოლო პროექტისა და ღონისძიების განხორციელება.

ჟანა ჭითანავას ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგებისა და მოსწავლეების მეხსიერებას.

ფრანგული სკოლის მოსწავლეებს, ქიმიის მასწავლებელ ნარგიზ მიქელაძესთან ერთად, საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, “ბათუმ...
11/06/2025

ფრანგული სკოლის მოსწავლეებს, ქიმიის მასწავლებელ ნარგიზ მიქელაძესთან ერთად, საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, “ბათუმის წყლის” ლაბორატორიამ უმასპინძლა.

ლაბორატორიის ქიმიკოსმა მერი ხახუტაიშვილმა მოსწავლეებს სინჯების გამოყენებით და სპეციალური დანადგარების საშუალებით აჩვენა და აუხსნა, თუ როგორ ხდება სასმელი წყლის შემოწმება, პროცესში მოსწავლეებიც ჩაერთნენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბათუმის წყალი • Batumis Tskali ხელმძღვანელობას!

"ფრანგული სკოლის" მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, ათასობით თანატოლის მსგავსად, დაასრულეს სწავლა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვე...
20/05/2024

"ფრანგული სკოლის" მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, ათასობით თანატოლის მსგავსად, დაასრულეს სწავლა.

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებზე. 🇬🇪🇲🇫

Address

ქ. ბათუმი, ალ. გრიბოედოვის ქ. N67/67 Al. Griboedov Street
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ecole Française - ფრანგული სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Ecole Française - ფრანგული სკოლა:

Shortcuts

Share

Category