ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი, Education Website, ნინოშვილის ქ. 35, Batumi.

🔵 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველ...
04/09/2026

🔵 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია“ გაიხსნა.
🔹 კონფერენცია 31-5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-ზე მეტი მეცნიერი. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებას.
🔹 კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ალექსანდრე მესხმა.
🔹 კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართება და მოიცავს 10 პარალელურ სექციას:
☑️ ალგებრა და რიცხვთა თეორია
☑️ დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები
☑️ გეომეტრია და ტოპოლოგია
☑️ ლოგიკა, ენა და ხელოვნური ინტელექტი
☑️ მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია
☑️ მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა
☑️ მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი
თეორიული ფიზიკა
☑️ ალბათობის თეორია, სტატისტიკა და ფინანსური მათემატიკა
☑️ ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი
🔹 კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამი მინი-სიმპოზიუმი, რომელთა მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მკვლევრები.
კონფერენციის შრომათა კრებული გამოიცემა ელექტრონული ფორმატით და განთავსდება საერთაშორისო ღია სამეცნიერო ბაზაში.
🔹 კონფერენციის ფარგლებში შერჩეული სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება გამომცემლობა Springer-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Journal of Mathematical Sciences.
🔹 კონფერენციის პარალელურად გაიმართება სეზონური სკოლა „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ (Mathematics for AI). სკოლის მიზანია მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის მათემატიკური საფუძვლების გაცნობა, რეგიონში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და ცოდნის გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეებსა და მოწვეულ ლექტორებს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
🔹 კონფერენციის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; International Mathematical Union-ის განვითარებისა და თანამშრომლობის კომისია (CDC); Springer Science+Business Media.
🔹 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

💠ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერასმუს+"-ის მობილობის პროგრამით ეწვივნენ პეტრას უნივერსიტეტის (საბერ...
04/09/2026

💠ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერასმუს+"-ის მობილობის პროგრამით ეწვივნენ პეტრას უნივერსიტეტის (საბერძნეთი) პროფესორი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტროს გეორგიუ და რუსეს ანჟელ კანჩევის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორები: ორლინ ტომოვი და ნიკოლაი გენკოვი.

💠 ვიზიტორი პროფესორები მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენციაში. ასევე ისინი შეხვდნენ სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

https://bsu.edu.ge/sub-59/page/24653/index.html?lang=ge

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტე...
03/09/2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის პროექტირების ავტომატიზაციის კათედრის პროფესორის, კომპიუტერული ინჟინერიისა და მართვის ფაკულტეტის მრავალწლიანი დეკანის, ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, IEEE Senior Member-ისა და IEEE Golden Core Member-ის — ვლადიმერ ხახანოვის გარდაცვალების გამო.

ვლადიმერ ხახანოვი ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა ავტორიტეტიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა — სამეცნიერო შედეგებით, პრინციპულობით, პიროვნების მასშტაბით, საკუთარი უნივერსიტეტის წინაშე პასუხისმგებლობითა და მისი განვითარებისთვის ყოველდღიური შრომით. მას იცნობდნენ და ღრმად სცემდნენ პატივს ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერ-თანამშრომელთა არაერთი თაობა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, სამეცნიერო საზოგადოება.

მნიშვნელოვანი იყო პროფესორ ვლადიმერ ხახანოვის როლი საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაშიც. 2003 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ყოველწლიურ სიმპოზიუმს IEEE East-West Design & Test, შედიოდა უცხოური სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში, საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო და პროგრამულ კომიტეტებში. იყო IEEE Computer Society-ის წევრი, ჰქონდა Senior Member-ისა და Golden Core Member-ის სტატუსი, თანამშრომლობდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო პროექტებს (მათ შორის — TEMPUS-ს) და იყო ათობით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ხელმძღვანელი და შემსრულებელი.

