სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Bagdat'i
  • სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა

სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქუთაისის ტექნოლოგიურ მუზეუმში ჩვენი ვიზიტი. აქ იყო განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციური მიღ...
01/10/2026

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქუთაისის ტექნოლოგიურ მუზეუმში ჩვენი ვიზიტი. აქ იყო განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციური მიღწევების ზეიმი. ჩვენი გოგო-ბიჭებიც ძალიან დაინტერესდნენ და გაერთვნენ შემეცნებითი აქტივობა თამაშებით, თავსატეხებით...არცერთი ტექნოლოგიური ინოვაცია არ დარჩენიათ გამოუცდელი, მეც მათთან ერთად, რა თქმა უნდა.😊😊

აღმოაჩინე შენი სოფელი" — წითელხევის ტურისტული პოტენციალი მე-11 კლასელების თვალით! ✨​27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღე ა...
01/10/2026

აღმოაჩინე შენი სოფელი" — წითელხევის ტურისტული პოტენციალი მე-11 კლასელების თვალით! ✨
​27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა! 🗺️ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, პროექტში "აღმოაჩინე შენი სოფელი" ჩვენმა XI კლასის მოსწავლეებმა უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდაჯერებულობით წარმოადგინეს სოფელი წითელხევი.
​ახალგაზრდებმა საინტერესოდ და ამაყად ისაუბრეს წითელხევის ღირსშესანიშნაობებზე, მდიდარ ისტორიასა და იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი სოფელი ფლობს. ❤️
​ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების ინიციატივითა და ჩართულობით! მათი მონდომება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი კუთხის სიყვარული, პოპულარიზაცია და მისი ღირებულებების წარმოჩენა.
​ვულოცავთ , XI კლასელებს და ამ პროექტში მათ ხელმძღანელს ცაგო მასწავლებელს წარმატებულ მონაწილეობას! 👏🌿
​ #აღმოაჩინეშენისოფელი #წითელხევი #მსოფლიოტურიზმისდღე #ახალგაზრდულიინიციატივა #ჩვენისოფელი

სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის დირექცია ღრმა მწუხარებას გამ...
26/09/2026

სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის დირექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული კოლეგის, ფუჩქი მინაძის გარდაცვალების გამო.
​მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო და კეთილშობილ საქმეს – ბავშვების აღზრდას და განათლებას. მისი თბილი ღიმილი, გულისხმიერება და კეთილგანწყობა თითოეული ბავშვისადმი სამუდამოდ დარჩება
​მისი ყოფილი მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების მეხსიერებაში.მან ყველგან დატოვა სიყვარული და მადლიერება.
ვუსამძიმრებთ, გარდაცვლილის ​ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს.
ჩვენი ფუჩქი მასწავლებლის ხსოვნა მარად იცოცხლებს იმ ადამიანების გულში, რომლის გვერდითაც მან ცხოვრების ლამაზი წლები გაატარა.
​ნათელში იყავი ჩვენო ფუჩქი მასწავლებელო!

სიხარულით  გაცნობებთ, რომ ფერსათის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ სასკოლო სპორტის კვირეულზე სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახ...
24/09/2026

სიხარულით გაცნობებთ, რომ ფერსათის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ სასკოლო სპორტის კვირეულზე სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის გუნდმა I ადგილი დაიკავა! ✨
​დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს შრომისმოყვარეობისა და გამარჯვებისთვის!
​ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ! გისურვებთ, რომ ეს გამარჯვება ყოფილიყოს კიდევ უფრო დიდ მწვერვალთა დაპყრობის დასაწყისი! 👏💪✨

მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებითსაუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებასვულოცავთ ნინო გიორგაძეს.​ნინო გამოირჩ...
23/09/2026

მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით
საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებას
ვულოცავთ ნინო გიორგაძეს.
​ნინო გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით,
საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებით,
მეგობრებში ავტორიტეტით, იმსახურებს მართლაც ამ
ჯილდოს და ვუსურვებთ პროფესიული მოღვაწეობას მანძილზე კიდევ ბევრ წინსვლას. წითელხევის სკოლაში აიდგა ფეხი, როგორც პედაგოგი.ის ამართლებს სკოლის იმედებს და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს როგორც თავისი სკოლისთვის ისე პედაგოგიურ პროფესიულ საქმიანობაში. ნინო გიორგაძე

დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებულმა სიხარულმა და ჟრიამულმა მოიცვა — მივიღეთ ყველაზე პატარა და საყვარელი წევრები, ჩვენი...
15/09/2026

დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებულმა სიხარულმა და ჟრიამულმა მოიცვა — მივიღეთ ყველაზე პატარა და საყვარელი წევრები, ჩვენი პირველკლასელები! 🔔✨
​საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა სასიამოვნო სიურპრიზმა: სოფლის დეპუტატი - გია კოტორეიშვილი ეწვია სკოლას, პატარებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 🎁📚
​ჩვენს პატარებს ვუსურვებთ საინტერესო, ცოდნითა და წარმატებებით სავსე სასკოლო მოგზაურობას.
Giorgi Kotoreishvili

ასეთი სიყვარულით დაიწყო სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში 202...
15/09/2026

ასეთი სიყვარულით დაიწყო სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი 🥰

08/09/2026

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

07/09/2026

Address

Bagdat'i
1000

Telephone

+995577999741

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category