08/06/2026
🔬⚖️ქიმიისა და ფიზიკის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი – „ელექტროლიზი და ენერგიების გარდაქმნა“
✅️8 ივნისს, XI კლასში, ჩატარდა ქიმიისა და ფიზიკის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე „ელექტროლიზი და ენერგიების გარდაქმნა“.
✅️გაკვეთილი გამოირჩეოდა პრაქტიკული აქტივობების მრავალფეროვნებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ქიმიურ ექსპერიმენტებს, რომელთა მეშვეობით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ელექტროლიზის პროცესი და ენერგიის გარდაქმნის მექანიზმები.
✅️ელექტროლიზი წარმოდგენილი იყო ორი განსხვავებული მეთოდით. ტრადიციული მცირე უჯრედის გარდა, ქიმიის მასწავლებლის, თამარ ბერიძის, ინიციატივით სპეციალურად მომზადდა რეზერვუარი, სადაც აკუმულატორის დახმარებით განხორციელდა ელექტროლიზი. მიღებული წყალბადისა და ჟანგბადის გამოყენებით ჩატარდა არაერთი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი: ✅️წყალბადის ბუშტის მყისიერი აფეთქება, კვარის გაღვივება ჟანგბადის საშუალებით, შპრიციდან წყალბადის აალება და გენერატორების დემონსტრირება ენერგიების გარდაქმნის პროცესის საილუსტრაციოდ.
✅️გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ქიმიური რეაქციების ტოლობები, უპასუხეს თემატურ კითხვებს, წარადგინეს პრეზენტაცია ელექტროლიზის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს Kahoot-ის ინტერაქტიულ აქტივობაში.
✅️განსაკუთრებული მადლობა ღია გაკვეთილის ინიციატორსა და ქიმიის მასწავლებელს თამარ ბერიძეს, ასევე მოწვეულ სტუმრებს — ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს გურამ გორგოშაძესა და ლუკა აბაშიძეს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტების ჩვენებასთან ერთად მოსწავლეებს გაუზიარეს STEAM SEA პროექტში მიღებული გამოცდილება.
✅️მადლობას ვუხდით ასევე ფიზიკის მასწავლებელს აქტიური თანამშრომლობისა და გაკვეთილის წარმატებით განხორციელებისთვის.
✅️მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს, ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროცესის კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტიან ფორმატში წარმართვას.