ათწლეულების განმავლობაში ვლადიმერ ხახანოვი ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო თანამშრომლობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კერძოდ — კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტთან. მისი თაოსნობით ბათუმში სამჯერ (2019, 2021 და 2023 წლებში) მოეწყო IEEE East-West Design & Test საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი. ბსუ ასეთი ტიპის სამეცნიერო ფორუმებში წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ საყრდენს, აკადემიურ მასპინძელსა და პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში. უნივერსიტეტი უშუალოდ მასპინძლობდა და იყო საერთაშორისო დონის სესიების თანაორგანიზატორი, ხოლო მისი ინფრასტრუქტურა რეგულარულად გამოიყენებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან — ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან — ჩამოსული მეცნიერების მისაღებად და სამეცნიერო პანელების დასაგეგმად.

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები აქტიურად იყვნენ ინტეგრირებულნი ფორუმის საორგანიზაციო და სამეცნიერო სტრუქტურაში, ფიგურირებდნენ სიმპოზიუმის ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტებში, პროგრამის შედგენისა და სამეცნიერო ნაშრომების რეცენზირების პროცესში. უნივერსიტეტის მკვლევრებს მიეცათ შანსი, ფორუმზე წარმოედგინათ საკუთარი ნაშრომები, რომელთა მასალებიც იბეჭდება IEEE Xplore Digital Library-ში და ინდექსირდება საერთაშორისო ბაზებში — Scopus-სა და Web of Science-ში.

ნათელი ხსოვნა ვლადიმერ ხახანოვს. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის, ისე მისი მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კოლეგებისა და მეგობრების მეხსიერებაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი გულითად სამძიმარს უცხადებს პროფესორ ვლადიმერ ხახანოვის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს.

📌ბსუ აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის🔎მასწავლებლის მომზა...
25/08/2026

📌ბსუ აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის

🔎მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხილეთ ანკეტა-კითხვარი) 2026-2027 სასწავლო წლისთვის ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტების რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 01 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ბსუ-ს №2 კორპუსში, №213 ოთახი, 14:00 სთ-დან 17:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35).

🔗აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აპლიკანტის განცხადება (ანკეტა), შევსებული №1 დანართის შესაბამისად;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

შენიშვნა: უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში სავალდებულოა დიპლომის დამოწმებულ ასლთან ერთად, განათლების ხარისხის ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის წარმოდგენა!

პროგრამაზე მისაღები გამოცდა (წერითი ფორმით) ჩატარდება 2026 წლის 10 სექტემბერს (მაქსიმალური შეფასება 100 ქულა, მინიმალური ზღვარი 51 ქულა) ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №12), პირველი ცვლა: გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების დრო 1300 სთ; მეორე ცვლა: გამოცდის დაწყების დრო 1400 სთ, დასრულების დრო 1700 სთ. 4.1. გამოცდის შედეგები გამოცხადდება ბსუ-ს ვებგვერდზე 2026 წლის 11 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);

საპრეტენზიო განცხადებები (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 14 სექტემბერს, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), ბსუ-ს №1 კორპუსში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, №1 ოთახი);

მასწავლებლის პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე.

მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების საფუძველზე, ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 21 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35, ბსუ-ს №2 კორპუსის №213 ოთახში).

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხილეთ ანკეტა-კითხვარი) 2026-2027 სასწავლო წლისთვის ჩარიცხვის...

📌გამოცხადდა მიღება ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პ...
25/08/2026

📌გამოცხადდა მიღება ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

🔎აპლიკანტთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 01 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ბსუ-ს №2 კორპუსში, №213 ოთახი, 14:00 სთ-დან 17:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35; ტელეფონი 577 98 58 32).

📎აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აპლიკანტის განცხადება (ანკეტა), შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე) და უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში);

დ) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

ვ) ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი შრომითი გამოცდილებით.

ზ) ინფორმაცია საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და მიღებული ქულის შესახებ (ამონარიდი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალიდან).

პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 11 სექტემბერს, წერითი ფორმით (მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა, მინიმალური ზღვარი - 51 ქულა) ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა №12), პირველი ცვლა: გამოცდის დაწყების დრო - 1000 სთ, დასრულების დრო 1300 სთ, მეორე ცვლა: გამოცდის დაწყების დრო 1400 სთ, დასრულების დრო 1700 სთ.

მისაღები გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 12 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);

საპრეტენზიო განცხადება (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს 2026 წლის 14 სექტემბერს, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), ბსუ-ს №1 კორპუსში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, №1 ოთახი);

ბსუ-ს სპეციალური მასწავლებლის პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე.

საბოლოო შედეგების საფუძველზე ბსუ-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 18 სექტემბერს, 1100 საათიდან 1700 საათამდე (ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა №32/35, ბსუ-ს №2 კორპუსის №213 ოთახში).

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2026 წლის 23 ივნისს მძიმე დანაკლისი განიცადა    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.  გარდაიცვალა ცნობილი ქ...
25/06/2026

2026 წლის 23 ივნისს მძიმე დანაკლისი განიცადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, მათემატიკის დეპარტამენტის წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა ბახტაძე.
შალვა ბახტაძე დაიბადა 1952 წლის 29 მარტს შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში. 1969 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის უჩამბის საშუალო სკოლა, 1973 წელს კი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა.
1973-1974 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის სოფელ ბრილის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და მასწავლებლად. 1974-1975 წლებში მუშაობდა შუახევის განათლების განყოფილებაში. 1975 - 1976 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1976 – 1979 წლებში მუშაობდა ბარათაულის საშუალო სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად. 1979 - 1983 წლებში დაბა შუახევის საშუალო სკოლის დირექტორად და მასწავლებლად.
შალვა ბახტაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიზნობრივი ასპირანტურის დასრულების შემდეგ 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით - „გეომეტრია და ტოპოლოგია“ მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1986 წლიდან დღემდე უწყვეტად მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობზე. 1991 წლიდან 2005 წლამდე კი უწყვეტად იყო ბსუ -ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. ამ ფაკულტეტის ბაზაზე, სწორედ მისი დეკანობის პერიოდში, მისივე ინიციატივით შეიქმნა და დაიწყო ფუნქციონირება ეკონომიკის ორმა ახალმა საგანმანათლებლო პროგრამამ.
იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ანალიზურ გეომეტრიაში, გეგმილურ გეომეტრიაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, ტოპოლოგიურ ჯგუფებში, მათემატიკურ ლოგიკაში, უმაღლეს მათემატიკაში, წრფივ ალგებრასა და ანალიზურ გეომეტრიაში და სხვ. მისი ინტერესების სფერო გახლდათ „ალგებრული ტოპოლოგია“ , გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო „მათემატიკა (უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის“, გამოსაცემად მზად ჰქონდა მონოგრაფია „კომპაქტურ ტოპოლოგიურ სივრცეთა წყვილებისათვის პროექციული (ჭოღოშვილის) და სპეციალური ჰომოლოგიების შესახებ“.
პროფ. შალვა ბახტაძეს დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში. ახალგაზრდებისა და მათემატიკის განსაკუთრებულიო სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ორგანიზატორული ნიჭი გახდა ბევრი ახალგაზრდის პედაგოგიური პროფესიით და მეცნიერებით დაინტერესების ინსპირაცია.
თავისი მოღვაწეობის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოზე, პროფესიაზე და საქმეზე შეყვარებულმა ადამიანმა, მეცნიერმა, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტმა აღმზრდელმა.
წავიდა ჩვენგან ღირსეული პიროვნება, სულით ძლიერი, მოაზროვნე, მომავლის მჭვრეტელი, ერთგული კოლეგა, მეგობარი, მოქალაქე, მეუღლე, მამა და ბაბუა.
შალვა ბახტაძის სახელი მარად დარჩება მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების მეხსიერებაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
მათემატიკის დეპარტამენტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშ...
22/06/2026

