14/08/2018
#აგროტურისტულიფესტივალი2018 🙏
#ქართულიხმები ☺️
#შემოუერთდიმომავლისსაქმეს 👇
#ერთადგანვავითაროთრეგიონი 🙏
✅ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია 💛
✅ჩვენი ასოციაციის ორგანიზებით,12 აგვისტოს, ამბროლაურში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურისტული ფესტივალი 2018 👇
🙏ასოციაცია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სამხარეო ადმინისტრაციას, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს.
🙏მადლობა ფესტივალის სპონსორებს ↔️ მაგთიკომი, ფინკა ბანკი, ღვინის კომპაია „ბრაკონი“, ამხანაგობა „ბეთლევი“, „ქვე შენიჭირიმე“ , „ახალგაზრდა მეღვინე“ 👏
🙏განსაკუთრებული მადლობა იმ რაჭველ ახალგაზრდებს,რომლებიც სრულიად უანგაროდ მონაწილეობდნენ წინა საფესტივალო მზადებაში.
‼️ „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ასოციაცია“ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას პირდება ჩვენი რეგიონის მოსახლეობას.
➡️ ფესტივალზე რეგიონში მოქმედი 1️⃣️ 0️⃣️ 0️⃣️-მდე საწარმო და ფერმერული მეურნეობა იყო წარმოდგენლი.
➡️ ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. ამასთან, სტუმრებისთვის მოეწყო გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
👌 ფესტივალი ანსაბლ “ ქართული ხმები“-ს კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა👇