05/06/2023
✅ ახალი საპილოტე პროექტის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრ ფერმერებს ბულგარული წიწაკის ჩითილები გადაეცათ
🟢 მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭკუასელმა, ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ცენტრის B კლასის წევრ მესათბურე ფერმერებს ბულგარული წიწაკის ჩითილები გადასცა.
🟢 გიორგი ჭკუასელმა ფერმერებს ჩითილების გადარგვისა და მოვლის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიაწოდა.
🟢 ბულგარული წიწაკის სამი სხვადასხვა ჯიშის ჩითილები (Lota, Samanderi, Yellow birds) კომპანიების: შპს მზა ჩითილი და ააიპ აგრორესრვის ცენტრი მეურნეობებში გამოიყვანეს.
🟢 ახალი საპილოტე პროექტი, რომელშიც კოოპერატივი „მუხიანი“ შპს „ბეგი“, შპს „ადინა“ და ინდივიდუალური ფერმერები მონაწილეობენ, იმერეთის რეგიონში ბულგარული წიწაკის მოყვანას ითვალისწინებს. წარმოების პროცესს ზედამხედველობას პროფესიონალი აგრონომები გაუწევენ.
🟢 პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებლობას მისცემს ფერმერებს გაიღრმაონ ცოდნა ბულგარული წიწაკის მოყვანის ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გაზარდონ წარმოება და აითვისონ ახალი სარეალიზაციო ბაზრები.
✅ HTDC’s B-class member farmers received Bulgarian pepper seedlings under the framework of the new pilot project.
🟢 The Acting Executive Director of the Horticultural Training and Demonstration Center, Giorgi Chkkuaseli visited the greenhouse farms of member farmers. During his visit, Giorgi Chkkuaseli delivered seedlings and gave farmers valuable recommendations on transplanting and caring for them.
🟢 The seedlings of three different varieties of Bulgarian pepper, namely Lota, Samanderi, and Yellow Birds, were supplied by the companies Mza Chitili Ltd. and AIP Agro service Center.
🟢 The new project, which involves the participation of the "Mukhiani" cooperative, "Begi" LLC, "Adina" LLC, and individual farmers, aims to promote the cultivation of Bulgarian pepper in the Imereti region. The entire production process will be closely supervised by professional agronomists.
🟢 The successful implementation of this project will not only enable farmers to enhance their understanding of innovative techniques for growing bell peppers but also lead to increased production and the exploration of new sales markets.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#სასათბურემეურნეობა
31/05/2023
🟢 მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭკუასელი ევრაზიის საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრის და ჩინეთის ნაციონალური ტექნოლოგიების იმპორტ-ექსპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.
🟢 შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ახლო მომავალში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
შპს იმერეთის აგრო ზონას, ევრაზიის საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის ნაციონალური ტექნოლოგიების იმპორტ-ექსპორტის კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
შპს იმერეთის აგრო ზონის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭკუასელმა ევრაზიის საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრის და ჩინეთის ნაციონალური ტექნოლოგიების იმპორტ-ექსპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
A memorandum of understanding will be signed between Imereti Agro Zone LLC, Eurasia United International Economic and Cultural Cooperation Center, and China National Technical Imp. & Exp. Corporation.
Archil Bukia, the Director of Imereti Agro Zone LLC, and Giorgi Chkuaseli, the Acting Executive Director of the Horticulture Training and Demonstration Center, held an online meeting with representatives from Eurasia United International Economic and Cultural Cooperation Center and China National Technical Imp. & Exp. Corporation.
15/05/2023
🇬🇪🧑🌾 აგრარული დარგის ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრი ფერმერების სათბურები დაათვალიერა.
🟢 ვიზიტის ფარგლებში, მესათბურე ფერმერებმა ექსპერტს წარმოების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
🟢 მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი იმერეთის რეგიონში მესათბურე ფერმერების წინაშე არსებული სირთულეების იდენტიფიცირებას ახდენს.