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, ნოდარ ბასილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდ დანაკლისს.
ნოდარ ბასილაძე 1969 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, დოცენტის და ასოცირებული პროფესორის პოზიციებზე. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული განათლების სისტემის აქტუალური საკითხების შესწავლაში. მისი კვლევის ძირითად ობიექტს აღზრდის თეორია და ქართული პედაგოგიკის ისტორია წარმოადგენდა. ბატონი ნოდარი არის არაერთი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 300-ზე მეტი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური სტატიის ავტორი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორებიცაა: „სკოლამდელი აღზრდის განვითარება აჭარაში (1921-1981)“ „ჰუმანიზმის პედაგოგიკა“, „ქართული პედაგოგიკის ისტორია“, „ერისა და ქვეყნის მსახურნი“ და სხვა. აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძისა და ნოდარ დუმბაძის პედაგოგიურ შეხედულებებზე.
სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ნოდარ ბასილაძე აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან ქართველ მკითხველს შემოუნახა ვ. სუხომლინსკის „წერილები ვაჟიშვილს“ (1996) და „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ (2019). გერმანული ენიდან თარგმნა იუმორისტული მოთხრობების კრებული „მუსიკა მეზობლის ოთახიდან“ (2008) და მოთხრობების კრებული „პატიოსანი სიტყვა“ (2014). მკითხველისთვის ასევე ნაცნობია მისი ლექსთა კრებული „გულის კარნახით“.
იგი იყო მრავალი საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მონაწილე. მისი ღვაწლი ღირსეულად იქნა დაფასებული: დაჯილდოებული იყო ღირსებისა და იაკობ გოგებაშვილის მედლით, ვ. სუხომლინსკის სამკერდე ნიშნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის საპატიო სიგელებით. ბატონი ნოდარი გახლდათ ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

😞😞
08/06/2026

😞😞

◾ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ყოფილი რექტორის, პროფესორის, აღიარებული მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წევრის, გეომეტრიული ტოპოლოგიის ცნობილი მკვლევრის, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მრავალი თაობის აღმზრდელის ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალების გამო.

ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, მისი ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გეომეტრიული ტოპოლოგიის სამეცნიერო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც წარმატებით აგრძელებენ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

იგი გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 50-მდე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორი, 5 საგრანტო პროექტის ინიციატორი, კოორდინატორი და შემსრულებელი, გამოცემული აქვს ორი და გამოსაცემად მომზადებული ერთი სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 6 სადოქტორო დისერტაცია.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე დაიბადა 1952 წელს, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლის განვითარებასთან. პროფესორ ვლადიმერ ბალაძის კვლევები მოიცავდა ტოპოლოგიის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიმართულებებს - განზომილების, ჰომოლოგიის, ჰომოტოპიის, რეტრაქტების, შეიპებისა და კატეგორიათა თეორიებს. იგი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.

პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სახელს უკავშირდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარის „გეომეტრიული ტოპოლოგია და გამოყენებანი“ დაარსება და ახალგაზრდა მეცნიერთა არაერთი თაობის აღზრდა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ექვსი სადოქტორო დისერტაცია. ბატონი ვლადიმერის გამოკვლევები და იდეები გახდა არაერთი მათემატიკოსის შრომების საფუძველი და სამეცნიერო საქმიანობის სტიმული.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, იგი გამორჩეული პედაგოგი და ორგანიზატორი იყო. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა აკადემიური კარიერის ყველა საფეხური, ხოლო 1991 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად, 2008 წლიდან იყო მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად. იგი მუდმივად ინარჩუნებს სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ ცენტრებთან და საზოგადოებებთან. არის მრავალი საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში შექმნილმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა, სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა ექსპერტთა აღიარება და მხარდაჭერა.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ფართო ერუდიციით, კოლეგებისა და სტუდენტებისადმი კეთილგანწყობითა და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით. ვლადიმერ ბალაძეს სიცოცხლეშივე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და აღიარება, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ბატონი ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.

Address

ნინოშვილის ქ. 35
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი:

Shortcuts

Share