ქალაქ ბათუმის N19 საბავშვო ბაღი

ქალაქ ბათუმის N19 საბავშვო ბაღი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ბათუმის N19 საბავშვო ბაღი, Day Care, სვიშევსკის ქN1, Batumi.

Photos from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება's post 24/07/2026
Photos from ქალაქ ბათუმის N19 საბავშვო ბაღი's post 24/07/2026

ძვირფასო პატარებო, ძვირფასო მშობლებო!

დასრულდა 2025 -2026 სასწავლო წელი, ერთად ხალისიანად, შინაარსიანად გავატარეთ დრო, აქტივობები მორგებული იყო ბავშვების ინტერესებზე .გისურვებთ ბედნიერ დასვენებას 💥💥💥💥💥

22/07/2026

С ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება — Я делаю успехи! Мне удалось попасть в список самых активных подписчиков недели уже 9 недель подряд. 🎉

Photos from ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული's post 17/07/2026
08/07/2026

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.

2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საბავშვო ბაღი ვეღარ მოემსახურება აღსაზრდელების იმავე რაოდენობას, რასაც არსებული ბაღი ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები, რომელიც აღსაზრდელების არსებულ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.

აქვე განვმარტავთ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.

წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას.

Photos from ქალაქ ბათუმის N19 საბავშვო ბაღი's post 30/06/2026

გამოშვება 💥💥💥2026💥💥💥სეზონის დახურვა.💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


სვიშევსკის ქN1
Batumi