🟢 კვლევის შედეგად გამოვლინდება ის ძირითადი პრობლემები, რომლის წინაშეც ფერმერები დგანან და შემუშავდება რეკომენდაციები მათ გადასაჭრელად.
🇬🇪🧑🌾 Cathryn Kloetzli, an expert in the agricultural field, visited the greenhouses of HTDC's members in the village of Vartsikhe, Baghdati Municipality.
🟢 During the visit, the greenhouse farmers shared valuable information with her, regarding the challenges they face in their production processes.
🟢 The Horticultural Training and Demonstration Center had invited Cathryn Kloetzli specifically to identify the difficulties experienced by greenhouse farmers. Through the research, the expert will pinpoint the main problems encountered by these farmers and develop recommendations to address them effectively.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
11/05/2023
✅ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის ორგანიზებით, სოფელ გეგუთში მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
🟢 შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი ესწრებოდა.
🟢 შეხვედრაზე მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფერმერებს ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. აღინიშნა, ცენტრის მთავარი მიზანი მესათბურეობის მიმართულებით პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებით ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება და მხარდაჭერაა.
🟢 შეხვედრის ფარგლებში კეტრინ კლოუცელმა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მართვის პრინციპების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაუტარა.შეხვედრის დასრულების შემდგომ, ფერმერების ნაწილი მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასში გაერთიანდა.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და ადგილობრივი მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს წარმოების პროცესს გაუმარტივებს.
✅ An informational meeting was held for the greenhouse farmers of the Geguti village organized by the Horticulture Training and Demonstration Center. The meeting was attended by Cathryn Kloetzli, an expert from the international organization ACDI/VOCA as well as representatives from the local municipality and the information-consulting center of the Rural Development Agency.
🟢 During the meeting, the representatives of the horticulture training and demonstration center informed the farmers about the organization's activities and future plans. They emphasized the center's main goal, which is to strengthen and support farmers by providing them with practical and theoretical knowledge in greenhouse cultivation.
🟢 As part of the meeting, Cathryn Kloetzli provided a short training session to the farmers on the principles of greenhouse management. She is currently in the Imereti region at the invitation of the Horticulture Training and Demonstration Center to study the challenges local greenhouse farmers face. Based on her findings, practical recommendations will be developed to help farmers amplify their production processes.
სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
10/05/2023
✅ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა კომპანიის შპს „ბეგი“ სასათბურე და სამაცივრო მეურნეობები დაათვალიერა.
🟢 ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტმა ფერმერებს წარმოების პროცესის გასაუმჯობესებლად საჭირო რეკომენდაციები მიაწოდა.
🟢შპს „ბეგის“ საწარმოო ნაკვეთი იმერეთის რეგიონის სოფელ გეგუთში მდებარეობს. აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. კომპანია ასევე ფლობს სამაცივრე მეურნეობას, სადაც წარმოებული პროდუქცია იფუთება, ინახება და საექსპორტო ბაზრებისთვის მზადდება.
🟢 აღსანიშნავია, რომ შპს „ბეგი“, როგორც მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრი, ჩართულია ახალ საპილოტე პროექტში, რომელიც ბულგარული წიწაკის სასათბურე პირობებში მოყვანას ითვალისწინებს.
🟢 სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი კატრინ კლოუცელი, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით, იმერეთის რეგიონში მესათბურეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს სწავლობს.
ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ფერმერებს საწარმოო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
✅ Cathryn Kloetzli, an international organization ACDI/VOCA expert, inspected the greenhouse and refrigerator plots of "Begi" LLC. During her visit, Kloetzli provided the farmers with the necessary recommendations to improve their production process.
🟢 "Begi" LLC, located in the village of Geguti in the Imereti region, produces agro-food products year-round and plans to expand. The company's products are packed and stored in its own refrigerator plot.
🟢 As a class B member of the Horticulture Training and Demonstration Center, "Begi" LLC is also participating in a new pilot project focused on cultivating Bulgarian pepper under greenhouse conditions.
