03/03/2026
✅ ️დღეს ჩვენს ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული და ემოციებით სავსე დღე გვქონდა. ვუმასპინძლეთ მწერალს, ქალბატონ თეა კბილაშვილს. შემოქმედს, რომლის სიტყვებიც გულამდე აღწევს და მკითხველში ღრმა განცდებს აღვიძებს.
შეხვედრა გამოირჩეოდა სითბოთი, გულწრფელობითა და ლიტერატურის სიყვარულით. თითოეული სიტყვა, რომელიც ავტორმა გაგვიზიარა, იყო დამაფიქრებელი, ნაზიც და ამავე დროს ძლიერიც.
მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია სიტყვა და რა დიდი ძალა აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში.
განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ქალბატონმა თეამ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ორი წიგნი. ეს არის არა მხოლოდ წიგნები, არამედ ავტორის სულის ნაწილი, რომელიც ამიერიდან ჩვენს მკითხველსაც გაუზიარებს თავის სათქმელსა და ემოციებს. აღნიშნული გამოცემები ღირსეულად დაიკავებს ადგილს ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდში და დარწმუნებული ვართ, არაერთი მკითხველის საყვარელ წიგნებად იქცევიან.
გულითად მადლობას ვუხდით ქალბატონ თეას სტუმრობისთვის, გულწრფელი ემოციებისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის მიმართ გამოხატა
და როგორც ავტორი წერს:
„სიტყვა მაშინ ცოცხლობს, როცა გულიდან მოდის და სხვის გულამდე აღწევს.“
ვუსურვებთ მას შემოქმედებით აღმასვლას, დაუღალავ შთაგონებას და კიდევ ბევრ ლამაზ სიტყვას, რომელიც მკითხველის გულში დიდხანს იცოცხლებს. 📚✨
➡️ ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.