Rook ABC - Mavericks Club

Rook ABC - Mavericks Club საგანმანათლებლო აკადემია, რომლის მიზანია საზოგადოებაში ჭადრაკის პოპულარიზაცია და წიგნიერების ამაღლება

♟⭐️
13/10/2023

♟⭐️

♟️დღეიდან 11 ივნისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება ფიდე-ს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.ჩემპიონატში 35 ქვე...
06/06/2023

♟️დღეიდან 11 ივნისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება ფიდე-ს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ჩემპიონატში 35 ქვეყნის 450 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის საქართველოს წარადგენს 120 მოჭადრაკე.
ჩემპიონატში მონაწილეობენ მოჭადრაკეები 6 ასაკობრივი კატეგორიიდან (8,10,12,14,16 და 18 წლის გოგონები და ვაჟები)

♟️მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია Euphoria Hotel Batumi, ხოლო ტურნირის დახურვის ცერემონიალი გაიმართება 11 ივნისს, 20:00 საათზე,სასტუმრო "ლეგენდა"-ში

ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას!

ქართველი მოჭადრაკეების მორიგი ტრიუმფი! მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!ის არის მეორე ქართველი, ნანა ძაგნიძის შემდეგ, რომე...
30/03/2023

ქართველი მოჭადრაკეების მორიგი ტრიუმფი! მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!ის არის მეორე ქართველი, ნანა ძაგნიძის შემდეგ, რომელმაც ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაასრულა და 11-დან 8,5 ქულა მოაგროვა.

♟️"როქი ეიბისი" ულოცავს ქალბატონ მერის ამ დიდ წარმატებას! ვისურვებდით, კიდევ უფრო მეტი ქართველ მოჭადრაკეთა სახელი ჩაწერილიყოს მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.
Meri Arabidze

 #ლეგენდისდროა♟️⏱️იყო დრო ჭადრაკის ისტორიაში, როდესაც მოთამაშეებს საათობით, დღეობით და მთელი კვირაც კი შეეძლოთ ეთამაშათ ...
05/12/2022

#ლეგენდისდროა
♟️⏱️
იყო დრო ჭადრაკის ისტორიაში, როდესაც მოთამაშეებს საათობით, დღეობით და მთელი კვირაც კი შეეძლოთ ეთამაშათ ერთი პარტია.
ეს გარკვეულ უხერხულობებსაც კი ქმნიდა ოფიციალურ შეხვედრებში, რადგან დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 1851 წელს მოთამაშეებს დაფასთან გამთენიისას ჩამოეძინათ. იყო კურიოზული შემთხვევაც, როცა ესპანელი ესტებან გომესმა, სანამ ოპონენტი მისი ქიშიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ჯვარი დაიწერა ადგილობრივ ტაძარში და მერე მატჩიც მოიგო.

-წიგნიდან "საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები"

♟საქართველომ ჭადრაკის ისტორიაში თავისი სიტყვა არაერთხელ თქვა, რასაც მოწმობს ისეთი გენიალური მოჭადრაკეების სახელები, როგო...
10/11/2022

♟საქართველომ ჭადრაკის ისტორიაში თავისი სიტყვა არაერთხელ თქვა, რასაც მოწმობს ისეთი გენიალური მოჭადრაკეების სახელები, როგორებიცაა ნონა გაფრინდაშვილი, ანდრია დადიანი, ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი და ა.შ. თაობათა ცვლამ არ უნდა შეუწყოს ხელი ჭადრაკისადმი ინტერესის კლებას, რომლის ტენდენციაც, სამწუხაროდ, უკვე შეინიშნება. ამას მოწმობს ჭადრაკის ჩემპიონატზე გამარჯვებულ ქართველთა მკვეთრად შემცირებული რიცხვი.

♟“როქი ABC “არის აკადემია, რომლის ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება ჭადრაკით, კითხვით, საინტერესო დისკუსიებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებით, ვინაიდან ეს ფაქტორები, ვთვლით, საღი და კრიტიკული აზროვნების განვითარების წინაპირობაა.

თუკი ხართ დაინტერესებული ჭადრაკით, წიგნების კითხვითა და ადამიანებთან საინტერესო იდეების მიმოცვლით, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, ის სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ!😊

Address

1, L**h And Maria Kaczyński Street
Batumi
6010

Telephone

+995577279766

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rook ABC - Mavericks Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share