🟢 Cathryn Kloetzli, an expert in the agricultural field, was invited to study the greenhouse farming challenges in the Imereti region, Georgia by HTDC. The expert-prepared report will aid greenhouse farmers in solving any problems related to the production process and improving the quality of their products.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#სასათბურემეურნეობა
08/05/2023
✅ საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა იმერეთის რეგიონის სოფელ პატრიკეთში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრი ფერმერების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.
🟢 ექსპერტი ადგილზე გაეცნო პირველადი წარმოების პროცესს და ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მართვის მიმართულებით ინდივიდუალური რეკომენდაციები მიაწოდა.
🟢 ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით, მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭკუასელმა ფერმერებს მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ორგანიზაციის წევრობის ბენეფიტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
🟢 შეხვედრის ფარგლებში, კეტრინ კლოუცელმა სასათბურე მეურნეობებში გავრცელებულ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების და მცენარეთა დაავადებების პრევენციული ზომების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაატარა.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს სწავლობს. ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა დაეხმარება ცენტრის წევრ ფერმერებს წარმოების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
An international organization ACDI/VOCA expert, Cathryn Kloetzli, visited production sites of Horticultural training & demo center’s farmers in Patriketi village, Imereti region
🟢 During her visit, Kloetzli saw the primary production process firsthand and offered recommendations to the farmers on how to manage their greenhouses better.
🟢 As part of the expert's visit, an informational meeting was held for the center's members, which was organized jointly by the Horticultural Training and Demonstration Center and the Information-Consulting Center of the Rural Development Agency. At the meeting, Giorgi Chkuaseli, the acting executive director of HTDC, gave a presentation on the center’s activities and encouraged the farmers to join the organization.
🟢 Cathryn Kloetzli also provided a short training session on combating common pests in greenhouses and preventing plant diseases.
🟢 The expert's visit in the Imereti region was arranged at the invitation of the Horticultural Training and Demonstration Center, with the aim of addressing the challenges faced by greenhouse farmers. The report prepared by the expert will be instrumental in assisting the farmers to overcome production-related issues and improve the quality of the products they produce.
სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#სასათბურემეურნეობა
05/05/2023
✅ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ მოწვეული აგრარული დარგის ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი ცენტრის საპილოტე პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
🟢 საპილოტე პროექტი იმერეთში, კოპიტნარის დასახლებაში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრი ფერმერის სასათბურე მეურნეობაში განხორციელდება და ბულგარული წიწაკის წარმოებას ითვალისწინებს.
🟢 პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი აგრონომები და ცენტრის წევრი კომპანიები უზრუნველყოფენ ბენეფიციარი ფერმერების მომარაგებას ხარისხიანი სათესლე მასალით და გააკონტროლებენ სათბურში წარმოების პროცესს.
🟢 მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებლობას მისცემს ცენტრის წევრ ფერმერებს გაიღრმაონ ცოდნა ბულგარული წიწაკის მოყვანის ტექნოლოგიაზე, აწარმოონ პროდუქცია ხარისხიანი პროდუქცია და მოიძიონ სარეალიზაციო ბაზრები.
✅ Cathryn Kloetzli, an agricultural field expert from ACDI/VOCA examined the preparatory work for a pilot project, initiated by HTDC.
🟢The project aims to produce bell peppers in the greenhouse of a member of Class B of the Horticulture Training and Demonstration Center, located in Kopitnari settlement in Imereti.
🟢 The project is being implemented with the help of professional agronomists and member companies of the center who will ensure the provision of high-quality seed material to the beneficiary farmers and monitor the production process in the greenhouse. The successful completion of this project will allow member farmers of the center to enhance their knowledge of the technology of growing bell peppers in greenhouse conditions, produce high-quality products, and tap into new sales markets.
