04/08/2026
🔰2026 წლის 29 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა საგანმანათლებლო ვორქშოფი თემაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობის მოკლე მიწოდების ჯაჭვების განვითარების პერსექტივები“.
🔰ღონისძიება განხორციელდა Visegrad+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ (ID: 22430104) ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრალური ევროპისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება, მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, მოკლე მიწოდების ჯაჭვების (Short Food Supply Chains – SFSCs) განვითარების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის თანამედროვე ევროპული მიდგომების დანერგვა.
🔰ვორქშოპზე განხილული იყო საქართველოში მოკლე მიწოდების ჯაჭვების განვითარების შესაძლებლობები, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის ეფექტიანი მოდელები, საოჯახო მეურნეობების ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერების გზები, აგრარული ექსტენციის მნიშვნელობა და ფერმერებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარების თანამედროვე მექანიზმები. ასევე განხილული იყო ევროპული ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა, ინოვაციური მიდგომები და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, სადაც ხელი ეწყობა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას, რეგიონული ეკონომიკის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.
🔰მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეცნიერების, განათლებისა და პრაქტიკის დაახლოებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
ვორქშოფს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, აგრარული მიმართულების სტუდენტები, ადგილობრივი ფერმერები და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე სხვა დაინტერესებული მხარეები.