30/07/2022
🥳 მიმდინარე წლის, 28 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა უკვე ბოლო შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს რჩევები კვლევის ანგარიშის შექმნასთან დაკავშირებით.
💥 მომხსენებელი: იმედა იაკოვენკო
🥳 დასკვნით ღონისძიებაზე, სულ მალე, მონაწილეები წარმოგვიდგენენ თავიანთ პროექტებს და გაგვიზიარებენ მიღებულ ცოდნას
📌 აღნიშნული პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტის "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.