HHollandDoorGGH Agri
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
04/05/2023
✅ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის ორგანიზებით, მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრის წევრ მესათბურე ფერმერთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
🟢 შეხვედრის ფარგლებში, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფერმერებს ორგანიზაციის მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
🟢 შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა სასათბურე მეურნეობებში გავრცელებულ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების და მცენარეთა დაავადებების პრევენციული ზომების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაატარა.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა დაეხმარება ფერმერებს წარმოების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
✅ An informational meeting was held by the Horticulture Training and Demonstration Center for the greenhouse farmers in the Maglak administrative unit. During the meeting, the Center's representatives shared their ongoing activities and plans.
🟢 Additionally, an international organization ACDI/VOCA expert, Cathryn Kloetzli, conducted a brief training session on combating common greenhouse pests and preventing plant diseases.
🟢 The ACDI/VOCA expert was invited by to the Imereti region to assess the challenges faced by greenhouse farmers. The report compiled by the expert will assist farmers in resolving production-related issues and improving the quality of their products. Overall, the meeting provided valuable information and training to the greenhouse farmers, which will benefit their production processes and ultimately enhance the quality of their crops.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
03/05/2023
✅ საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა იმერეთის რეგიონის სოფლებში ტყაჩირში და მაღლაკში ცენტრის წევრი ფერმერების სათბურები მოინახულა.
🟢 კეტრინ კლოუცელი საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო და მესათბურე ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური რეკომენდაციები მიაწოდა. ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასათბურე მეურნეობაში გავრცელებულ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების და მცენარეთა დაავადებების საპრევენციო ზომების მნიშვნელობაზე.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა დაეხმარება ფერმერებს წარმოების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
✅ Cathryn Kloetzli, an expert from the international organization ACDI/VOCA, recently visited the greenhouses of member farmers in the village of Tkachiri, located in the Imereti region. During her visit, Cathryn Kloetzli gained firsthand knowledge of the production process and provided individualized recommendations to the farmers based on their unique needs.
🟢 One of her primary focuses was on combating common pests in greenhouses and implementing preventive measures against plant diseases.
🟢 The Horticulture Training and Demonstration Center invited Cathryn Kloetzli to the region to study the challenges faced by greenhouse farmers. Her resulting report will aid farmers in addressing various issues related to greenhouse farm management, ultimately leading to improvements in the quality of the products they produce.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
02/05/2023
✅ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის ორგანიზებით, მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
🟢 შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი ესწრებოდა.
🟢 შეხვედრაზე მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფერმერებს ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. აღინიშნა, ცენტრის მთავარი მიზანი მესათბურეობის მიმართულებით პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებით ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება და მხარდაჭერაა.
🟢 შეხვედრის ფარგლებში კეტრინ კლოუცელმა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მართვის პრინციპების შესახებ მოკლე ტრენინგი ჩაუტარა.შეხვედრის დასრულების შემდგომ, ფერმერების ნაწილი მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასში გაერთიანდა.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი იმერეთის რეგიონში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით იმყოფება და ადგილობრივი მესათბურე ფერმერების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს წარმოების პროცესს გაუმარტივებს.
✅ An informational meeting was held for the greenhouse farmers of the Mukhiani administrative unit, organized by the Horticulture Training and Demonstration Center. The meeting was attended by Cathryn Kloetzli, an expert from the international organization ACDI/VOCA, as well as representatives from the local municipality and the information-consulting center of the Rural Development Agency.
🟢 During the meeting, the representatives of the horticulture training and demonstration center informed the farmers about the organization's activities and future plans. They emphasized the center's main goal, which is to strengthen and support farmers by providing them with practical and theoretical knowledge in greenhouse cultivation.
🟢 As part of the meeting, Cathryn Kloetzli provided a short training session to the farmers on the principles of greenhouse management. She is currently in the Imereti region at the invitation of the Horticulture Training and Demonstration Center to study the challenges local greenhouse farmers face. Based on her findings, practical recommendations will be developed to help farmers amplify their production processes.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
01/05/2023
✅ საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრი კოოპერატივის „მუხიანი“ სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
🟢 მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მოწვევით, საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტი, კეტრინ კლოუცელი იმერეთის რეგიონში იმყოფება.
🟢 ვიზიტის ფარგლებში, კეტრინ კლოუცელმა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასის წევრი კოოპერატივის „მუხიანი“ სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო. ექსპერტმა კოოპერატივის წარმომადგენლებს სასათბურე მეურნეობის მართვის მიმართულებით არსებული წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
🟢 საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტის იმერეთის რეგიონში მოწვევის მიზანია ადგილობრივი მესათბურე ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მესათბურე ფერმერებს წარმოების ზრდასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
✅ Cathryn Kloetzli, the expert from an international organization ACDI/VOCA has been invited to the Imereti region to study the challenges faced by local greenhouse farmers.
🟢 As part of her visit, she inspected the greenhouse of the "Mukhiani" cooperative, a class B member of the Horticulture Training and Demonstration Center, and gained insights into the production process. During her visit, she shared her experience and informed the representatives of the cooperative about modern practices in greenhouse management.
🟢 The purpose of the expert's visit is to develop recommendations for greenhouse farmers in the region, based on the challenges they face. These recommendations will enable them to introduce modern approaches to the production process and improve the quality of their products.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება
29/04/2023
✅ საერთაშორისო ორგანიზაციის ACDI/VOCA ექსპერტმა, კეტრინ კლოუცელმა შპს იმერეთის აგრო ზონის და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საწარმოო ნაკვეთები დაათვალიერა
🟢 Imereti Agro Zone • იმერეთის აგროზონა-ის წარმომადგენლებმა კეტრინ კლოუცელს პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
🟢 იმერეთის აგრო ზონის საწარმოო ნაკვეთი ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 220 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი ინვესტორები საშუალო და მაღალტექნოლოგიურ სათბურებს ააშენებენ, ხოლო გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას სრულად უზრუნველყოფს შპს იმერეთის აგრო ზონა.
🟢 პროექტის განხორციელების პირველი ფაზის ფარგლებში, უკვე ამოქმედდა მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და აერთიანებს სამშენებლო მასალების მიმწოდებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებს, მესათბურე ფერმერებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებს. ცენტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მესათბურეობის მიმართულებით. ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 4.2 ჰექტარ ფართობზე განთავსდება და მოიცავს როგორც ცენტრის შენობას, ასევე სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურებსა და სარეკრეაციო ზონებს.
🟢 კეტრინ კლოუცელის შეფასებით, იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმერეთში მესათბურეობის აღორძინების და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
✅ At the invitation of the HTDC, an expert from the international development nonprofit organization ACDI/VOCA, Cathryn Kloetzli is visiting the Imereti region, to gain insight into challenges faced by greenhouse farmers.
🟢 Under the framework of the visit, Cathryn Kloetzli examined the production plots of the Imereti Agro Zone and the Horticultural Training and Demonstration Center.
🟢 The Imereti Agro Zone LLC's production plot in Baghdati and Tskaltubo municipalities spans 220 hectares of agricultural land. The zone will house medium and high-tech greenhouses built by Georgian and foreign investors, with Imereti Agro Zone LLC providing external infrastructure. The horticulture training and demonstration center has already been launched under the first phase of the project's implementation. It is a membership-based organization that unites Georgian and foreign companies supplying building materials, greenhouse farmers, and educational institutions. The center aims to offer practical and theoretical knowledge to interested individuals in greenhouse farming. The center's infrastructure will cover 4.2 hectares in Baghdati municipality, featuring the center building, training and demonstration greenhouses, and recreation areas.
🟢 Cathryn Kloetzli stated that the Greenhouse Cluster Development Project is a step forward in developing the horticultural sector in the Imereti region.
#მესათბურეობა
#სოფლისმეურნეობა
#განათლება